ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Amazon, Meta და Google ყველაზე მეტ სუფთა ენერგიას ყიდულობენ

ამერიკული სუფთა ენერგიის ასოციაციის  მიხედვით, Amazon, Meta და Google ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ყველაზე მეტ ქარისა და მზის ენერგიას ყიდულობენ.

კომენტარის დატოვება

Amazon-მა აშშ-ში 2022 წლის სექტემბრამდე 12.4 გიგავატი სუფთა ენერგია შეიძინა, Meta-მ — 8.7 გიგავატი, ხოლო Google-მა — 6.2 გიგავატი.

ამ მონაცემებს მას შემდეგ ითვლიან, რაც ზემოხსენებულმა კომპანიებმა გასულ ათწლეულში განაცხადეს, რომ ქარისა და მზის ენერგიას იყენებენ.

ტექნოლოგიური სექტორი სუფთა ენერგიის ყიდვის საკითხში სხვა ინდუსტრიებს, რა თქმა უნდა, უსწრებს, თუმცა ტენდენცია ეტაპობრივად ყველა ინდუსტრიაში მკვიდრდება და იზრდება.

2012 წლიდან 2022 წლამდე კომპანიების მიერ შეძენილი ქარისა და მზის ენერგიის რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 73%-ით გაიზარდა. 2015 წელს მან 1 გიგავატს გადააჭარბა, 2018 წელს — 8 გიგავატს, ხოლო 2022 წელს — თითქმის 20 გიგავატს.

სუფთა ელექტროენერგიაზე ყურადღების გამახვილება განპირობებული მხოლოდ მსოფლიოს გადარჩენის სურვილით არ არის. მისი ფასი სტაბილურად ეცემა, რაც კოპანიებისთვის ხელსაყრელია.

ტექნოლოგიური სექტორის შემდეგ, უმსხვილესი კორპორატიული მყიდველები — ენერგეტიკის, სატელეკომუნიკაციო და კვების სექტორები არიან.

საერთო ჯამში, 2022 წლის ბოლოსთვის, ჯამში 326-მა კომპანიამ, 77.4 გიგავატი ქარისა და მზის ენერგია გამოიყენა, რაც, მაგალითისთვის, 18 მილიონი სახლის მოსამარაგებლად  საკმარისია.

მაშინ, როცა კომპანიები ქარისა და მზის ენერგიის შესყიდვას ზრდიან, ყველაზე დიდ სარგებელს ტეხასი ნახულობს, ვიდრე ნებისმიერი სხვა შტატი. კონტრაქტების 35% სწორედ ტეხასზე მოდის, დანარჩენი კი 49 შტატზე ნაწილდება.

Amazon-ის HR-ები კომპანიიდან გათავისუფლებამდე ახალ სამსახურს ეძებენ

თემის მიხედვით

Meta და Google აშშ-ის ონლაინ რეკლამის ბაზარზე აღარ დომინირებენ

ასევე წაიკითხეთ
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს

როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით

რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას

Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.