2023 წლის 30 აპრილს აქსელი, Orient Logic-ის მხარდაჭერით, მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს, რომელსაც ქართველი და უცხოელი ანგელოზი ინვესტორები, მოწვეული სტუმრები, ექსპატები, დიჯითალ-ნომადები, ფრილანსერები და სტარტაპები დაესწრებიან.
2023 წლის 30 აპრილს აქსელი, Orient Logic-ის მხარდაჭერით, მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს, რომელსაც ქართველი და უცხოელი ანგელოზი ინვესტორები, მოწვეული სტუმრები, ექსპატები, დიჯითალ-ნომადები, ფრილანსერები და სტარტაპები დაესწრებიან.
აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 75-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს.
ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე განსხვავებული სესია და პანელია დაგეგმილი. ტექნოლოგიური სტარტაპები აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან და ბიზნესის განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვას შეეცდებიან. კონფერენცია, ასევე, პანელური დისკუსიებისა და პრეზენტაციების ნაწილსაც მოიცავს. სადაც მოწვეული სპიკერები საქართველოს საინვესტიციო ეკოსისტემაზე ისაუბრებენ.
პირველ პანელურ დისკუსიას, «Angel Investing Unlocked: Insights and Advice from the Pros» Theneo-ს თანადამფუძნებელი, ანა რობაქიძე 4 სპიკერთან ერთად გაუძღვება: არგირიოს სპირიდისი — CEO | Anthology Venture, გიორგი შამუგია — Managing Director | Singular, სალომე კუკავა — Founder & CEO | Globalize, და პაატა შურღაია — Deputy Managing Partner | Grant Thornton Georgia.
მეორე პანელურ დისკუსიას, სახელწოდებით «The Power of Angel Investing: Perspectives from Successful Investors and Entrepreneurs» აქსელის მმართველი დირექტორი ირო ცარაგეიშვილი უხელმძღვანელებს. მოწვეული სპიკერები იქნებიან: ადრიან თრეში, Managing Partner | Anthology Ventures, ლევან შალამბერიძე, Asia Financial Institutions Equity Lead & Global Insurtech Lead | IFC, გიორგი გვაზავა, Angel Investor | Axel და ბექა დალაქიშვილი, CEO & Founder | Kernel.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოში «ანგელოზი ინვესტორების» კულტურის გაძლიერებას, თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას, ევროპის ქვეყნებთან ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და ქართული თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
კონფერენციაზე დასასწრები ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, tkt.ge-ზე.
ქვიზი — რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ? — ნაწილი II
საქართველოს ეკონომიკაში ინოვაციური სტარტაპების ეკოსისტემა დღითიდღე ვითარდება. დღეს დაფუძნებულია, მუშაობს და ვითარდება არაერთი სტარტაპი. მათ შესახებ dev.ge-იც ხშირად წერს. გთავაზობთ კიდევ ერთ ქვიზს, რათა გაიგოთ, რა იცით ქართული სტარტაპების შესახებ 👇