ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

AI-ით შექმნილი პორნოგრაფიის ხარისხი უმჯობესდება და ეთიკური კითხვებიც მრავლდება

ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, რომლითაც პორნოგრაფიის გენერირება და შექმნაა შესაძლებელი, უმჯობესდება, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი, რაც AI-ის უკავშირდება. თუმცა, ასევე ჩნდება მეტი კითხვა, რომელიც ეთიკას უკავშირდება. 

კომენტარის დატოვება
AI-ით შექმნილი პორნოგრაფიის ხარისხი უმჯობესდება და ეთიკური კითხვებიც მრავლდება

ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, რომლითაც პორნოგრაფიის გენერირება და შექმნაა შესაძლებელი, უმჯობესდება, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი, რაც AI-ის უკავშირდება. თუმცა, ასევე ჩნდება მეტი კითხვა, რომელიც ეთიკას უკავშირდება. 

ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ცდილობდნენ, ადამიანის ანატომია «ესწავლათ», პროცესში კი შეცდომებს უშვებდნენ. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში, ხელოვნური პორნოგრაფიის მონაწილეებს ჰქონდათ ზედმეტი კიდურები ან ძუძუსთავები უადგილო ადგილას, მაგალითად, შუბლზე. თუმცა, მდგომარეობა იცვლება. 

საძიებო სისტემაში AI porn generator-ის ჩაწერის შედეგად ათობით სხვადასხვა AI ინსტრუმენტს ნახავთ, რომელთა დიდი ნაწილიც უფასოდ არის ხელმისაწვდომი. ზოგ შემთხვევაში მათ მიერ შექმნილი მასალები საშინელია, ზოგს კი პროფესიონალური ნახატებისგან ვერ გაარჩევ. 

რაც შეეხება ეთიკას: 

ხელოვნური ინტელექტის პორნოგრაფიის შესაქმნელი ინსტრუმენტების ფართოდ გავრცელებას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს. 

მაგალითად, ცოტა ხნის წინ Twitch სტრიმერმა, ბრენდონ იუინგმა, ცნობილმა, როგორც Atrioc, გაუშვა სექსუალური შინაარსის ვიდეო, რომელშიც deepfake-ით გაყალბებული იყო ქალი Twitch სტრიმერების სახეები. ზეწოლის შემდეგ deepfake-ის შემქმნელმა ვიდეო წაშალა, მაგრამ ზიანი უკვე მიყენებულია — ქალები, რომელთა სახეებიც გააყალბეს, ​ ვიდეოდან გაკეთებულ სქრინშოთებს ისევ იღებენ პირად შეტყობინებებში. ეს სექსუალური შევიწროების ფორმაა. 

პორნოგრაფიული deepfake-ების სამიზნე, ძირითადად, ქალები არიან. 

2023 წლის თებერვალში Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ერთ-ერთი პატარა ქალაქის სკოლის მასწავლებელმა სამსახური დაკარგა მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტით შეიქმნა პორნოგრაფიული ვიდეო, რომელში მონაწილე ქალიც მას ჰგავდა.

ასევე, დააკავეს 22 წლის ბიჭი, რომელიც სოციალური ქსელებიდან იღებდა არასრულწლოვანი გოგოების ფოტოებს და მათი გამოყენებით და AI-ით სექსუალური შინაარსის კონტენტს ქმნიდა. 

იყო შემთხვევა, როცა 15 წლის ბიჭი მისი ყალბი ფოტოს გამოქვეყნებით დააშანტაჟეს. 

თუმცა, ამ ყველაფერს არ შეუშლია ხელი Reddit და Discord ქომიუნითისთვის, სახელად Unstable Diffusion, გაზრდილიყო. 

2022 წლის დეკემბერში, Stability AI-ის მიერ ტექსტის გამოსახულებად გარდაქმნის მოდელის, Stable Diffusion-ის საჯაროდ გაშვებიდან მალევე ჯერ რედითზე, შემდეგ კი დისკორდზეც შეიქმნა და სწრაფად გაიზარდა საზოგადოება, სახელად  Unstable Diffusion. ჯგუფის ხელმძღვანელებმა ისწავლეს ორნო კონტენტის შექმნა და მათი მონეტიზაცია. 

Stable Diffusion, ისევე, როგორც სხვა AI ინსტრუმენტები, რომლებიც ტექსტიდან გამოსახულებებს ქმნიან, მისმა შემქმნელებმა ისე გაწვრთნეს, რომ მაგალითად, სიტყვა ჩიტი მიმართულიყო არა მხოლოდ ბეღურებისკენ, არამედ, მაგალითად, თუთიყუშებისა და არწივებისკენ. წვრთნა მილიარდობით ფოტოს ეფუძნება, რომლებსაც თან აღწერები აქვს დართული. 

Stable Diffusion-ის ბაზის მხოლოდ მცირე ნაწილი ეხებოდა «არასამუშაო კონტენტს». ამიტომ, Unstable Diffusion-ის ადმინებმა მოხალისეებთან, ძირითადად, დისკორდის წევრებთან ერთად, პორნოგრაფიული ბაზა შექმნეს. 

მოუხედავად რამდენიმე დაბრკოლებისა, მათ შორის, Kickstarter-სა და Patreon-ზე დაბლოკვისა, Unstable Diffusion-მა შეძლო ვებსაიტის შექმნა, რომელშიც ხელოვნური ინტელექტით შექმნილი არტ ფოტოებია განთავსებული. ხოლო მას შემდეგ, რაც დონორებისგან $26,000-ზე მეტი შეაგროვეს, უზრუნველყვეს გენერაციული ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო ტექნიკა და 30 მილიონზე მეტი ფოტოსურათისგან შემდგარი ბაზა, Unstable Diffusion-ის ხელმძღვანელებმა გაუშვეს პლატფორმა, რომელსაც, მათი მტკიცებით, ახლა დღეში 350 ათასზე მეტი ადამიანი იყენებს ნახევარ მილიონზე მეტი სურათის შესაქმნელად. 

Unstable Diffusion-ისა Equilibrium AI-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, არმან ჩაუდრი ამბობს, რომ Unstable Diffusion-ის არსი იგივე რჩება, AI ხელოვნების პლატფორმის შექმნა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს. 

Unstable Diffusion სერვერი Discord-ზე, სადაც Unstable Diffusion-ის გენერაციული ხელსაწყოებით შექმნილი სურათები ქვეყნდება, ატარებს ფილოსოფიას: «ყველანაირი აკრძალვის გარეშე». 

თუმცა, წითელი ხაზები მაინც არსებობს — დაუშვებელია ცნობილი ადამიანების პორნოგრაფიული დიფფექების, ასევე, ისეთი სექს მასალების შექმნა, რომელზეც 18 წელზე ახალგაზრდა ადამიანები არიან გამოსახულებები, მიუხედავად იმისა, ფოტოა თუ ნახატი. 

აშშ-ის ზოგიერთ შტატში დიფფეიქი აკრძალულია, ხოლო კონკრესს აქვს მცდელობა, ხელოვნური ინტელექტის მიერ ნებართვის გარეშე გენერირებული პორნოს გაზიარება ასევე უკანონო გახდეს. 

კონკრეტული სიტყვებისა და ფრაზების დაბლოკვასთან ერთად, Unstable Diffusion-ის მოდერაციის სისტემა იყენებს AI მოდელს, რომელიც ცდილობს, ამოიცნოს და ავტომატურად წაშალოს სურათები, რომლებიც მის პოლიტიკას არღვევს. არმან ჩაუდრი ამბობს, რომ მოქმედებს «უაღრესად მგრძნობიარე» ფილტრები, სიფრთხილის თვალსაზრისით, მაგრამ აUnstable Diffusion, ბალანსის პოვნის მიზნით, საზოგადოებისგან უკუკავშირს ითხოვს. 

წყარო: techcrunch

ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათები და საფრთხე რომლის წინაშეც ვდგავართ
ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათები და საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ
თემის მიხედვით
ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათები და საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო
თემის მიხედვით
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო


ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.