ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

AI-ის დახმარებით The Beatles-ის უკანასკნელი სიმღერა გამოვიდა

2 ნოემბერს The Beatles-ის უკანასკნელი სიმღერა, Now and Then გამოვიდა. მის შესაქმნელად პოლ მაკარტნიმ და რინგო სტარმა ტექნოლოგია და მანქანათმცოდნეობა გამოიყენეს, რათა ჯონ ლენონის ძველი ჩანაწერიდან დასრულებული სიმღერის ნაწილები მაღალ ხარისხში შეერთებინათ.

Now and then ახლა თითქმის ყველა სტრიმინგ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია და 1995 წლის შემდეგ ჯგუფის პირველ სიმღერად ითვლება. 

კომენტარის დატოვება

Now and Then ფსიქოდელიური როკ ბალადაა. ის ჯონ ლენონმა 1977 წელს შექმნა და ჩაწერა, როგორც სოლო დემო კლავიშებზე. თუმცა, მასზე მუშაობა არ დაუსრულებია. 

The Beatles-მა ლენონის სიმღერიდან რამის შექმნა პირველად 90-იანი წლების შუა პერიოდში სცადა — მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და სტარი კვლავ გაერთიანდნენ, რათა «ახალ» სიმღერებზე ემუშავათ, რომლებიც ჯგუფის ალბომებში გამოჩნდებოდა. მათ წარმატებით დაასრულეს Free as a Bird და Real Love, რომლებიც ასევე ლენონის დემო ჩანაწერებია.

მაგრამ პროგრესი Now and და Then-ის შემთხვევაში საბოლოოდ შეჩერდა — ძირითადად ტექნიკური პრობლემების გამო, რამაც ორიგინალ ფირზე მუშაობა რთული გახადა.

«ჯონის დემო ფირზე ფორტეპიანოს მოსმენა ცოტა რთული იყო. და მაშინ, რა თქმა უნდა, არ გვქონდა შესაბამისი ტექნოლოგია, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა». — თქვა მაკარტნიმ მინი-დოკუმენტურ ფილმში. — «ყოველ ჯერზე, როცა ჯონის მეტი ხმა გვინდოდა, ფორტეპიანო შემოდიოდა და ყველაფერს აფუჭებდა».

მაშინ ბითლზი დანებდა. 

2001 წელს ჯორჯ ჰარისონი გარდაიცვალა, რამაც სიმღერის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა. — «თითქმის საუკუნის მეოთხედი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესაფერის მომენტამდე მოგვეცადა, რათა Now and Then კვლავ გაგვეცოცხლებინა». — თქვა მაკარტნიმ.

გადამწყვეტი მომენტი ამ ათწლეულის დასაწყისში დადგა, როდესაც რეჟისორი პიტერ ჯექსონი Disney Plus-ისთვის თავის ყოვლისმომცველ დოკუმენტურ ფილმზე, «Get Back"-ზე მუშაობდა. მისმა გუნდმა ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელიც მათ საშუალებას აძლევდა თითქმის ნებისმიერი მუსიკა აეღოთ (თუნდაც უძველესი დემოები) და «ყველა განსხვავებული კომპონენტი, მანქანური სწავლის საფუძველზე, ცალკეულ ტრეკებად დაეყოთ».

მაკარტნი და სტარი მიხვდნენ, რომ ეს მათი შესაძლებლობა იყო, რომ დაბრუნებულიყვნენ და Now and Then ისე დაესრულებინათ, როგორც იმსახურებდა.

«ახლა ჩვენ სათანადო ჩანაწერის გაკეთება შეგვეძლო». — თქვა მაკარტნიმ.

მან ბასი ჩაწერა, სტარმა დასარტყამი ინსტრუმენტები დაამატა და პროდიუსერმა, ჯაილს მარტინმა სიმებიანი არანჟირება მოიფიქრა. 

სიმღერის საბოლოო ვერსია მოიცავს დამატებით ტექსტს პოლ მაკარტნისგან, ჯონ ლენონის ხმას, რომელიც დემო ვერსიიდან ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი აღმდგენი ტექნოლოგიით აიღეს. 

«მამაჩემს ეს მოეწონებოდა, რადგან ექსპერიმენტებს არასდროს ერიდებოდა. ვფიქრობ, რომ სიმღერა მართლაც ლამაზია». — თქვა შონ ონო ლენონმა.

მაკარტნიმ ეს განწყობა გაიმეორა და თქვა: «2023 წელია და ისევ Beatles-ის სიმღერაზე ვმუშაობ… ჩვენ უახლეს ტექნოლოგიებს ვიყენებთ, რაც ყოველთვის ძალიან გვაინტერესებდა. „Now and Then“, ალბათ ჩვენი ბოლო სიმღერაა. საკუთარი წვლილი თითოეულმა მათგანმა შეიტანა, ასე რომ, ეს ნამდვილად Beatles-ის ჩანაწერია».

ამაღელვებელია, როცა იმ უთვალავ ჩანაწერზე ფიქრობ, რომლებიც შესაძლოა მომდევნო წლებში ტექნოლოგიამ აღადგინოს და მას ახალი სიცოცხლე მისცეს.

რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს მუსიკალურ ინდუსტრიაზე
რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს მუსიკალურ ინდუსტრიაზე
თემის მიხედვით
რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს მუსიკალურ ინდუსტრიაზე

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.