ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ტექნოპარკში Hardware StartUP ინკუბატორი 2.0 Demo დღე გაიმართა

ტექნოპარკში Hardware StartUP ინკუბატორი 2.0 Demo დღე გაიმართა, სადაც პროექტის თვრამეტმა ფინალისტმა საკუთარი იდეა და პროტოტიპი ჟიურის წინაშე წარადგინა.

კომენტარის დატოვება

გამარჯვებულმა გუნდებმა პროტოტიპის გასავითარებლად GITA-ს დაფინანსება მოიპოვეს:

  • პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა — FSTF 15 000 ლარიანი დაფინანსება მიიღო. სტარტაპი მუშაობს მოწყობილობაზე, რომელიც ტექსტს ბრაილის შრიფტად თარგმნის (თბილისი);
  • მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა  — Beetkar 10 000 ლარი მოიპოვა. სტარტაპმა შეიმუშავა ფუტკრის დაავადებათა აღმომჩენი თანამედროვე ტექნოლოგია (ახმეტა);
  • მესამე ადგილზე გასული გუნდი — მუხტე კი 5000 ლარის მფლობელი გახდა. სტარტაპმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც ელექტრული მუხტით მცენარეს იცავს მავნე მწერებისგან და ამავდროულად აჯანსაღებს მას (გურჯაანი).

Hardware StartUP ინკუბატორი 2.0 2023 წლის ნოემბერში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ტექნოპარკში დაიწყო და  5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, პროექტის მონაწილეებმა შეისწავლეს  ელექტრონული პროექტების შექმნა Arduino-სა და Raspberry Pi- ის პლატფორმების მეშვეობით, გაიარეს საწარმოო (industrial) დიზაინის ძირითადი პრინციპები და ბიზნეს ტრენინგები, მიღებული ცოდნით კი შექმნეს საკუთარი იდეის პროტოტიპები.

პროექტის განმახორციელებელია TBILISI SCHOOL OF COMMUNICATION.

Hardware Startup Incubator 2.0 საქართველოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ტექნოლოგიური სტარტაპ იდეის მქონე ადამიანებს საწყის ეტაპზევე შეუწყოს ხელი ბიზნეს მოდელის ფორმირებასა და  პროდუქტის პროტოტიპირებაში.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა გამოფენა, სადაც  დაინტერესებულ პირებს  შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ თითოეულ სტარტაპს, მათ იდეებსა და პროტოტიპებს.  

GITA-ს პროექტი Hardware Startup Incubator 2.0 საქართველოს ყველა ტექნოპარკში ჩატარდება
GITA-ს პროექტი Hardware Startup Incubator 2.0 საქართველოს ყველა ტექნოპარკში ჩატარდება
თემის მიხედვით
GITA-ს პროექტი Hardware Startup Incubator 2.0 საქართველოს ყველა ტექნოპარკში ჩატარდება

ასევე წაიკითხეთ
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150-ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტის მორიგი 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოავლინა. 
დღეს, 3 აპრილს, 15:00-ზე ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართება
დღეს, 3 აპრილს, 15:00-ზე ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართება
დღეს, 3 აპრილს, 15:00-ზე ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართება
რომელი სტარტაპები გადავიდნენ GITA-ს 150 000-ლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე — სია
რომელი სტარტაპები გადავიდნენ GITA-ს 150 000-ლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე — სია
რომელი სტარტაპები გადავიდნენ GITA-ს 150 000-ლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე — სია
საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტომ 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე 150 სტარტაპი შეარჩია, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავიდნენ.  GITA-ს განცხადებით, 150 კომპანია შეირჩა შემოსული 544 განაცხადიდან. 
ვინ მოიგო GITA-ს 25 000-ლარიანი გრანტი კახეთის რეგიონში 
ვინ მოიგო GITA-ს 25 000-ლარიანი გრანტი კახეთის რეგიონში 
ვინ მოიგო GITA-ს 25 000-ლარიანი გრანტი კახეთის რეგიონში 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.