Adobe-მ ინტერაქციული კაბა შექმნა — იცვლის ფერებს, დიზაინს და რეაგირებს მოძრაობაზე
Adobe-მ ინტერაქციული კაბა შექმნა. პრეზენტაცია 13 ოქტომბერს გაიმართა.
Adobe-მ ინტერაქციული კაბა შექმნა. პრეზენტაცია 13 ოქტომბერს გაიმართა.
კაბაზე გამოსახულების შეცვლა ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი. გამოსახულება შეიძლება იყოს შექმნილი Adobe-ს რომელიმე პროგრამით, Firefly-ით, Adobe After Effects-ით, Adobe Stock-ით, ან Adobe Illustrator-ით. შეიძლება, კაბას გასდევდეს წყლის მსგავსი პრინტი.
კაბა შექმნილია Project Primrose-ის ფარგლებში, რაც, თავის მხრივ, არსებული ბრენდის გაფართობას გულისხმობს. გამოყენებულ იქა ეფექტური სინათლის დიფუზორიული მოდულები არაემისიული, მოქნილი დისფლეი სისტემებისთვის.
ეს ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ კაბების, არამედ ნებისმიერი ტანსაცმლის ჩანთისთვის, სურათის ჩარჩოების და ნებისმიერი სხვა ნივთის გასაკეთებლად.