ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატზე მარიამ ბაღათურიას ნამუშევარი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

Adobe-ს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მარიამ ბაღათურია საუკეთესო ხუთეულში მოხვდა — მან მეოთხე ადგილი დაიკავა. 

კომენტარის დატოვება
Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატზე მარიამ ბაღათურიას ნამუშევარი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

Adobe-ს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მარიამ ბაღათურია საუკეთესო ხუთეულში მოხვდა — მან მეოთხე ადგილი დაიკავა. 

2023 წლის Certiport’s Adobe Certified Professional World ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 31 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში გაიმართა. 

Adobe-ს კონკურსში, რომელიც უკვე მეათე წელია, ტარდება, მონაწილეები  მთელი მსოფლიოდან ჩადიან. ისინი ერთმანეთს ციფრულ დიზაინში — Adobe Photoshop-ში, Illustrator-სა და InDesign-ის ცოდნაში ეჯიბრებიან. 

კონკურსში თავდაპირველად 53 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ფინალისტი მათგან გახდა 44 გახდა, ხოლო მარიამ ბაღათურია მეოთხე ადგილზე გავიდა. 

ფინალისტებს Adobe Creative Cloud-ის გამოყენებით, 8 საათზე ნაკლებ დროში უნდა შეექმნათ პოსტერი საერთაშორისო სამაშველო კომიტეტისთვის (IRC). 

მარიამ ბაღათურიას პლაკატი ლტოლვილებსა და იძულებით გაადგილებულ პირებს ეხებოდა. 



განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.