ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Apple სახლის რობოტების შექმნაზე მუშაობას იწყებს

Bloomberg-ზე დაყრდნობით, Apple-მა ელექტრო მანქანების პროექტის შეწყვეტის შემდეგ გეზი შეცვალა და სახლის რობოტების ინდუსტრიის კვლევა დაიწყო.

კომენტარის დატოვება
Apple სახლის რობოტების შექმნაზე მუშაობას იწყებს

Bloomberg-ზე დაყრდნობით, Apple-მა ელექტრო მანქანების პროექტის შეწყვეტის შემდეგ გეზი შეცვალა და სახლის რობოტების ინდუსტრიის კვლევა დაიწყო.

Bloomberg-ს სანდრო წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ Apple-ის ინჟინრები რობოტის შექმნას აპირებენ, რომელსაც შეუძლია, მომხმარებლებს მათ სახლებში თვალყური ადევნოს.

Apple-მა თებერვალში ელექტრომანქანებზე მომუშავე გუნდი, სახელწოდებით Special Projects Group გააუქმა. ელექტრომანქანების პროექტი ახალ ბაზრებზე გაფართოების შიდა ძალისხმევის ნაწილი იყო.

ბოლო წლებში კომპანიამ ასევე დიდი ინვესტიცია განახორციელა ისეთ პროდუქტებსა და სერვისებში, როგორიცაა Apple Watch და Vision Pro. თუმცა, ამ უკანასკნელს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი შემოსავლის შესაქმნელად წლები დასჭირდება.

სახლის რობოტებზე სხვა გიგანტი კომპანიებიც მუშაობდნენ ან ახლაც მუშაობენ.

Amazon-მა 2021 წელს თავისი $1600-იანი Astro home რობოტი წარადგინა, რომელსაც შეუძლია, Alexa-ს ბრძანებებს უპასუხოს. Astro home-ის დებიუტიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, მოწყობილობა შეზღუდული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი.

აღმასრულებელმა მენეჯერმა, რომელიც პროექტს აკონტროლებდა, Amazon გასული წლის მაისში დატოვა, ნოემბერში კი კომპანიამ Astro-ს ახალი ვერსია გამოუშვა, ამჯერად ბიზნესისთვის, რომელიც მოძრავი დაცვის თანამშრომელია.

Apple-მა სახლის რობოტების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. 

Apple-მა თვითმართვადი ელექტრომობილის პროექტი შეაჩერა

თემის მიხედვით

Apple მომხმარებლებს მოუწოდებს სველი iPhone ბრინჯში არ ჩადონ
Apple მომხმარებლებს მოუწოდებს, სველი iPhone ბრინჯში არ ჩადონ
თემის მიხედვით
Apple მომხმარებლებს მოუწოდებს, სველი iPhone ბრინჯში არ ჩადონ

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა

Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს

Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 

პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.