ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძესტარტაპები
11 აპრილი 2023, 11:05
2023-04-11
500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო
10 აპრილს საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, სილიკონ ველიზე დაფუძნებულმა ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა მეოთხე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო.
10 აპრილს საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, სილიკონ ველიზე დაფუძნებულმა ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა მეოთხე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 40 ქვეყნიდან შეავსეს. ინტენსიური შერჩევის პროცესის შემდეგ კი 12 კომპანია გამოიყო, რომლებიც აქსელერაციის პროგრამას გაივლიან.
12-კვირიანი ინტენსიური ტრენინგის შედეგად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ 500 Global-ის საინვესტიციო ექსპერტიზას გაეცნონ და ცოდნა საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღონ. ამასთან ერთად, მონაწილეები საერთაშორისო მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად ბიზნესის განვითარებისა და დაფინანსების მოპოვების სტრატეგიებზე აქტიურად იმუშავებენ, რაც მათ სწრაფი ზრდის შესაძლებლობას მისცემს.
500 Georgia-ს პროგრამის დაწყების შემდეგ, მსოფლიო დონის მენტორებთან ერთად ინტენსიური ტრენინგი უკვე ათობით ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა გაიარა. აღსანიშნავია, რომ წელს აპლიკაციების 70% ისეთი ქვეყნებიდან შემოვიდა, როგორიცაა: უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, უზბეკეთი, ბალტიისპირეთის და ბალკანეთის ქვეყნები.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკსა და 500 Global-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა, 2022 წელს კი მხარეებს შორის ოთხწლიან პარტნიორობას მოეწერა ხელი.
შერჩეული კომპანიების შესახებ:
Arena Games Web 3.0-ის თამაშების პლატფორმაa, რომელიც დეველოპერებს ეხმარება, ტრადიციული თამაშები WEB 3.0-ის ფორმატში გადაიტანონ. ამასთან, მოთამაშეებს აძლევს წვდომას GameFi სამყაროზე;
Bilimber შესაძლებლობას აძლევს 6-12 კლასის მოსწავლეებს, სულ რაღაც ერთ წუთში დაუკავშირდნენ საუკეთესო რეპეტიტორებს;
DataMind ეხმარება კომპანიებს შეაგროვონ, შეინახონ, მართონ და აწარმოონ მონაცემები მისი Data Warehouse სერვისის მეშვეობით. ეს შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, გამოიყენოს ყველა არსებული მონაცემი, დაჯგუფებისა და დროის შეზღუდვის გარეშე.
Dealpad გაყიდვების გუნდებისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომელიც უადვილებს მათ კლიენტებზე წვდომას და ეხმარება კავშირის დამყარებაში;
Deskntea ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს ეხმარება მუსიკის სწავლასა და გაკვეთილების ჩატარებაში;
Emonomy ხელოვნურ ინტელექტს (AI) მსოფლიო ბრენდ მარკეტინგთან აკავშირებს, სადაც ემოციები ყველაზე ღირებული ვალუტაა;
Fortu Wealth კერძო საბანკო პლატფორმაა, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს (HNWI) ემსახურება;Glorri არის სრულყოფილი Software-as-a-service (SaaS) პლატფორმა, რომელიც შექმნილია როგორც ადამიანური რესურსების მართვის (HR) გუნდებისთვის, ასევე სამუშაოს მაძიებლებისთვის.
Murmur არის მონაცემების დამუშავებაზე დაფუძნებული გარე სარეკლამო პლატფორმა, რომელიც რეკლამების განთავსებას მონაცემთა ანალიზის შედეგად სტრატეგიულად ახდენს.
OneApp არის ყველაზე სწრაფი გზა სამუშაოს მაძიებლებისთვის, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, იპოვონ და შეავსონ განაცხადი ონლაინ, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით;
Squares არის დინამიური მარქეთფლეისი, რომელიც მომხმარებლისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის. მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება ნებისმიერი ტიპის ღონისძიების მასპინძლობა და ღონისძიებისთვის საჭირო ინვენტარის მობილიზება;
Uteach არის ყოვლისმომცველი პლატფორმა, რომელიც კურსის შემქმნელებს გასაყიდად და საკუთარი უნარების მონეტიზაციისთვის საჭირო ფუნქციებით უზრუნველყოფს.
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია და გამოწვევები — ინტერვიუ დავით კიზირიასთან
ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე პროცესია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მაღალგანვითარებულად ითვლება, წარმატებით ხორციელდება. საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, ქვეყანა ეტაპობრივად წინ მიიწევს. dev.ge-სთან ინტერვიუში მთავარი გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტმა, დავით კიზირიამ ისაუბრა. მისი თქმით, ,საქართველო დღეს უკვე აქტიურად ჩანს გლობალურ IT რუკაზე, თუმცა მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის.