5 ფილმი, რომლებიც ვიდეოთამაშებზე დაყრდნობით გადაიღეს
ვიდეოთამაშების ფილმად გადაქცევა კარგი იდეა რამდენიმე მიზეზის გამოა. პირველ რიგში, ის ვიდეოთამაშის მოყვარულებს საშუალებას აძლევს, ნახონ, თუ როგორ ცოცხლდებიან მათი საყვარელი პერსონაჟები და ისტორიები დიდ ეკრანზე. ეს გვეხმარება, შევისწავლოთ თამაშის სამყარო ახალი და საინტერესო გზებით, რაც უნიკალურ კინემატოგრაფიულ გამოცდილებას ქმნის.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ფილმს, რომლებიც ვიდეოთამაშებზე დაყრდნობით გადაიღეს 👇
Sonic The Hedgehog
Sonic the Hedgehog ვიდეოთამაშების სერიაა. თამაში Sega-მ შექმნა. Sonic-ის დებიუტი 1991 წელს შედგა ვიდეო თამაშით — Sonic the Hedgehog.
ადრე Sonic the Hedgehog თამაშების უმეტესობა Sega-ს ვიდეო თამაშების კონსოლებისთვის იყო გამოშვებული. გაყიდულია ამ თამაშის ასობით მილიონი ასლი მთელ მსოფლიოში.
2020 წელს გამოვიდა სათავგადასავლო-კომედიური ჟანრის ფილმი Sonic the Hedgehog. მისი რეჟისორი ჯეფ ფაულერია, სცენარის ავტორები კი პეტ კეისი და ჯოშ მილერი არიან.
ზღარბ სონიკს ბენ შვარცი ახმოვანებს. ჯიმ კერისთან და ჯეიმს მარსდენთან ერთად, მეორეხარისხოვან როლებში თიკა სამპტერი, ნატაშა როტველი, ადამ პალი, ლი მაჯდოუბი და ნილ მაკდონოფი თამაშობენ.
ფილმი მოგვითხრობს სონიკს ლურჯი ანთროპომორფული ზღარბის შესახებ, რომელსაც ზებგერითი სიჩქარით სირბილი შეუძლია.
სონიკი ქალაქის შერიფთან, ტომ ვაჩოვსკისთან (მარსდენი) ერთად ცდილობს შეშლილი მეცნიერი დოქტორი რობოტნიკი (კერი) შეაჩეროს.
ფილმის თავდაპირველმა ვიზუალმა საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. სონიკი უფრო რეალისტურად იყო დახატული, პატარა თვალებით, რაც არ იყო ვიზუალურად ლამაზი. ინტერნეტში ამ თემაზე ბევრი მიმი იდებოდა.
ფილმის შემქმნელებმა ხალხის უკუკავშირი გაითვალისწინეს და სონიკის დიზაინი შეცვალეს.
2022 წელს სონიკის მეორე ნაწილიც Sonic the Hedgehog 2 გამოვიდა.
ფილმს კარგი შეფასებები არ მოჰყოლია — ის ყველასთვის საყვარელი ვიდეოთამაშის არც თუ ისე კარგი ადაპტაციაა.
თუმცა, 2024 წელს ფილმის მესამე ნაწილიც გამოდის.
Pixels
Pac-Man 1980 წლის იაპონური ვიდეო თამაშია. ამერიკაში თამაში Midway Manufacturing-მა გამოუშვა, როგორც ნამკო ამერიკასთან სალიცენზიო შეთანხმების ნაწილი.
მოთამაშე აკონტროლებს Pac-Man-ს — მრგვალ ყვითელ ბურთს, რომელმაც ლაბირინთში არსებული ყველა ხილი უნდა შეჭამოს და თავიდან აიცილოს ოთხი ფერადი მოჩვენება.
ხილის ჭამა, სახელწოდებით «Power Pellets» მოჩვენებებს დროებით ალურჯებს და საშუალებას აძლევს Pac-Man-ს, შეჭამოს ისინი ბონუს ქულების მისაღებად.
2015 წელს გამოვიდა ადამ სენდლერის ფილმი სახელწოდებით Pixels.
ვაშინგტონს ცუდი ზაფხული აქვს. ქალაქს თავს დაესხნენ 1980-იანი წლების ვიდეო თამაშების გმირების გიგანტური ვერსიები.
«პიქსელები» კიდევ ერთი ფილმია, რომელშიც ადამ სენდლერი man-child-ს თამაშობს. ადამ სენდლერის პერსონაჟი, ბრენერი, ბავშვობაში არკადული თამაშების სუპერვარსკვლავი იყო, მაგრამ ზრდასულობისას წარმატებას ვერ მიაღწია. თუმცა, მისი ძველი უნარები უცხოპლანეტელ გიგანტურ Pac-Man-თან საბრძოლველად გამოდგება.
პიქსელები ტიპური ადამ სენდლერის კომედიური ჟანრის ფილმია.
Uncharted
Uncharted სამოქმედო-სათავგადასავლო ვიდეო თამაშების ფრენჩაიზია, რომელიც Sony Interactive Entertainment-მ გამოუშვა და Naughty Dog-მა შექმნა.
ემი ჰენიგის მიერ შექმნილი Uncharted ფრენჩაიზი მიჰყვება განძის მონადირეთა ჯგუფს, რომლებიც მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ისტორიული საიდუმლოების აღმოსაჩენად მოგზაურობენ.
ფრენჩაიზში წარმოდგენილია ისტორიული ფანტასტიკა, ფანტაზიისა და ფოლკლორის ელემენტები, გამოგონილი პერსონაჟები რეალურ ისტორიულ ფიგურებთან და მოვლენებთან ერთად.
მოთამაშეები აკონტროლებენ ნათან დრეიკს და აკონტროლებენ ქლოე ფრეიზერს.
2022 წელს გამოვიდა ფილმი Uncharted, რომლის რეჟისორიც რუბენ ფლეიშერია.
ფილმში მონაწილეობენ ტომ ჰოლანდი ნათან დრეიკის როლში და მარკ უოლბერგი ვიქტორ სალივანის როლში. მეორეხარისხოვან როლებში თამაშობენ: სოფია ალი, ტატი გაბრიელი და ანტონიო ბანდერასი.
სიუჟეტის თანახმად, დრეიკი სალივანმა მაგელანის ექსპედიციის ზღაპრული საგანძურის მოსაძებნად აიყვანა.
ფილმი ბევრი რამით განსხვავდება თამაშისგან, მაგრამ რეჟისორს მნიშვნელოვან დეტალები არ დავიწყებია. მაგალითად: თვითმფრინავი, დაკარგული მეკობრეების გემი, კათოლიკური ბავშვთა სახლი, ნათანის დიდი ხნის დაკარგული ძმა, სემი და მისი გაუჩინარების ირგვლივ არსებული საიდუმლო.
მიუხედავად იმისა, რომ ტომ ჰოლანდი არ ჰგავს ვიდეო თამაშის ნათან დრეიკს და მარკ უოლბერგი — სალის, ისინი მაინც ახერხებენ დუეტის გაცოცხლებას. თამაშებისგან განსხვავებით, ფილმი გვიყვება იმაზე, თუ როგორ დაიწყო მათი მეგობრობა და პარტნიორობა.
ფილმში კარგადაა წარმოჩენილი ის თავსატეხები, რომლითაც ცნობილია ვიდეო თამაში Uncharted.
The Angry Birds
Angry Birds კომპანია Rovio Entertainment-მა 2009 წელს შექმნა. თამაში 2009 წელს გამოვიდა. ის სწრაფად გახდა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მობილური თამაში.
Angry Birds-ის წარმატება შეიძლება მივაწეროთ მის უნიკალურ და ჩამთრევ ხასიათს, დასამახსოვრებელ პერსონაჟებსა და სიუჟეტურ ხაზს, ფართო ხელმისაწვდომობას, რეგულარულ განახლებებსა და ახალ კონტენტს, კროს-მედია ბრენდინგს.
მისმა პოპულარობის წყალობით მივიღეთ მრავალი სპინ-ოფი; Angry Birds-ის სხვადასხვა ვერსია, შექმნილი კომპიუტერებისთვის და ვიდეო თამაშების კონსოლებისთვის. თამაშმა შეაღწია ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში და მოგვიტანა Angry Birds Toons, სატელევიზიო ანიმაციური სერიალი და ორი ფილმი; The Angry Birds Movie და მისი გაგრძელება The Angry Birds Movie 2.
Angry Birds თამაშიდან ფილმამდე ადაპტაცია არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უბრალო მობილური თამაში ბლოკბასტერად იქცეს. 2016 წლის ფილმი, რომლის რეჟისორები კლეი კაიტისი და ფერგალ რეილი არიან, ორიგინალი თამაშის ნაცნობ სცენასა და ჩარჩოს მომხიბვლელ ამბად გარდაქმნის, რომელიც ბავშვებს და უფროსებს ერთნაირად იზიდავს.
ფილმი მაყურებელს აცნობს თამაშის საკულტო პერსონაჟებს: წითელს, ჩაკს და ბომბს. ისინი საუცხოო ფერად კუნძულზე ცხოვრობენ. მათ მშვიდობიან ცხოვრებას არღვევს მწვანე ღორების ჩამოსვლა.
მწვანე ღორები იპარავენ ჩიტების ძვირფას კვერცხებს. ჩიტები იკრიბებიან, რათა დაიბრუნონ ისინი და კუნძული გადაარჩინონ. ფილმის სიუჟეტი გვაცნობს მეგობრობის, გუნდური მუშაობისა და განსხვავებების დაძლევის თემებს, გაწვდის კეთილ გზავნილს, რომელიც ადვილად აღწევს მაყურებლის გულამდე.
Angry Birds-ის ფილმის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მისი იუმორია. ფილმი შეფუთულია მახვილგონივრული ე.წ «one-liner”-ებით, ვიზუალური კომედიითა და სკეჩებით, რომელიც მაყურებელს ფილმის განმავლობაში მუდმივად ართობს. ფილმს ახმოვანებენ: ჯეისონ სუდეიკისი, ჯოშ გადი და დენი მაკბრაიდი, რომლებიც აცოცხლებენ პერსონაჟებს მათი კომედიური მასტერკლასითა და პერფორმანსებით.
ვიზუალურად, Angry Birds ფილმი თვალისმომჭრელია უმაღლესი დონის ანიმაციით, ცოცხალი ფერებით, დეტალური ფონითა და სიუჟეტის შთამბეჭდავი განვითარებით, რომელიც თამაშის ემოციურობას ეფექტურად აჩვენებს.
ფილმი კრეატიულად აერთიანებს თამაშის სხვადასხვა ელემენტებს: საკულტო სლინგშოტს, ფრინველების უნიკალურ შესაძლებლობებსა და ღორების მიერ აშენებული სტრუქტურებს.
Angry Birds ფილმის წარმატება შეიძლება მივაწეროთ მის უნარს, გააფართოოს ორიგინალური თამაშის მარტივი სიუჟეტი და შექმნას დამაჯერებელი ამბავი, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი.
ეს არის სახალისო და გასართობი ადაპტაცია, რომელმაც პოპულარული მობილური თამაში ფილმების წარმატებულ ფრენჩაიზად გადააქცია.
არ აქვს მნიშვნელობა, თამაში გიყვართ თუ არასდროს გითამაშიათ. Angry Birds სამყაროში ფილმი გთავაზობთ სასიამოვნო კინემატოგრაფიულ გამოცდილებას, რომელიც აუცილებლად გაგამხიარულებთ და გაგაღიმებთ.
The Last Of Us
«The Last of Us» Naughty Dog-ისა და Sony Computer Entertainment-ის 2013 წლის სამოქმედო-სათავგადასავლო თამაშია.
მოთამაშეები აკონტროლებენ ჯოელს — კონტრაბანდისტს, რომელსაც ევალება თინეიჯერი გოგონას, ელის დახსნა პოსტ-აპოკალიფსურ შეერთებულ შტატებში. The Last of Us-ს მესამე პირის პერსპექტივიდან ვთამაშობთ.
მოთამაშეები იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს მუტაციური სოკოებით ინფიცირებული ადამიანებისგან თავის დასაცავად.
2023 წელს HBO-მ თამაშის მიხედვით სერიალი გადაიღო.
HBO-ს The Last of Us-ის პირველი სეზონი უკვე გამოვიდა. თამაშის სატელევიზიო ადაპტაციამ დიდი წარმატება მოიპოვა. ფინალურ სერიას ერთდროულად 8 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რაც დიდი წარმატებაა იმის გათვალისწინებით, რომ ფინალური ეპიზოდი ეთერში ოსკარის დაჯილდოების დროს გავიდა.
შოუში ჯოელის როლს ჩილელი მსახიობი პედრო პასკალი ასრულებს, ელის როლს კი — ინგლისელი მსახიობი ბელა რემზი.
მიუხედავად მისი წარმატებისა, ზოგი ადამიანი შოუს ორიგინალი თამაშის ელემენტების ნაკლებობის გამო აკრიტიკებს.
სცენარისტები ინტრიგის შესაქმნელად თამაშის სხვადასხვა ასპექტს იყენებენ.
მათგან ყველაზე გამორჩეული მესამე ეპიზოდში ბილისა და ფრენკის ურთიერთობის ადაპტაციაა. მათ ერთმანეთი უყვართ, შოუში კი ამ სიყვარულზე უფრო მეტი ყურადღებაა გამახვილებული ვიდრე ვიდეო თამაშში.
თამაშში ფრენკი იმ დროისთვის მკვდარია, როცა მოთამაშეები ბილს ხვდებიან. ამგვარად, სერიალში ფრენკის სიკვდილი მოსალოდნელია. თუმცა, ზუსტად არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.