ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
16 იანვარი 2024, 11:42
2024-01-16
14 წლის განმავლობაში პირველად თამაში Prince of Persia სპარსულად გაახმოვანეს
14 წლის შემდეგ საკულტო ვიდეო თამაშის, Prince of Persia-ის ახალი ვერსია, სახელწოდებით The Lost Crown გამოვიდა. ეს არის პირველი გამოცემა სერიაში, რომელიც მთლიანად სპარსულად იქნება გახმოვანებული.
ფრენჩაიზი დიდწილად სპარსულ მითოლოგიას და ირანულ კულტურას ეყრდნობა, მაგრამ აქამდე თამაში ყოველთვის ინგლისურად იყო გახმოვანებული.
დეველოპერები ამბობენ, რომ მათ «სპარსეთისა და ირანის გამოყოფა და პატივისცემა» სურთ.
თამაშის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, სემ მანდი-გომიმ თქვა, რომ შესანიშნავია, როცა დეველოპერები თავიანთ საქმეს უფრო სერიოზულად აღიქვამდნენ.
«როდესაც ვნახე ტვიტი, რომელშიც ნათქვამია, რომ The Lost Crown-ისთვის თამაშის აუდიო ვარიანტი სპარსული იქნება, ნახევრად ხუმრობა მეგონა». — თქვა მანდი-გომიმ, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.
«მე ინგლისში, ირანელი მამის ოჯახში გავიზარდე და ბავშობაში თამაშებს მამასთან ერთან ვთამაშობდი. მე გავიქეცი, რომ მამაჩემისთვის ეს ინფორმაცია მეჩვენებიმა — მან ჩაიცინა»
სემმა თქვა, რომ სერიის წინა თამაშებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში 1990-იან და 2000-იან წლებში გამოვიდა, არ ჰყავდა პერსონაჟები, რომლებიც «მთლიანად ირანელებს ჰგავდნენ».
«ახლა 2003 წელი აღარ არის და მედიაში თამაშის პრეზენტაცია დეველოპერებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია — ეს ბრწყინვალეა — მაგრამ დასავლურ მედიაში ირანული წარმომადგენლობა ჯერ კიდევ ნულოვანია». — თქვა მან.
თამაში Ubisoft Montpellier-ის, Assassin’s Creed-ის დეველოპერი Ubisoft-ის შვილობილი კომპანიის მიერ არის შექმნილი.
«ამ ნაბიჯით სპარსეთისა და ირანის გამოყოფა და პატივისცემა გვინდოდა». — თქვა თამაშის დიზაინერმა, მუნირ რადიმ.
«ჩვენთვის ბუნებრივი იყო იმის გააზრება, რომ თუ ამ კულტურაში სამოგზაუროდ მივდივართ, ამ კულტურის ერთგული უნდა ვიყოთ და ეს უნდა გავაკეთოთ».
შემქმნელებმა ასევე თამაშის მოდერნიზება სცადეს. გრაფიკა — რომელიც Sony-ის ანიმაციური ჰიტიდან Into the Spider-Verse-დან არის შთაგონებული — განახლდა.
მოდერნიზაციის კიდევ ერთი ნაწილი ავთენტურობის გაზრდა იყო — მაგალითად, წინა სერიებში ზოროასტრიზმის რელიგიის ელემენტებს ნაკლებად შეხვდებოდით.
თამაშის პროდიუსერმა, აბდელჰაკ ელგუესმა BBC-ს განუცხადა, რომ ისინი ცვლილებებით ამაყობენ.
«ჩვენ ბევრი ადამიანი გვყავს, სპარსული კულტურებიდან, რომლებიც ძალიან ბედნიერები არიან». — თქვა მან.
Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების" და POSTV-ის საიტები
ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ მათ გამორთეს პროპაგანდისტული მედია POSTV-ის და მმართველი პარტია «ქართული ოცნების» ვებსაიტები.
წითელქუდა — ზღაპარზე დაფუძნებული ქართული თამაში სიძულვილის და ბულინგის დასაძლევად
«წითელქუდა» — ასე ქვია თამაშს, რომელიც მირანდა ნამიჭეიშვილმა ვაჟა კავლელიშვილთან ერთად სიძულვილისა და ბულინგის დასაძლებვად შექმნა. თამაშის შექმნის იდეა Forset-ის ჰაკათონის ფარგლებში გაჩნდა მათთვის, ვისაც ვისაც ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მეტის გაგება სურს.
მირანდა ნამიჭეიშვილმა dev.ge-სთან თამაშის არსზე, მნიშვნელობასა და საინტერესო ასპექტებზე დეტალურად ისაუბრა.