ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
11 ნოემბერი 2022, 16:56
2022-11-11
ნოემბრისა და დეკემბრის მნიშვნელოვნი ტექნოლოგიური ღონისძიებები საქართველოში
ნოემბერსა და დეკემებრში საქართველოში ტექნოლოგიების, კრიპტოს და მარკეტინგის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. ჰაკათონები, საინტერესო შეხვედრები და პანელური დისკუსიები მრავალ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით და მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ.
ნოემბერსა და დეკემებრში საქართველოში ტექნოლოგიების, კრიპტოს და მარკეტინგის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. ჰაკათონები, საინტერესო შეხვედრები და პანელური დისკუსიები მრავალ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით და მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ.
Touch Summit
Touch Summit არის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კონფერენცია კავკასიის რეგიონში. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სპიკერები მსოფლიოს უდიდესი კომპანიებიდან: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Adobe, Media.monks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing.
DataFest თბილისი — მონაცემთა ყველაზე მასშტაბური ფესტივალი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. DataFest Tbilisi აერთიანებს ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მარკეტინგის სპეციალისტებს, ბიზნეს პროფესიონალებს, საჯარო მოხელეებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, დეველოპერებს და დიზაინერებს, რომლებიც მონაცემებზე მუშაობენ. 2022 წლის მონაცემთა ფესტივალზე ელოდებიან 500-ზე მეტ დამსწრეს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან.
Zoom კონფერენცია ინგლისურ ენაზე იმის შესახებ, თუ როგორ მოვახდინოთ ინვესტირება კრიპტოში კრიპტოზამთრის პირობებში. მოხსენებას Metalamp-ის ბლოკჩეინ დეველოპერები ჩაატარებენ.
«წლის მთავარი მარკეტინგული აქტივობა». — 11.00-დან 21.00 საათამდე ჩატარდება მასტერკლასები, ვორქშოფები, სარეკლამო და მარკეტინგის ინდუსტრიისადმი მიძღვნილი პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები. 30-მდე მომხსენებელი შეკრებილებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.
შეხვედრა ინგლისურ ენაზე, რომელსაც კლუბი 20×30 წარმოგიდგენთ. თემები: ფინანსური განათლება — რას არ ასწავლიან სკოლებში»; «ექსპრეს სესია ბიტკოინზე»; «ტექსტის ილუსტრირების 4 გზა».