ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

27 ივნისს, თბილისში, Startup Grind კირა მაკაგონს უმასპინძლებს

Startup Grind-ის ინიციატივით, 27 ივნისს 18:00 საათზე «ქორთიარდ მარიოტში» კომპანია RingCentral Ventures-ის ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელთან, კირა მაკაგონთან შეხვედრა გაიმართება.

კომენტარის დატოვება

RingCentral Ventures მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს იმ მეწარმეებსა და სტარტაპებს, რომლებიც ეფექტური კომუნიკაციისა და კოლაბორაციისთვის ინოვაციურ და თანამედროვე გადაწყვეტებს ქმნიან. კომპანიის მიერ განხორციელებული თითოეული ინვესტიციის მოცულობა კი 250 000-დან 3 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს.

 შეხვედრის ფარგლებში კირა მაკაგონი სტარტაპების მხრიდან ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავების ხერხებზე ისაუბრებს — იმ თვისებებზე, რომელიც თითოეულ სტარტაპს უნდა გააჩნდეს კაპიტალის მოზიდვის პროცესში და იმ მახასიათებლებზე, რომლებიც ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) მქონე კომპანიების დაინტერესებას იწვევს. 

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება კითხვები დასვას და სტარტაპის განვითარებისა და ინვესტორების მოზიდვის შესახებ საერთაშორისო დონის პროფესიონალისგან რჩევები მიიღოს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გაიმართება ნეთვორქინგის სესია, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ საერთაშორისო ვენჩურულ კაპიტალისტებს, ადგილობრივ ანგელოზ ინვესტორებს, გაესაუბრონ ინდუსტრიის ექსპერტებს და შეიძინონ ახალი კავშირები.

RingCentral Ventures-ის მიერ განხორციელებული თითოეული ინვესტიციის მოცულობა $250 000 — დან $3 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს. 2021 წლიდან კომპანიამ 5 ინვესტიცია განახორციელა. 

კირა მაკაგონი RingCentral Ventures-ის გუნდთან ერთად სტარტაპების განვითარებასა და ხელშეწყობაზე უკვე 11 წელია მუშაობს. ამჟამად ის ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელია და მას კომპანიის გლობალური პროდუქტი, მომხმარებელთა გამოცდილება, ინჟინერია, ქლაუდის ოპერაციები, უსაფრთხოება და IT მიმართულება აბარია.

მაკაგონი აქტიურად იღებდა მონაწილეობას RingCentral Ventures-ის პროდუქტის სტრატეგიის შემუშავებასა და გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებაში. მისი დამსახურებით, კომპანიის მიერ ყოველწლიური შემოსავალი 1.5 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. 

ივლისის ტექნოლოგიური ღონისძიებები საქართველოში 
ივლისის ტექნოლოგიური ღონისძიებები საქართველოში 
თემის მიხედვით
ივლისის ტექნოლოგიური ღონისძიებები საქართველოში 
ლევან შალამბერიძე: სტარტაპერებს ვურჩევ იცოდნენ სად გავლენ საქართველოს ბაზრის შემდეგ
ლევან შალამბერიძე: სტარტაპერებს ვურჩევ, იცოდნენ, სად გავლენ საქართველოს ბაზრის შემდეგ
თემის მიხედვით
ლევან შალამბერიძე: სტარტაპერებს ვურჩევ, იცოდნენ, სად გავლენ საქართველოს ბაზრის შემდეგ

ასევე წაიკითხეთ
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
Hacks Day Georgia 2023 — კონფერენცია ნიკო კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად
Hacks Day Georgia 2023 — კონფერენცია ნიკო კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად
Hacks Day Georgia 2023 — კონფერენცია ნიკო კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად
ბრიტანული მარეგულირებელი მენსტრუაციის აპების მონაცემების უსაფრთხოებას გადახედავს
ბრიტანული მარეგულირებელი მენსტრუაციის აპების მონაცემების უსაფრთხოებას გადახედავს
ბრიტანული მარეგულირებელი მენსტრუაციის აპების მონაცემების უსაფრთხოებას გადახედავს
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება. 12-კვირიანი პროგრამა, მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.