ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება

ეროვნული ბანკის განცხადებით, ციფრული ლარის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის. სებ-ი ამბობს, რომ «ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) სისტემის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოსაცდელად და მიზნობრივი გამოყენების შესაძლო სფეროების გამოსავლენად, შეზღუდული წვდომის რეალური საპილოტე გარემოს შექმნას გეგმავს». 

კომენტარის დატოვება

CBDC ციფრული ვალუტაა, რომელიც გამოშვებულია ცენტრალური ბანკების მიერ. მათი ღირებულება დაკავშირებულია გამომშვები ქვეყნის ოფიციალურ ვალუტასთან. კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რომლებიც დეცენტრალიზებულია, CBDC-ს სახელმწიფო უშვებს და ოპერირებას უზრუნველყოფს. 

დღესდღეობით მსოფლიოს 87 ქვეყანა მუშაობს CBDC-ზე. მათ შორის არის საქართველოც. 

გრძელვადიანი კვლევისა და განხილვების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა 9 კომპანიისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა. როგორც ეროვნულ ბანკშ ამბობენ, ამ ორგანიზაციებს პლატფორმის რეალურ გარემოში ტესტირებისთვის შესაბამისი გამოცდილება და საკმარისი ტექნოლოგიური პოტენციალი გააჩნიათ:

  1. AUGENTIC GmbH
  2. Bitt Inc.
  3. Broxus Holdings Ltd.
  4. Currency Network Ltd.
  5. DCM Corp Limited
  6. eCurrency Mint Inc.
  7. FARI Solutions Ltd.
  8. Ripple Labs, Inc.
  9. Sovereign Wallet Co., Ltd.

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის ყველა იმ განსხვავებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას განიხილავს, რომელსაც ზემოხსენებული კომპანიები შესთავაზებენ. შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკი გამოავლენს ერთ ტექნოლოგიურ პარტნიორ ორგანიზაციას და მასთან ერთად საპილოტე გარემოს შექმნის.

«ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის ზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან აქტიურად იკვლევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მახასიათებლებს, მათ შორის, ციფრული ლარის შესაძლებლობებს, სისტემურ მოწყობასა და ბაზარზე მისი გამოყენების გზებს». — ვკითხულობთ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

DGEL — რა არის ციფრული ვალუტა რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს? — ახსნილი
DGEL — რა არის ციფრული ვალუტა, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს? — ახსნილი
თემის მიხედვით
DGEL — რა არის ციფრული ვალუტა, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს? — ახსნილი

ასევე წაიკითხეთ
სომხეთში AI სუპერკომპიუტერების ცენტრი მოეწყობა, მთავრობა $8.5 მილიონს გამოყოფს
სომხეთში AI სუპერკომპიუტერების ცენტრი მოეწყობა, მთავრობა $8.5 მილიონს გამოყოფს
სომხეთში AI სუპერკომპიუტერების ცენტრი მოეწყობა, მთავრობა $8.5 მილიონს გამოყოფს
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp-ის თანადამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, BitCamp Kids იწყება.
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.