ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ეროვნულმა ბანკმა ახალ ციფრულ ბანკზე საქმიანობის ლიცენზია გასცა

ეროვნულმა ბანკმა ახალ ციფრულ ბანკზე, სახელწოდებით «ჰეშზე» საქმიანობის ლიცენზია გასცა. 

სააქციო საზგოგადოება «ჰეშის» დირექტორთა საბჭოს უფროსი თეონა მაკალათიაა, სამეთვალყურეო საბჭოს კი ლაშა პაპაშვილი ხელმძღვანელობს.

კომენტარის დატოვება

ეროვნუნლი ბანკის განცხადებით, სააქციო საზოგადოება «ჰეშის» ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს განახორციელოს საბანკო სერვისების მიწოდება ძირითადად ელექტრონული არხებით. ბანკი მიზნად ისახავს ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყოს ბაზრის როგორც ტრადიციული, ასევე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებელი.

სებ-ის ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის შესაბამისი ვადა განისაზღვრება.

სს «ჰეშის» საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 7 თვის მანძილზე მხოლოდ სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამისილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება.

თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.

სები ამბობს, რომ ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

მანამდე სებმა ლიცენზია გასცა მიხეილ ქუმსიშვილის ციფრულ ბანკზე — Paysera-ზე. 

პეისერა - საქართველოში პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცა
პეისერა — საქართველოში პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცა
თემის მიხედვით
პეისერა — საქართველოში პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცა

ასევე წაიკითხეთ
სომხეთში AI სუპერკომპიუტერების ცენტრი მოეწყობა, მთავრობა $8.5 მილიონს გამოყოფს
სომხეთში AI სუპერკომპიუტერების ცენტრი მოეწყობა, მთავრობა $8.5 მილიონს გამოყოფს
სომხეთში AI სუპერკომპიუტერების ცენტრი მოეწყობა, მთავრობა $8.5 მილიონს გამოყოფს
სებ: ციფრული ლარის საპილოტე პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი Ripple ხდება 
სებ: ციფრული ლარის საპილოტე პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი Ripple ხდება 
სებ: ციფრული ლარის საპილოტე პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი Ripple ხდება 
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება
DGEL — რა არის ციფრული ვალუტა, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს? — ახსნილი
DGEL — რა არის ციფრული ვალუტა, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს? — ახსნილი
DGEL — რა არის ციფრული ვალუტა, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს? — ახსნილი
საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრულ ვალუტაზე მუშაობს. სებ ცდილობს, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე არსებული პრაქტიკა საქართველოშიც დაამკვიდროს. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები (CBDC) ქვეყნების მიერ გამოშვებული ვალუტის ციფრული ფორმაა და არ არის მიბმული ფიზიკურ საქონელთან.  ჩვენ ვეცდებით, აგიხსნათ, რა არის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, როგორია მისი მუშაობის მექანიზმი, რას გეგმავს საქართველოს ეროვნული ბანკი და რა გამოცდილებები არსებობს მსოფლიოში. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.