ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
საბა შუბლაძემსოფლიო
13 ივლისი 2023, 15:22
2023-07-13
10 საუკეთესო გეიმინგ ტელეფონი 2023 წელს
კითხვა, რომელი სმარტფონია საუკეთესო თამაშებისთვის, მუდამ აქტუალურია. ამაზე სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე ბევრს დებატობენ. ჩვენ შევარჩიეთ 10 საუკეთესო სმარტფონი, რომელიც ამ კითხვას პასუხს გასცემს.
თუმცა, თუ არ გვეთანხმებით, შეგიძლიათ, კომენტარებში თქვენი ვარიანტი შემოგვთავაზოთ.
როგორც მოსალოდნელი იყო, Xiaomi Mi 13 იყენებს თავის Snapdragon 895 პროცესორს და 12 GB ოპერატიულ მეხსიერებას, რათა ის გახდეს ძლიერი და მრავალმხრივი გეიმინგ ტელეფონი, რომელიც შესანიშნავია 2023 წლის უახლესი მობილური თამაშების გასაშვებად.
9. Motorolla Edge Plus 2023
Motorolla Edge Plus 2023 არის 6.67 ინჩიანი OLED (Organic light-emitting diode) გამოსახულების მქონე გეიმინგ ტელეფონი, რომელსაც აქვს 165 ჰერციანი განახლების სიხშირე. ტელეფონი გამოირჩევა სწრაფი დატენვის სისტემით და სულ რაღაც 28 წუთში ტელეფონს შეუძლია სრულად დაიტენოს. ეს ძალიან ხელსაყრელია გეიმერებისთვის, რადგან ტელეფონს აქვს ძლიერი ბატარეა, რომელიც კარგია გრძელი სათამაშო სესიებისთვის და იტენება სწრაფად. ეს დეტალები აქცევს Motorolla Edge Plus 2023-ს ამ წლის ერთ-ერთ საუკეთესო გეიმინგ ტელეფონად.
8. Google Pixel 7 Pro
Google Pixel 7 არის კიდევ ერთი ტელეფონი, რომელსაც სტანდარტულად აქვს Snapdragon 895 პროცესორი, რომლითაც ის ხდება 2023 წლის ერთ-ერთი საუკეთესო გეიმინგ ტელეფონი. ტელეფონს ასევე აქვს 6.4 ინჩიანი OLED (Organic light-emitting diode) გამოსახულება, 90 ჰერციანი განახლების სიხშირით, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ვიზუალს. Google Pixel 7-ს შესანიშნავი ბატარეის ხანგრძლივობა აქვს, რაც მას სრულყოფილად აქცევს მობილური თამაშებისთვის.
7. OnePlus 10 Pro
OnePlus 10 Pro არის კიდევ ერთი ძლიერი გეიმინგ ტელეფონი, რომელიც იყენებს Tensor G2 პროცესორს და უზრუნველყოფილია 16 GB ოპერატიული მეხსიერებით, რომელიც უახლეს თამაშებსაც კი მარტივად უმკლავდება. ტელეფონს აქვს 6.7 ინჩიანი AMOLED (active-matrix organic light-emitting diode) გამოსახულება, 120 ჰერციანი განახლების სიხშირით. ყველა ეს დეტალი გეიმერს აძლევს შესანიშნავ სათამაშო გამოცდილებას.
6. Lenovo Legion Y90
Lenovo Legion Y90 არის გეიმინგისთვის მორგებული ტელეფონი, რომელიც არ გამოირჩევა დიზაინით, მაგრამ არის ძლიერი გეიმინგ ტელეფონი. მას აქვს 6.92 ინჩიანი AMOLED (active-matrix organic light-emitting diode) გამოსახულება, 144 ჰერციანი განახლების სიხშირით. მას აქვს უნიკალური გაგრილების სისტემა, რომელიც თამაშის დროს, ტელეფონს ამყოფებს იგივე კონდიციაში. ტელეფონს ასევე აქვს 5600 მილიამპერი ბატარეა, რომელიც კარგად მუშაობს გრძელ სათამაშო სესიებზე.
5. Nubia RedMagic 8 Pro
Nubia Redmagic 8 Pro-ს აქვს უმაღლესი დონის Snapdragon 8Gen 2 ჩიპსეტი 16GB ოპერატიული მეხსიერებით. მას ასევე აქვს 6.8 ინჩიანი AMOLED (active-matrix organic light-emitting diode) გამოსახულება, 120 ჰერციანი განახლების სიხშირით. ტელეფონი გეიმფლეის დროს მუშაობს უნიკალურად. ხანგრძილი სათამაშო სესიების დროს გეიმერს არ შეექმნება პრობლემები, რადგან ტელეფონს აქვს უკანა აქტიური გაგრილების სისტემა. ეს ყველა დეტალი ტელეფონს აქცევს 2023 წლის ერთ-ერთი საუკეთესო გეიმინგ ტელეფონად.
4. Black Shark Pro 5
Black Shark Pro 5 არის ერთ-ერთი საუკეთესო გეიმინგ ტელეფონი 2023 წელს. მას აქვს 6.7 ინჩიანი გამოსახულება და 16GB ოპერატიული მეხსიერება. გარდა იმისა, რომ მას აქვს საოცარი გამოსახულება და ბატარეის ხანგრძლივობა, ის გვთავაზობს უნიკალურ სათამაშო ფუნქციებს, რომელიც გეიმერებს ძალიან უყვართ. საუკეთესო ნაწილი ტელეფონის შესახებ არის ფიზიკური მხრის ღილაკები. ეს მაგნიტური ტრიგერები ჩნდება, მაშინ როცა შენ გჭირდება. თუ წარსულში გიჭირდათ ულტრაბგერითი ტრიგერები, ეს ტელეფონი დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში.
3. Asus Rog Phone 6D Ultimate
Asus Rog Phone 6D Ultimate შექმნილია სპეციალურად თამაშებისთვის და სწორედ, ამიტომ ფავორიტია გეიმერებისთვის. მას აქვს Snapdragon 888 პროცესორი, 16 GB ოპერატიული მეხსიერება და 6.78 ინჩიანი AMOLED (active-matrix organic light-emitting diode) გამოსახულება, 144 ჰერციანი განახლების სიხშირით, რაც მას შესანიშნავს ხდის მაღალი ხარისხის თამაშებისთვის. ტელეფონს ასევე აქვს 6000 მილიამპერიანი ბატარეა, რომელმაც უნდა გაძლოს რამდენიმე საათი თამაშის დროს.
2. Samsung Galaxy S23 Ultra
Samsung Galaxy S23 Ultra არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტელეფონი ბაზარზე 2023 წელს. მას აქვს 8 ბირთვიანი Snapdragon პროცესორი და 16GB ოპერატიული მეხსიერება, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ შეუფერხებლად აწარმოოს ყველაზე მოთხოვნადი თამაშები. ტელეფონს ასევე აქვს გასაოცარი 6.8 ინჩიანი გამოსახულება 1440p რეზოლუციით და 120 ჰერციანი განახლების სიხშირით, რომელიც გვაძლევს საოცარ ვიზუალურ ეფექტს.
1. Apple Iphone 14 Pro Max
Apple Iphone 14 Pro Max მარტივად შეიძლება ჩაითვალოს 2023 წელს გამოშვებულ ერთ-ერთ საუკეთესო გეიმინგ ტელეფონად. ახალი A17 ჩიპით, 6GB ოპერატიული მეხსიერებით და 6,7 ინჩიანი OLED (Organic light-emitting diode) გამოსახულებით, 120 ჰერციანი განახლების სიხშირით, ეს ყველაფერი გვთავაზობს წარმოუდგენლად საინტერესო სათამაშო გამოცდილებას. Iphone 14 Pro Max ასევე გთავაზობთ გაუმჯობესებულ ბატარეას, Iphone-ების წინა თაობებთან შედარებით, რაც მას იდეალურს ხდის გაფართოებული სათამაშო სესიებისთვის.
Steam-მა რუსული Atomic Heart დააჯილდოვა — უკრაინელები თამაშის ბოიკოტისკენ მოგვიწოდებენ
2024 წლის 2 იანვარს Steam-ის მომხმარებლებმა რუსული თამაში Atomic Heart-ს კატეგორიაში «უნიკალური ვიზუალური სტილი» გამარჯვებულად დაასახელეს. ამ და ყველა სხვა კატეგორიაში გამარჯვებულები სწორედ გეიმერებმა აირჩიეს.
«ვიზუალური სტილის ამოცანა არაა რეალობის ზუსტი რეპროდუქცია (თუმცა, ეს კეთილშობილური მიზანია)… ამის ნაცვლად, მან თამაშს უნდა შესძინოს უნიკალური იერსახე და შეგრძნებები, რომლითაც შეგიძლიათ სრულად და მთლიანად ჩაეფლო მასში», — ნათქვამია კატეგორიის აღწერაში.
dev.ua შეგვახსენებს, როგორ გაჟღენთილია Atomic Heart რუსული პროპაგანდით.
2022 წლის 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების «დამოუკიდებლობა აღიარა». რამდენიმე დღეში რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ზუსტად ერთი წლის თავზე, 2023 წლის თებერვალში რუსულმა სტუდია Mundfish-მა გამოუშვა თამაში Atomic Heart. მასში მოთამაშე, როგორც KGB-ს აგენტი, ჯერ კიდევ არდანგრეული სსრკ-ის ტერიტორიაზე დარბის და რობოტებზე ნადირობს.