ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

2023-ის 1-ლ ნახევარში IT სექტორმა რეკორდული — $430 მილიონის საგარეო შემოსავალი მიიღო 

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს IT სექტორმა რეკორდული ოდენობის, $430 მილიონის საგარეო შემოსავალი მიიღო. ინფორმაცია bm.ge-მ მოიკვლია. 

კომენტარის დატოვება

გამოცემის თანახმად, ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 194%-ით აღემატება.

გარდა ამისა, როგორც bm.ge წერს, საქსტატის მონაცემების მიხედვით, ინფორმაციის, კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის სფეროში პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 44%, ხოლო მეორე კვარტალში ზრდა 20%-ს შეადგენდა. გამოცემა ვარაუდობს, რომ მთლიანობაში, წლის ბოლომდე სექტორის 30%-მდე გაიზრდება. 

ამასთან, bm.ge-ს თანახმად, მსგავსია შემოსავლების მაჩვენებელიც: თუკი 2023 წლის პირველ კვარტალში IT სექტორის საგარეო შემოსავალი $231 მილიონი დოლარი იყო, მეორე კვარტალში მან $198 მილიონი შეადგინა.

bm.ge საქართველოში IT სექტორის შემოსავლების მკვეთრ მატებას 2 ფაქტორით ხსნის: 

  • ქვეყანაში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა; 
  • იმიგრაცია — საქართველოში შემოვიდა ათასობით რუსი, ბელორუსი და უკრაინელი IT სპეციალისტი. 
საქსტატის თანახმად IT საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მზარდი სექტორია
საქსტატის თანახმად, IT საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მზარდი სექტორია
თემის მიხედვით
საქსტატის თანახმად, IT საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მზარდი სექტორია

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.