ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეეკონომიკა
21 მარტი 2023, 14:59
2023-03-21
საქსტატის თანახმად, IT საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მზარდი სექტორია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტემპით გამორჩეული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორი იყო, სადაც მატებამ 49,9% შეადგინა — საქსტატმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2022 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტემპით გამორჩეული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორი იყო, სადაც მატებამ 49,9% შეადგინა — საქსტატმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2022 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
მონაცემების თანახმად, ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა რეკორდული — 71.7 მილიარდი ლარია. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 19,6%-ით აღემატება.
ასევე, საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკის ყველაზე დიდი სექტორი ვაჭრობაა, რომლის წილიც მთლიან შიდა პროდუქტში 15%-ია.
მიუხედავად მსგავსი ზრდის ტემპისა — 49,9% — კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორი საქართველოს ეკონომიკის რიგით მეათე უმსხვილესი სფეროა და მისი ზომა 2.9 მილიარდ ლარს შეადგენს.
IT სექტორს ისეთი ეკონომიკური საქმიანობის სახეები უსწრებენ, როგორიცაა, მაგალითად, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა და სხვა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. თვალსაჩინოებისთვის, 2021 წელს ამ სექტორში 30 ათასი ადამიანი მუშაობდა, 2022 წლის ბოლოს კი დასაქმებულთა რაოდენობამ 41.2 ათასს მიაღწია.
ყველაფერთან ერთად, სექტორის საშუალო ანაზღაურებაც გაიზარდა. 2021 წელს ის 2,045 ლარს შეადგენდა, 2022 წლის ბოლოს კი 3,773 ლარამდე გაიზარდა და სავარაუდოდ კიდევ მოიმატებს.
მატება ინტერნეტის სფეროშიც დაფიქსირდა — აბონენტების რაოდენობა 950 ათასიდან 1,05 მილიონამდე გაიზარდა.
სექტორის ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა. ბოლო პერიოდში, საქართველოში მრავალი საერთაშორისო კომპანია შემოვიდა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში IT სფეროს განვითარებას, ცალსახად, უწყობენ ხელს. ამასთან ერთად, ადგილობრივი IT ინდუსტრია საერთაშორისო ბაზარზე ეტაპობრივად გადის, რაც, ცხადია, სექტორზე დადებითად აისახება.
2023-ის I კვარტალში საქართველომ საერთაშორისო IT მომსახურებით $231 მლნ მიიღო
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ საერთაშორისო კომპიუტერული მომსახურებით (IT) 231 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს 2022 წლის პირველ კვარტალში ამავე სფეროდან მიღებული შემოსავალს დაახლოებით 4-ჯერ აღემატება.
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია და გამოწვევები — ინტერვიუ დავით კიზირიასთან
ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე პროცესია, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მაღალგანვითარებულად ითვლება, წარმატებით ხორციელდება. საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, ქვეყანა ეტაპობრივად წინ მიიწევს. dev.ge-სთან ინტერვიუში მთავარი გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტმა, დავით კიზირიამ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო დღეს უკვე აქტიურად ჩანს გლობალურ IT რუკაზე, თუმცა მთავარი გამოწვევები ჯერ კიდევ წინ არის.