ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიაახალი ამბები
7 მარტი 2024, 00:21
2024-03-07
Galt&Taggart: 2023 წელს საქართველოში IT ექსპორტით 1.77 მლრდ ლარი შემოვიდა
Galt&Taggart-ის მოკვლევით, 2023 წელს IT სექტორის ჯამური შემოსავალი 1.94 მილიარდი ლარი იყო. სექტორის შემოსავლები 2022 წლის შემდეგ სწრაფად გაიზარდა — კომპანიამ საქართველოს ეკონომიკის და სექტორების მიმოხილვა წარმოადგინა.
მიმოხილვის თანახმად, IT სექტორმა მთლიანი შემოსავლიდან- 1.94 მილიარდი ლარიდან 1.77 მილიარდი ლარი — IT სერვისების ექსპორტიდან მიიღო. ეს 4-ჯერ აღემატება 2021 წლის მაჩვენებლებს.
როგორც ირკვევა, ექსპორტის 26,3% აშშ-ში ხორციელდება, 15,3% დიდ ბრიტანეთში, ხოლო 10,6% მალტაში.
IT კომპანიების წილმა უცხოური კაპიტალით 2023 წელს შეადგინა 60%. Galt&Taggart-ის თანახმად, ბაზრის ლიდერების უმეტესობა უცხოური კომპანიაა.
როგორც Galt&Taggart წერს, სწრაფი ზრდა საგადასახადო შეღავათებმა და საქართველოში კომპანიების რელოკაციამ განაპირობა.
მიმოხილვის მიხედვით, დასაქმების და ხელფასების ზრდა განსაკუთრებით დაჩქარდა 2022 წლიდან, როცა საქართველოში კომპანიების რელოკაცია მოხდა.
2023 წელს IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაოთხმაგდა, ხოლო საშუალო ხელფასები გაორმაგდა 2021-23 წლებში. 2023 წლის მონაცემების თანახმად, IT კომპანიებში 14,164 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო საშუალო ხელფასი 7 192 ლარი იყო.
მიმოხილვის თანახმად, შრომითი დანახარჯები სექტორის შემოსავლების 60%-ს შეადგენს. შესაბამისად, IT ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ძირითადად დასაქმებულებზე ნაწილდება, რაც ხელს უწყობს მოხმარების ზრდას.
Galt&Taggart-ის შეფასებით, IT სექტორში მაღალი ხელფასები საშუალო კლასის ფორმირების წინაპირობაა.
2023-ში IT სექტორის შემოსავლებმა 2.4 მლრდ ლარი შეადგინა — Galt&Taggart-ის ანგარიში
კვლევითი კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშის თანახმად, IT სექტორის შემოსავლები 2023 წელს 2.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, აქედან 2.1 მილიარდი ლარი სერვისის ექსპორტით დაგენერირდა.
ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი — 26% აშშ-ში განხორციელდა, მას დიდი ბრიტანეთი — 15%) და მალტა — 11%.
Galt&Taggart: 2023-ის III კვარტალში ყველაზე მაღალი ხელფასი IT სექტორში იყო
წამყვანი ქართული საინვესტიციო ბანკის, Galt&Taggart-ის მოკვლევით, უახლესი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი IT სექტორში იყო — 3 958 ლარი.