ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

2000-იანების ციფრული კამერები ბრუნდება

ციფრული ფოტოკამერები 2000-იანი წლებიდან  პოპულარობას იბრუნებს ონლაინ სივრცეში მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე.

ძველი კამერების ძიება ონლაინ ბაზრებზე, როგორებიცაა eBay და Etsy იზრდება. ბოლო 12 თვის განმავლობაში ვიდეოებმა ჰეშთეგით #digitalcamera (ციფრული კამერა) 220 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა TikTok-ზე.

ანალიტიკოსები ამ კამერების დაბრუნებას მოდის ბრუნვას ადარებენ.

კომენტარის დატოვება
2000-იანების ციფრული კამერები ბრუნდება

ციფრული ფოტოკამერები 2000-იანი წლებიდან  პოპულარობას იბრუნებს ონლაინ სივრცეში მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე.

ძველი კამერების ძიება ონლაინ ბაზრებზე, როგორებიცაა eBay და Etsy იზრდება. ბოლო 12 თვის განმავლობაში ვიდეოებმა ჰეშთეგით #digitalcamera (ციფრული კამერა) 220 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა TikTok-ზე.

ანალიტიკოსები ამ კამერების დაბრუნებას მოდის ბრუნვას ადარებენ.

32 წლის სკოტ ევარტმა, რომელიც არანის კუნძულზე ცხოვრობს, თავის TikTok არხზე ციფრული, უკვე რეტრო კამერის გამოყენების გამო 5 მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა.  

«ბევრი ადამიანი მათ კომფორტულად მიიჩნევს. ეს მათ ბავშვობას ახსენებს, მარტივ დროში აბრუნებს. შვებას მგვრის სიმარტივესთან დაბრუნება. ძველ კამერებთან ცოტა მეტი სამუშაოა საჭირო უკეთესი ფოტოს ან მაქსიმალური ხარისხის მისაღებად. სმარტფონებით ცუდ კადრს თითქმის ვერ გადაიღებთ». — თქვა მან. 

სკოტ ევარტი

სკოტმა კოლექციის შეგროვება მშობლების ძველი კამერებით დაიწყო, თუმცა, თავისი კოლექცია მალევე გააფართოვა და ახლა 30-ზე მეტი კამერის მფლობელია.

სკოტის თქმით, მას ხშირად ეკითხებიან, თუ სად არედაქტირებს სურათებს ან არის თუ არა დამუშავებული.

Ebay UK-მ BBC-ის განუცხადა, რომ 2022 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ეძებდნენ «ვინტაჟურ ციფრულ კამერებს». მსგავსი აღწერის საძიებო გრაფიკი 13%-ით გაიზარდა, ხოლო «განახლებული კამერების» საძიებო რიცხვი — 52%-ით.

Etsy, ონლაინ გაყიდვების პლატფორმა, სადაც ხელნაკეთ და ვინტაჟურ ნივთებს შეიძენთ, ასევე საუბრობს მყიდველების მხრიდან ინტერესის გაზრდაზე ბოლო 6 თვის განმავლობაში. ამჟამად საიტზე 19 000-ზე მეტი ნივთის აღმოჩენა შეგიძლიათ, რომელიც ციფრულ კამერებს უკავშირდება.

25 წლის ქეითი გლაზგო ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს და თავის თავს «ყველაზე ასაკოვან Gen Z-ის» უწოდებს. ის, სკოტის მსგავსად თავისი მშობლების კამერებს იყენებს სურათებისა და ვიდეოების გადასაღებად.

«ისინი (ამ კამერით გადაღებული ვიდეოები და ფოტოები) მოგონებებს ჰგავს, რადგან ბუნდოვანი და არასრულყოფილია. უფრო იმას ჰგავს, როგორ გვახსოვს რაღაცები», — თქვა მან.

ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ფაქტობრივად არ ახსოვთ ეს კამერები 2000-იან წლებიდან, მათი საშუალებით «ნოსტალგიურ სამყაროს» ხსნიან.

ქეითი გლაზგოს ფოტო 

«ეს არის კამერები,  რომლებიც ჩემმა უფროსმა დამ წაიღო გამოსაშვებ საღამოზე, ჩემს ძმას ჰქონდა კოლეჯში და რომლებზეც ჩემი ბავშვობის ვიდეოები იყო ჩაწერილი.» — ამბობს ქეითი — «თქვენი ტელეფონით შეგიძლიათ გადაიღოთ ვიდეო და სურათები ყველაფერზე. ასე რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, თქვენ უბრალოდ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი მოგონების შენახვა გინდათ».

კრეატიული სააგენტო We Are Social-ის კვლევის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ეს არის ბუნებრივი ციკლი, როდესაც ადამიანები თავიანთ 20-იან წლებში არიან ისინი ნოსტალგიურები ხდებიან.

«ეს რეალური და ავთენტურია. სწორედ ამიტომ ვხედავთ ამ ტენდენციას. ეს არის ავთენტურობის და სინამდვილის სტენოგრამა, რომელსაც Gen Z ეძებს». 

როგორ გავყიდოთ მომგებიანად გამოსახულებები ფოტოები და ვიდეოები
როგორ გავყიდოთ მომგებიანად გამოსახულებები, ფოტოები და ვიდეოები
თემის მიხედვით
როგორ გავყიდოთ მომგებიანად გამოსახულებები, ფოტოები და ვიდეოები


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.