ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

19 ივნისს თბილისში IT Summer Camp დაიწყება

19 ივნისს თბილისში, ბოჭორმის 18 ნომერში IT Summer Camp აიღებს სტარტს, რომელიც 28 ივნისამდე გაგრძელდება. პროექტში მონაწილეობა 14-დან 18 წლამდე მოზარდებს შეეძლებათ. 

კომენტარის დატოვება

IT Summer Camp ახალგაზრდების პროფესიული მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად მოზარდების დაინტერესება IT პროფესიების მიმართ სწრაფად იზრდება. პროექტში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც ვიდეოთამაშები თუ სხვადასხვა ტიპის ვებ-აპლიკაციები იზიდავს და სურთ, მათი შექმნა თავადაც ისწავლოს ან თავი მომიჯნავე პროფესიებში გამოსცადოს. IT Summer Camp-ის პროგრამა იმ მოზარდებსაც დააინტერესებთ, ვისაც აქამდე არ ჰქონიათ სურვილი, თანამედროვე ციფრულ სამყაროსა და პროფესიებს გასცნობოდნენ.

პროექტის მთავარი ამოცანაა, რომ მოზარდებს  IT სფეროში განვითარების მოტივაცია გაუჩნდეთ, პოზიტიური გამოცდილება დაუგროვდეთ და სათანადო ცოდნა მიეცეთ იმისთვის, რომ სამომავლო პროფესია ზუსტად აირჩიონ.

ამისთვის,  IT Summer Camp-ში ციფრული პროდუქტის შექმნის სრული ციკლია გაერთიანებული, რომელიც დიზაინის შექმნას, კოდინგს, კიბერ უსაფრთხოებასა და კომპიუტერული ქსელების როლს მოიცავს. რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში მონაწილეები ისწავლიან, თუ როგორ მუშაობს IT ინფრასტრუქტურა და რა პროცესებს გადის ციფრული პროდუქტი იდეის გაჩენიდან ინტერნეტში განთავსებამდე. 

იმისთვის, რომ IT Summer Camp უფრო სახალისო და ინფორმაციული გამხდარიყო, პროგრამაში პრაქტიკისა და სიმულაციის ელემენტები დაემატა. ამასთან ერთად, პროექტის მსვლელობისას მონაწილეებს ჯანსაღი ხემსით გაუმასპინძლდებიან და  სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ. კემპის ბოლოს კი ყველა მოზარდი სერტიფიკატს მიიღებს.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.