ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

18-თვიანი პაუზის შემდეგ DiDi ჩინეთში ოფიციალურად ბრუნდება

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სატრანსპორტო კომპანია, ჩინური Didi სამშობლოში აკრძალვიდან 18 თვის შემდეგ ოფიციალურად ბრუნდება. ეს ნაბიჯი ჩინეთის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში ინტერნეტსექტორის შეზღუდვების შემსუბუქების ნაწილია.

კომენტარის დატოვება

2021 წლის ივლისში ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის აპლიკაციების მაღაზიებს Didi-ს ამოღება უბრძანა, რადგან, მათი აზრით, პლატფორმა მომხმარებლების მონაცემებს არალეგალურად აგროვებდა. 

იმავე თვის დასაწყისში Didi ნიუ-იორკში გამოვიდა და პირველი გაყიდვებიდან სოლიდური 4 მილიარდიც მოაგროვა. თუმცა, ეს ამბავი პეკინთან დაპირისპირების საფუძველი აღმოჩნდა.

Didi-მ  ჩინეთის მთავრობა ვერ დაარწმუნა, რომ მისი მონაცემების შეგროვების პრაქტიკა უსაფრთხო იყო. აშშ-ში საჯაროდ გამოსვლის შემდეგ, სადაც, სავარაუდოდ, ჩინეთის ასობით მილიონი მოქალაქის მონაცემების შეგროვება შეიძლებოდა, ჩინეთის კიბერსივრცის მთავარმა დამკვირვებელმა წელიწადნახევრიანი გამოძიება დაიწყო.

ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ ჩინურ სოციალურ პლატფორმაზე, Weibo-ზე დაწერა, რომ ჩინეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

«ჩვენმა კომპანიამ ქვეყნის ხელისუფლებასთან და კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელთან თანამშრომლობისკენ დიდი ნაბიჯები გადადგა. გამოძიების დროს აღმოჩენილი უსაფრთხოების პრობლემები გამოსწორდება». 

კიბერუსაფრთხოების მიმოხილვის ოფისმა, რომელიც ინტერნეტ კომაპნიების მიერ მონაცემთა უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად არის შექმინილი, Didi-ს Didi Chuxing-ისთვის ახალი მომხმარებლის რეგისტრაციის განახლების უფლება მისცა.

მონაცემების განახლებასთან ერთად, კომპანიას წესების დარღვევისთვის 1 მილიარდი დოლარის ჯარიმის გადახდაც მოუწევს. Didi აშშ-დანაც ოფიციალურად გავიდა, რაც ჩინეთის ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ხელსაყრელი არჩევანია. 

მომხმარებელთა რეგისტრაციის ხელახლა დაწყებამდე, Didi-ს მომხმარებლებს აპლიკაციის გამოყენება ჯერ კიდევ შეეძლოთ, თუ აპლიკაცია უკვე გადმოწერილი ჰქონდათ, თუმცა, ის კონკურენტებმა ალყაში მოაქციეს. მაგალითად, Alibaba-ს რუკების და ნავიგაციის სერვისმა, AutoNavi-მ, მაშინვე მესამე მხარის აგრეგატორის ფუნქცია შეიძინა.

Didi აცხადებს, რომ მომავალში ჩინეთის მთავრობასთან ურთიერთობისას გაცილებით ფრთხილი იქნება.

«მომავალში კომპანია პლატფორმის ინფრასტრუქტურისა და დიდი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეფექტურ მეთოდებს გამოიყენებს, რათა ეროვნული კიბერუსაფრთხოება დაიცვას».  — ნათქვამია Weibo-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

რა არის Temu - ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაცია ამერიკაში
რა არის Temu — ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაცია ამერიკაში
თემის მიხედვით
რა არის Temu — ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაცია ამერიკაში

ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
Temu-მ ახალ მომხმარებლებზე თანხის გაცემის პირობები შეშფოთების ფონზე შეცვალა
Temu-მ ახალ მომხმარებლებზე თანხის გაცემის პირობები შეშფოთების ფონზე შეცვალა
Temu-მ ახალ მომხმარებლებზე თანხის გაცემის პირობები შეშფოთების ფონზე შეცვალა
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, Xiaomi ელექტრო მანქანების გაყიდვას იწყებს
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, Xiaomi ელექტრო მანქანების გაყიდვას იწყებს
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, Xiaomi ელექტრო მანქანების გაყიდვას იწყებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.