14 ნივთი Amazon-დან, რომლითაც სამუშაო სივრცე უფრო კომფორტული გახდება
ჩვენ შევაგროვეთ ნივთები, რომლებსაც Amazon-ზე შეიძენთ და რომლებიც თქვენს სამუშაო სივრცეს უფრო კომფორტულს, მოსახერხებელსა და უსაფრთხოს გახდის.
ჩვენ შევაგროვეთ ნივთები, რომლებსაც Amazon-ზე შეიძენთ და რომლებიც თქვენს სამუშაო სივრცეს უფრო კომფორტულს, მოსახერხებელსა და უსაფრთხოს გახდის.
Zendure-ის ამ ელემენტით შეგიძლიათ, ნოუთბუქს მუშაობის დამატებით 13 საათი შესძინოთ, დაახლოებით 7-ჯერ დატენოთ ტელეფონი და 4-ჯერ — Nintendo Switch საკუთარი თავისთვის ან ბავშვისთვის. ორი ტრადიციული პორტი საჭირო დროს გადაგარჩენთ და რაც მთავარია — დროულად დატენის.
ფასი: $169
ორგანაიზერი, მაგრამ არა უბრალო, არამედ სუპერ-კომფორტული, თავსახურით, რომელზეც მარკერით წერა და შემდეგ მარტივად წაშლა შეიძლება. იდეალურია მათთვის, ვინც მუდმივად უნდა უყუროს მიზანს, რათა მასთან მივიდეს. და ბუნებრივია, ორგანაიზერში შეიძლება ნივთების შენახვა, რომლებიც სამუშაო სივრცის სწრაფად გაშლაში დაგეხმარებათ.
ორგანაიზერს ორი ზომა აქვს: საშუალო — 40სმ და დიდი — 45სმ.
ფასი: $26-33
ის, რაც მუდმივად ოფისშია, ხშირად აკლია სახლიდან მუშაობას. ასეა ყველა მოსახერხებელ სადგამთან და საკანცელარიო ნივთთან დაკავშირებით. ამიტომაც, თუ სახლიდან მუშაობთ, მაშინ სჯობს კომფროტული ორგანაიზერი იქონიოთ, რათა ყველა სამუშაო წვრილმანი იქ შეინახოთ. უშუალოდ ამ ორგანაიზერში არის რამდენიმე სივრცე დოკუმენტებისა და კალმებისთვის. შეგიძლიათ, შავსა და ნაცრისფერს შორის აირჩიოთ.
ფასი: $30, ამჟამად აქვს $17-იანი ფასდაკლება
სკამზე დასადები ბალიში დაეხმარება მათ, ვისაც მუშაობის დროს დიდ ხანს ჯდომა უწევს. ის გელით არის შევსებული და აქვს მაღალი სიმკვრივის ქაფის ზედაპირი მეხსიერების ეფექტით. ყველაფერი ეს უზრუნველყოფს ხერხემლის გასწორებასა და ზურგში ტკივილს შემსუბუქებას. გარდა ამისა, ბალიში «სუნთქავს», ამიტომაც გრილია, ხოლო რეზინის ძირი არ სრიალებს.
ფასი: $92, ახლა 4-7%-იანი ფასდაკლებით იყიდება, ფერიდან გამომდინარე.
სამუშაო კუთხე და ეკრანის სიმაღლე — ლეპტოპზე კომფორტული და ხანგრძლივი მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლებია. მაგრამ ნაქირავებ სახლებში ან ქოვორქინგ სივრცეებში სკამებისა და მაგიდების სიმაღლე ხშირად მოუხერხებელია. ამის გადაწყვეტა კი არის ნოუთბუქის სადგამი. ჩვენ ვიპოვეთ მსუბუქი (250 გრამი), დასაკეცი სადგამი, რომელზეც 25-40 სანტიმეტრის სიგანის ლეპტოპი ჩაეტევა. სადგამს სიმაღლის რეგულირების 6 დონე აქვს და მოყვება სატარებელი ჩანთა.
ფასი: $16
ხუმრობა TikTok-დან, რომელიც მუშოაობს: გელის სუბსტანცია, რომელიც ტილოს ჰგავს და რომელიც კლავიატურიდან მთელ მტვერს იკრავს. გელი მარტივად აღწევს ვიწრო ჭრილებში და ამოაქვს ნამცეცები და ჭუჭყი, რომელმაც კლავიატურის ქვეშ შეაღწია. გელი უსაფრთხოა ელექტრონული ნივთებისთვის და ის შეგიძლიათ, მრავალჯერ გამოიყენოთ. გარდა ამისა, ის კარგი გამოსაყენებელია მანქანის, ფოტოაპარატრისა და სხვა ძნელადმისადგომი ადგილების მქონე ნივთების გასაწმენდად.
ფასი: $10
თუ ვიდეოზარები თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მაშინ ეს მრგვალი სანათი დაგეხმარებათ, შუქი გაფანტოთ და სურათი უფრო პროფესიონალური გახადოთ, ასევე გაანათოთ ჩაბნელებული სივრცე. სანათის დამაგრება მცირე ზომის შტატივზე შეიძლება, ასევე სპეციალური სამაგრით ნოუთბუქზეც მიმაგრება არის შესაძლებელი. Amazon-ზე ძალიან კარგი შეფასებები აქვს, ფასიც — მისაღებია.
ფასი: €10
უბრალო სლაიდ ქავერი ვებკამერისთვის. რადგანაც ის საჭიროა და მისი დაყენების დროც მოვიდა.
ფასი: $7.
რჩევა მათთვის ვისაც სახლიდან მუშაობა, მუხლებზე ნოუთბუქდადებული უყვარს: უმჯობესია ეს სადგამით გააკეთოთ. ლეპტოპი მისთვის საჭირო ვენტილაციას იღებს და არ ისრუტავს დამატებით მტვერს. სადგამზე არის სივრცე მაუსისთვის და სამაგრი ნოუთბუქისთვის, რათა არ ჩამოცურდეს, ასევე, მცირე სიღრმე ტელეფონისთვის. თუ მუშაობისთვის სხვა კუთხე გჭირდებათ Amazon-ზე არის მსგავსი სადგამები ამწევი მექანიზმით.
ფასი: $27.37
ნოუთბუქის ეს არც თუ ისე ძვირიანი ჩასადები გადაადგილების დროს თქვენი კომპიუტერის შესანიშნავი დაცვაა. მოერგება როგორც Mac-ის, ისე სხვა ნოუთბუქების მომხმარებლებს. გაყიდვაშია 12.3 ინჩიდან 17.3-მდე დიაპაზონში. ხელმისაწვდომია 34 ფერში.
ქეისი დამზადებულია წყალგაუმტარი პოლიესტერისგან და რბილი საფარისგან, რათა დაიცვას თქვენი კომპიუტერი მტვრისგან, ნაკაწრებსა და სხვა დაზიანებებისგან. იკვრება ელვაშესაკრავით და აქვს პატარა წინა ჯიბე, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ ყურსასმენები, კალმები და პირველადი აუცილებლობის სხვა ნივთები.
ფასი: $14-დან, დამოკიდებულია ზომაზე
საყოველთაო დისტანციური მუშაობისა და რელოკაციის დროს, ყავის შემთხვევითი გადასხმა შეიძლებოდა ლეპტოპის შეკეთების საშინელ გამოცდილებად ან უარეს შემთხვევაში მთლიანად ახალი კომპიუტერის ყიდვად გადაქცეულიყო. ამიტომაც რეზინის საფარი საკუთარ კომფორტსა და უსაფრთხორბაში შეიძლება $7-ის საუკეთესო ინვესტიცია იყოს. არის ზომები 13-14-იანჩიანი კომპიუტერებისთვის და 15-17-იანებისთვის, დამატებითი კლავიატურისთვის და მის გარეშე.
ფასი: $7-დან, ზომას გააჩნია
გახსოვთ საჯდომის ბალიში? ჩვენ ვიპოვეთ ბალიში, რათა კომპიუტერთან მუშაობის (ან თამაშის) დროს ფეხები არ დაბუჟდეს. ქაფი მეხსიერების ეფექტით, სიმაღლის ორი დონე და სპეციალური ზედაპირი, რათა იატაკზე არ მოცურდეს. რატომაც არა?
ფასი: $60, ამჟამად მოქმედებს 17%-იანი ფასდაკლება
ეს კარგია მათთვის, ვისაც მაგიდაზე პატარა სივრცე აქვს. ამ პლასტმასის დაფას მიამაგრებთ მონიტორზე და გამოჩნდება დამატებითი ადგილი ტელეფონსა და სტიკერებისთვის. როგორც ჩანს, მონიტორთან სიახლოვეს სივრცის ამაზე უკეთესად გამოყენება შეუძლებელია.
ფასი: $7
2022 წელსაც ჯერ კიდევ გვჭირდება სადენების გროვა, რათა ჩვენი ჭკვიანი მოწყობილობები დავტენოთ. საკუთარ სახლშიც, რემონტის შემდეგაც კი, ყოველთვის არ არის საკმარისი რაოდენობის საშუალებები. გამოსავალი არის მიმზიდველი დამტენი სადგამი (სადენები შედის ფასში) ექვსი მოწყობილობისთვის. მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ჰყავს ბავშვები ან ვისაც თან აქვს 2 ტელეფონი და iPad. და სადგამი აუცილებლად მოეწონება ყველას, ვისაც არ მოსწონს მავთულის ქაოსი.
ფასი: $42, ამჟამად მოქმედებს $14-იანი ფასდაკლება