ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება

საქართველოს ბანკთან და საქართველოს  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, სილიკონ ველიზე დაფუძნებული ვენჩერული საინვესტიციო კომპანიის, 500 Global-ის აქსელერატორის მე-5 დემო დღე ახლოვდება.

კომენტარის დატოვება

ღონისძიება ინდუსტრიის ექსპერტებს, ეკოსისტემის პარტნიორებსა და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებს ერთ სივრცეში კრებს, რათა #EECCA რეგიონში მიმდინარე უახლეს ტენდენციებს გაეცნონ.

შეიტყვეთ მეტი 14 დეკემბერს თბილისში წარსადგენი სტარტაპების შესახებ:

  • Awork — ეს არის სტარტაპი, რომელიც სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. რაც აძლევს ორგანიზაციებს შესაძლებლობას, საკუთარი HR პროცესები ბიზნეს პროფილის მეშვეობით, ციფრულად მართონ. ხოლო მომხმარებლებს ეხმარება, მარტივად მოიძიონ ვაკანსია და საკუთარი კანდიდატურა პლატფორმიდანვე წარადგინონ.
  • Beep — ეს არის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, მარტივად გააზიარონ ვიზუალური უკუკავშირი და შესასრულებელი ამოცანები, ამასთანავე, კომფორტულად, სულ რამდენიმე წამში ონლაინ სივრცეში გააზიარონ კომენტარები.
  • GoDays — GoDays არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისი, რომელიც ეხმარება დამსაქმებლებს დროულად აღმოაჩინონ დასაქმებულების გადაღლა, ეფექტურად მოახდინონ დროის მენეჯმენტი, მარტივად გაუმკლავდნენ დიდი რაოდენობით შესასრულებელ ამოცანებს და აღმოაჩინონ გუნდში ლიდერული თვისების მქონე წევრები.
  • HopShop — პლატფორმა ინფლუენსერებს საკუთარი მოდის კონტენტის მონეტიზაციაში ეხმარება იმით, რომ შესაძლებლობას აძლევს გამომწერებს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, ვიზუალური ძებნის ფუნქციით აპლიკაციაშვე შეიძინონ სასურველი ნივთი.
  • My AI — My AI-ს პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, შექმნან მდგრადი და დეცენტრალიზებული ბრენდებს შორის ლოიალური ეკოსისტემა.
  • OHMYSYNT — ეხმარება ბრენდებს შექმნან, ბრენდზე მორგებული, პერსონალიზებული და კომერციულად უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტის კონტენტი.
  • Perkskit — ეს არის SaaS-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციებს, მოახდინონ თანამშრომლების ბენეფიტების მენეჯმენტი და გააუმჯობესონ თანამშრომლების მხრიდან კომპანიისადმი ლოიალურობის ხარისხი.
  • Porte — ეს არის ციფრული სასტუმროს კონსიერჟის ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება სასტუმროებს, გააუმჯობესონ ოპერაციული ეფექტურობა და გაზარდონ შემოსავალი.
  • Stori — ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, არა მხოლოდ შექმნან, არამედ სხვადასხვა არხებში განათავსონ საკუთარი კონტენტი.
  • UniSub — პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ტრეიდერებს, მიიღონ გადახდები კრიპტო ვალუტაში.

500 Global გლობალური ვენჩერული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც, 2023 წლის 30 ივნისის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს.

500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან.

10 სტარტაპი რომელიც 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამით შეირჩა
10 სტარტაპი, რომელიც 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამით შეირჩა
თემის მიხედვით
10 სტარტაპი, რომელიც 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამით შეირჩა
500 Global ახლადშექმნილი ტექ სტარტაპებისთვის 12-კვირიან პროგრამას აცხადებს 
500 Global ახლადშექმნილი ტექ სტარტაპებისთვის 12-კვირიან პროგრამას აცხადებს 
თემის მიხედვით
500 Global ახლადშექმნილი ტექ სტარტაპებისთვის 12-კვირიან პროგრამას აცხადებს 

ასევე წაიკითხეთ
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150-ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტის მორიგი 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოავლინა. 
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.