ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

YouTube-მა კომერციული მუსიკისთვის ლიცენზირებული რესურსი, Creator Music გამოუშვა

YouTube-მა კომერციული მუსიკისთვის ლიცენზირებული რესურსი, Creator Music გამოუშვა. აშშ-ში ის YouTube-ის პარტნიორთა პროგრამის ყველა მონაწილისთვის ღიაა. 

კომენტარის დატოვება

Creator Music, რომელიც კომპანიამ პირველად 2022 წლის სექტემბერში დააანონსა, მომხმარებლებს სიმღერების დიდ კატალოგს სთავაზობს, რომელთა დათვალიერება, მოძიება და შეძენაა შესაძლებელი.

მუსიკალური უფლებები უბრალო ენაზეა გაწერილი, რაც კონვენტის შემქმნელებს დანახარჯების წინასწარ დათვლის საშუალებას აძლევს. ლიცენზიის შეძენის გარდა, მომხმარებლებს სხვა, უკვე არსებული ტრეკების გამოყენებაც შეუძლიათ. ასეთ შემთხვევაში ფულს როგორც მუსიკის შემქმნელი, ისე საავტორო უფლების მფლობელი გამოიმუშავებს.

კომპანიამ გასულ წელს განაცხადა, რომ უფლებები კრეატორებისთვის ყოველთვის გაუგებარი და ბუნდოვანი იყო. როდესაც ისინი სიმღერას იყენებენ, რომელზეც საავტორო უფლება კონკრეტულ პირს ეკუთვნის, იძულებულნი არინ რეკლამიდან შემოსული თანხა მთლიანად მუსიკის ლიცენზიის მფლობელს გადაუხადონ. ამ მიზეზის გამო, YouTube-ის ვიდეოებში კომერციული მუსიკა არ გამოიყენება, რაც კრეატორებს, მათ თაყვანისმცემლებსა და სიმღერების ავტორებსაც აზიანებს.

Creator Music-ის მთელი არსი სწორედ პოპულარული მუსიკის ლიცენზირების პროცესის გამარტივებაა. პლატფორმის საშუალებით, კრეატორებს შეუძლიათ სასურველი სიმღერები მოძებნონ და ლიცენზირების ხარჯებიც მარტივად დაითვალონ. გარდა ამისა, კრეატორებს ტრეკების მოძებნა კონკრეტული პროექტისთვის დაწესებული, განსაზღვრული ბიუჯეტის მიხედვით შეუძლიათ.

როდესაც შესაბამის ტრეკს იპოვიან და პირობებს გაეცნობიან, მათ უკვე საშუალება აქვთ, ლიცენზია შეიძინონ. შეუძლიათ, რომ სიმღერა დაუყოვნებლივ ჩამოტვირთონ და თავიანთ ვიდეოს დაამატონ. თუ მუსიკის საფასურის გადახდა არ სურთ, შესაძლებელია, სიმღერა ბრუნვის გაზიარების (rev share) ოფციით აირჩიონ.

ამ ტიპის ბაზარს შეუძლია, სარგებელი მოუტანოს პროფესიონალ კრეატორებს, რომლებსაც სურთ, თავიანთ პროდუქციასთან დაკავშირებული ხარჯები ზუსტად აკონტროლონ. ასევე დამწყებ კრეატორებს, რომლებსაც ვიდეოსთვის კომერციული მუსიკის შეძენის საშუალება აქამდე არ ჰქონდათ.

ახალი სერვისი YouTube-ის უფასო ტრეკების აუდიო ბიბლიოთეკას არ ცვლის; ის უბრალოდ სხვა, ახალ ვარიანტს გვთავაზობს. 

იმის გამო, რომ YouTube Tik-Tok-თან კონკურენციაშია, ვიდეო კონტენტისთვის სარეზერვო ტრეკების შემოტანა საჭირო გახდა. TikTok-ის მიერ პოპულარული მუსიკის ათვისებამ გავლენა ბილბორდის ჩარტებსა და სტრიმინგ აპებში საუკეთესო ჩარტებზე იქონია, რადგან ვირუსული ვიდეოები უფრო მეტი სტრიმინგისა და მუსიკის ჩამოტვირთვის საწინდარია.

რა თქმა უნდა, YouTube პოპულარულ მუსიკას Shorts Music Library-ის მეშვეობით უკვე გვთავაზობს, მაგრამ სიმღერების უმრავლესობის გამოყენება, ხარჯებისა და უფლებების გამო, რთული, ძვირი და დამღლელია.

ლიცენზირებული ჯერ მხოლოდ აშშ-შია ხელმისაწვდომი, თუმცა YouTube ამბობს, რომ ის მიზნად სერვისის მეტ ქვეყანაში მიტანას ისახავს. 

ასევე წაიკითხეთ
2024 წლის ივლისში Winamp განახლებული ვერსიით გამოვა
2024 წლის ივლისში Winamp განახლებული ვერსიით გამოვა
2024 წლის ივლისში Winamp განახლებული ვერსიით გამოვა
Spotify-მ პლატფორმაზე მუსიკალური ვიდეოები დაამატა
Spotify-მ პლატფორმაზე მუსიკალური ვიდეოები დაამატა
Spotify-მ პლატფორმაზე მუსიკალური ვიდეოები დაამატა
YouTube Premium და YouTube Music უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია
YouTube Premium და YouTube Music უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია
YouTube Premium და YouTube Music უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია
დეკემბერში Google უმოქმედო ანგარიშებს წაშლის
დეკემბერში Google უმოქმედო ანგარიშებს წაშლის
დეკემბერში Google უმოქმედო ანგარიშებს წაშლის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.