ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
13 მარტი 2023, 13:30
2023-03-13
Y Combinator აშშ-ის კონგრესს SVB-ის კოლაფსთან დაკავშირებით მოქმედებისკენ მოუწოდებს
მეწარმე და კაპიტალისტი გარი ტანი ამერიკული ტექნოლოგიური სტარტაპ აქსელერატორის, Y Combinator-ის (YC) აღმასრულებელ დირექტორად სამი თვის წინ დაინიშნა და უკვე უამრავ რთულ და საპასუხისმგებლო საქმესთან უწევს გამკლავება. სტარტაპ სამყაროს თითქმის ყველა წარმომადგენელთან ერთად, YC-იც საგრძნობლად დაზარალდა, რაც Silicon Valley Bank-ის ჩამოშლით არის გამოწვეული.
SVB ამერიკის 20 უმსხვილესი კომერციული ბანკიდან ერთ-ერთი იყო. ახლა ის აშშ-ის დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის კონტროლს ექვემდებარება, ვინაიდან ბანკმა მომხმარებლებისთვის კუთვნილი თანხის დაბრუნება ვერ შეძლო.
რა მოხდა?
ვინაიდან SVB ტექნოლოგიურ სექტორს ემსახურებოდა, მის სერვისებზე 2020 წლიდან — კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.
ბევრმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ დაიწყო Silicon Valley Bank-ის გამოყენება როგორც ანაბრებისთვის, ისე სხვა თანხების განსათავსებლად.
ბანკმა კი ეს თანხები დააბანდა, ისე, როგორც ეს ზოგადად საფინანსო ინსტიტუტებში ხდება.
პრობლემა დეპოზიტების, მათ შორის — იპოთეკური სესხებით გამყარებული თანხების აშშ-ის გრძელვადიან სახელმწიფო ობლოგაციებში დაბანდებამ განაპირობა.
თუმცა, ობლიგაციების ფასები სხვადასხვა ფაქტორის შესაბამისად, იცვლება. მათ შორის, ეცემა მაშინ, როცა საპროცენტო განაკვეთები იზრდება.
შესაბამისად, როცა ფედერალურმა რეზერვებმა სწრაფი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საპროცენტო განაკვეთები აწია, ობლიგაციების პორტფელის ფასმა მნიშვნელოვნად დაიწია.
SVB-ს რომ შეძლებოდა ამ ობლიგაციების შენარჩუნება მის მიერ გაცემული სესხების დაფარვამდე, კაპიტალიც შენარჩუნდებოდა.
თუმცა, ეკონომიკური კრიზისის გამო ბევრი ტექნოლოგიური კომპანია დაზარალდა, ამიტომ, კლიენტებმა დეპოზიტების გამოყენება დაიწყეს.
SVB-ს ამ დეპოზიტების ანაზღაურებისთვის საჭირო ნაღდი ფული არ გააჩნდა, ამიტომ ობლიგაციების წამგებიანი პირობებით გაყიდვა დაიწყო. ამან ინვესტორები და მომხმარებლები შეაშფოთა.
ბანკი 48 საათში ჩამოიშალა.
აშშ-ის ხელისუფლება არ გეგმავს, SVB-ს აღდგენაში დაეხმაროს. ის ჩამოშლილი დარჩება.
თუმცა, სამინისტროებმა გაავრცელეს გარანტია ბანკის ყველა დეპოზიტის დაფარვის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ SVB-ის მომხმარებლებს 13 მარტს თავიანთ ფულზე წვდომა ექნებათ.
Y Combinator-ის პოზიცია და პეტიცია
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა მომხმარებლებს დამშვიდებისკენ მოუწოდეს, ბანკის დაშლამ სტარტაპებსა და ტექნოლოგიურ სექტორებზე შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდიონოს.
Y Combinator-ის (YC) აღმასრულებელმა დირექტორმა, გარი ტანმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, SVB-ის გადასარჩენისთვის უფრო აქტიურად იმუშაონ და სწორი ნაბიჯები გადადგან.
Y Combinator-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აშშ-ის ვაჭრობის მდივანს, ჯანეტ იელენს, დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის თავმჯდომარე მარტინ ჯ.გრიუნბერგს, სენატორ შეროდ ბრაუნსა და კონგრესმენ პატრიკ მაკჰენრის მოუწოდა, ყურადღება მცირე ბიზნესებზე, სტარტაპებსა და მათ თანამშრომლებზე გაამახვილონ, რომლებიც ბანკის მეანაბრეები არიან.
აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი პეტიციას ხელი სხვადასხვა კომპანიის 600-ზე მეტმა აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა მოაწერა, მათ შორის, Alloy Automation, Atoms, Flutterwave და Brex, რომელთა აღმასრულებელი დირექტორები ამჟამად 1 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვას ცდილობენ გადაუდებელი საკრედიტო სესხების გასაცემად.
«ჩვენ ბანკის კაპიტალის მფლობელებისთვის ან მენეჯმენტისთვის არ ვიბრძვით; ჩვენ გთხოვთ, რომ ამერიკის ეკონომიკაში ინოვაცია შეინარჩუნოთ». — ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციით ორ რამეა მოთხოვნილი:
პირველი: SVB-ში მცირე ბიზნესის დეპოზიტების საკითხი მთლიანად რეგულატორებმა გადაიბარონ.
YC ხალხს სთხოვს, ხელი მოაწერონ პეტიციას, თუ სურთ, შეუერთდნენ მათ ხელისუფლებისადმი მიმართვაში, აშშ-მ მიიღოს ზომები 100 ათასზე მეტი ადამიანის გათავისუფლების და მომდევნო ფინანსური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით.
SVB-ის მდგომარეობის სწრაფმა განვითარებამ ბევრი შეაშფოთა. თუმცა, გარი ტანი ამბობს, რომ YC-ის კომპანიები ამ პრობლემის შესახებ დიდი ხნის წინ გააფრთხილა.
«ყოველთვის, როცა ბანკში გადახდისუნარიანობის პრობლემების შესახებ გაიგებთ, რომელიც შეიძლება სარწმუნოდ ჩაითვალოს, მას სერიოზულად უნდა მოეკიდოთ და თქვენი ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოთ». — ამბობდა ტანი.
Silicon Valley Bank 1983 წელს დაარსდა. ის აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის კომპანიების თითქმის ნახევარს აფინანსებდა. ბანკი მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა და სარისკო კაპიტალის კლებამ დაასუსტა.
მიუხედავად იმისა, რომ ბანკი სილიკონის ველის გარეთ შედარებით უცნობი იყო, SVB 20 საუკეთესო ამერიკულ კომერციულ ბანკს შორის შედიოდა, 2022 წლის ბოლოს კი, 209 მილიარდი დოლარის აქტივებით, აშშ-ში მე-16 ადგილზე იმყოფებოდა.
ამერიკელი პოლიტიკოსები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ Silicon Valley Bank-ის ისტორიულ კოლაფსში მონაწილე თითოეული დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს.
«SVB-ს აღმასრულებლები ნებისმიერი ბოროტმოქმედებისთვისა და არასწორი მენეჯმენტისთვის, რამაც ეს წარუმატებლობა გამოიწვია, აუცილებლად უნდა დაისაჯონ». — თქვა დემოკრატმა სენატორმა, ელიზაბეტ უორენმა.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.