Women in Tech — Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს მფლობელია
Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს, Women in Tech-ის გამარჯვებულია. ჯილდო საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის, OPMG-ის (Omnicom Precision Marketing Group) მიერ არის ორგანიზებული.
Azer Telecom-ის CEO, ანა ნაკაშიძე OPMG-ის მსოფლიო ჯილდოს, Women in Tech-ის გამარჯვებულია. ჯილდო საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის, OPMG-ის (Omnicom Precision Marketing Group) მიერ არის ორგანიზებული.
OPMG მიუთითებს, რომ Women in Tech-ის სტარტაპ კატეგორია ეძღვნება ქალთა მიერ დაარსებულ ან თანადამფუძნებელ სტარტაპს, რომელმაც აჩვენა განსაკუთრებული ინოვაცია, ზრდა, პოტენციალი და დადებითი გავლენა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. აქ ანა ნაკაშიძეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 7 კონკურენტი ყავდა.
«ბრავო ანა ნაკაშიძეს — სინათლეს ტექნოლოგიის გლობალურ ევოლუციაში! Woman In Tech-ის ჯილდო ხაზს უსვამს თქვენს უბადლო ლიდერობას ინოვაციების მართვაში მსოფლიო მასშტაბით. თქვენი ხედვები და გავლენა აყალიბებს ხვალინდელი ტექნიკური ლანდშაფტის არსს!». — აცხადებს OPMG.
გლობალური დაჯილდოება უკვე 6 წელია, ტარდება. ვლინდება გამარჯვებულები 10 სხვადასხვა კატეგორიაში.
Omnicom Group გლობალური მარკეტინგისა და კორპორაციული კომუნიკაციების მოწინავე კომპანიაა. Omnicom-ის ბრენდირებული ქსელები და მრავალი სპეციალიზებული მიმართულება მოიცავს რეკლამას, სტრატეგიულ სარეკლამო დაგეგმვას, ციფრულ და ინტერაქტიულ მარკეტინგს, პირდაპირ და სარეკლამო მარკეტინგს, საზოგადოებასთან ურთიერთობას და სხვა სპეციალობის საკომუნიკაციო მომსახურებას 5000-ზე მეტი მომხმარებლისთვის 70-ზე მეტ ქვეყანაში.
მარია წულუკიძის ძალისხმევა აჭარაში მცხოვრებთა IT განათლებისთვის
30 წლის მარია წულუკიძე ქობულეთსა და ბათუმში ვებ ტექნოლოგიებს ასწავლის. ქალმა, რომელმაც IT განათლება ესტონეთში მიიღო, მშობლიურ ქალაქში დაბრუნება და ადგილობრივების დახმარება აირჩია.
Technovation Girls Sakartvelo 2023 — რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls 2023-ის მონაწილეთათვის ბანაკი დასრულდა. 17-20 აგვისტოს ბანაკში ჯუნიორ მოსწავლეები იყვნენ, ანუ მე-7 — მე-9 კლასელები, 21-24 აგვისტოს კი — უფროსები — მე-10 — მე-12 კლასის მოსწავლეები.
გეოგრაფიიდან თიბისის სისტემების ინჟინრობამდე — 29 წლის ასაკში შეცვლილი პროფესია
33 წლის ქეთი ტუღუში უკვე 4 წელია, თიბისის სისტემების ინჟინერია. მრავალფეროვანი სამუშაო, გუნდი და კომპანია ქეთის ბედნიერებას ანიჭებს. თუმცა, სისტემები მისი პირველი არჩევანი არ ყოფილა — ამ სფეროში ქეთიმ გეოგრაფიიდან გადმოინაცვლა, თანაც, 2 აკადემიური დიპლომისა და 8-წლიანი კარიერის შემდეგ და ყველაფერი თავიდან დაიწყო.