ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Windows-ს Google-ის Nearby Share ემატება

Google-ის Nearby Share AirDrop-ის კონკურენტია. CES 2022-ზე თავისი გეგმების გამჟღავნების შემდეგ, Google-მა საბოლოოდ გაუშვა Windows აპლიკაცია ბეტა რეჟიმში, რათა ანდროიდის მომხმარებლებს ჰქონდეთ საშუალება, გააზიარონ ფაილები თავიანთი მოწყობილობებიდან Windows კომპიუტერებში.

კომენტარის დატოვება

Windows-ს Nearby Share-ს გასააქტიურებლად მხოლოდ ინსტალაცია და კონფიგურირება სჭირდება. მხარდაჭერილია Windows 10 და მის შემდგომ გამოსული ვერსიები, თუმცა ARM-ით მომუშავე Windows ლეპტოპები ამ ეტაპისთვის არ არის მხარდაჭერილი Google-ის მიერ. Nearby Share შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ყველა მოწყობილობასთან, ასევე მხოლოდ თქვენს კონტაქტებთან ან მხოლოდ თქვენს მოწყობილობებზე.

«Nearby Share-ის ბეტა ვერსია მუშაობს თქვენს Windows კომპიუტერთან, მიუხედავად იმისა, ის უშუალოდ ჩართული გაქვთ დესკტოპზე, თუ ფონურ რეჟიმშია». — განმარტავს Android-ის პროდუქტის უფროსი მენეჯერი, პრია სამენრკარი. — «გამოცდილების დახვეწასა და უკუკავშირის მიღებასთან ერთად, ჩვენ გავაფართოებთ ოფიციალურ მხარდაჭერას Google-ის ეკოსისტემის სხვა მოწყობილობებზე». 

Windows-ზე Nearby Share საშუალებას გაძლევთ, ფაილები ერთი მოწყობილობიდან მეორეში მარტივად გადაიტანოთ. თუ თქვენი ორივე მოწყობილობა Google-ის ერთსა და იმავე ანგარიშთანაა დაკავშირებული, პროცესი კიდევ უფრო სწრაფდება და ფაილები ავტომატურ რეჟიმში მიიღება. პროცესი მუშაობს მაშინაც კი, თუ ტელეფონის ან ლეპტოპის ეკრანი გამორთულ მდგომარეობაშია.

Google ცდის Nearby Share-ს Windows-ზე აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, თუმცა ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში, ის ჯერ არ იქნება ხელმისაწვდომი. მხარდაჭერილი ქვეყნების სრული სია ხელმისაწვდომია Google Support საიტზე.

Google Nearby Share მეორე Windows აპლიკაციაა, რომელიც ტექნოლოგიურმა გიგანტმა ბეტა რეჟიმში ახლახან გაუშვა — 2022 წლის ნოემბერში Windows მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა Google Play Games-იც. ეს საშუალებას იძლევა, Android მოწყობილობებზე არსებული თამაშების ნაწილი ლეპტოპებში გადაიტანონ.

 Android-ის მხარდაჭერა Windows 11-ზე Microsoft-მაც დანერგა, თუმცა ის ამჟამად მხოლოდ Amazon Appstore-დან ჩამოტვირთული პროგრამული უზრუნველყოფით შემოიფარგლება.

ამასთან, Microsoft-საც აქვს საკუთარი აპლიკაცია — Phone Link, რომელიც Windows-ის კომპიუტერებს და ანდროიდის მოწყობილობებს ასინქრონებს. ის ყველაზე ეფექტური Samsung-ის ტელეფონების შემთხვევაშია.

Nearby Share-ს ფაილების გაზიარება ანდროიდ მოწყობილობების ფართო სპექტრში შეუძლია.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
თემის მიხედვით
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google ათასენოვანი AI მოდელის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
Google ათასენოვანი AI მოდელის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
თემის მიხედვით
Google ათასენოვანი AI მოდელის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.