ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Wikipedia-ს უსაფრთხოების კანონპროექტში გამონაკლისი სჭირდება

დიდ ბრიტანეთის უსაფრთხოების კანონპროექტში ცვლილებებია. სხვადასხვა სახის აკრძალვა მიზნად ისახავს დიდი კომპანიების შეზღუდვასა და მოსახლეობისთვის მიუღებელი და სახიფათო კონტენტის შემცირებას. ცვლილებები Wikipedia-საც შეეხება. პლატფორმის ფონდის წამყვანი წევრი, რებეკა მაკინონი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების წესები WIkipedia-ზე, სხვა სოციალური მედიის კომპანიებთან შედარებით, განსხვავებულად უნდა მოქმედებდეს. 

კომენტარის დატოვება

Wikipedia ათასობით მომხმარებლის მიერ დაწერილი და რედაქტირებულია. მაკკინონი თვლის, რომ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს.

Wikimedia Foundation არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ენციკლოპედიას ქმნის.

მაკინონი ამბობს, რომ ფონდი მოხალისეების მიერ მართულ საიტის შესახებ კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგებითა და ეფექტებით შეშფოთებულია.

მისი აზრით, კანონი ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტს უნდა შეესაბამებოდეს, რომელიც თანამშრომლებისა და მოხალისეების მიერ განხორციელებულ კონტენტის მოდერაციას ერთმანეთისგან განასხვავებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, კანონი, ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ზედმეტი ტვირთის დაკისრების გარეშე, წონასწორობის აღდგენასა და მავნე კონტენტისგან ხალხის დაცვას ემსახურება.

თუმცა, იურისტები ამბობენ, რომ საფრთხე, რომელიც ახალი  კანონმდებლობიდან მომდინარეობს, გავლენას არა მხოლოდ დიდ კორპორაციებზე მოახდენს, არამედ საჯარო ინტერესის მქონე ვებ გვერდებზეც, როგორიც Wikipedia-ა.

2022 წლის ნოემბერში ბრიტანეთის პარლამენტში რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ონლაინ უსაფრთხოების კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, დაისჯებოდა ტექნოლოგიური კომპანია, რომლის პლატფორმაზეც სახიფათო და დამაზიანებელი კონტენტი გამოქვეყნდებოდა. კონტენტი არალეგალურად ჩაითვლებოდა და პლატფორმას მისი წაშლის ვალდებულება ექნებოდა. 

თუმცა, მალევე, ონლაინ უსაფრთხოების კანონპროექტიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომელიც დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს ლეგალური, მაგრამ სახიფათო და დამაზიანებელი კონტენტის წაშლას ავალდებულებდა. 

ადვოკატი ნილ ბრაუნი. რომელცი სპეციალიზირებულია ინტერნეტისა და ტელეკომის კანონში, მსხვილი კომერციული ოპერატორებისთვის კანონპროექტის ფარგლების შეზღუდვას გვთავაზობს, რაც, მისი აზრით, ხელს «მოხალისეებისთვის ტვირთისა და საფრთხის მოხსნას» შეუწყობს.

«კანონპროექტი შეეხება მათ, ვინც გასართობად მართავს სოციალური მედიის გვერდებს ან აქვს ფოტოსა და ვიდეოს გაზიარების სერვერი, ან აქვს თამაში, რომელიც მონაწილეებს ერთმანეთის კონტენტის ნახვის საშუალებას აძლევს». — ამბობს ის. 

პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის, Similarweb-ის მონაცემებით, Wikipedia დიდ ბრიტანეთში ნახვების კუთხით მერვე ადგილს იკავებს.

ენციკლოპედიაზე ყველაფერი მოხალისეების მიერ მზადდება და საზოგადოება წყვეტს, რა არის მისაღები.

მაკინონი ამბობს, რომ Wikipedia იმ  ქსელში გაება, რომელიც ორი გიგანტის, Facebook-ისა და Instagram-ის შეზღუდვისთვისაა შექმნილი — იქ, სადაც გადაწყვეტილებები სრულად ცენტრალიზებულია.

მისი აზრით, კანონპროექტი  დაამახინჯებს Wikipedia-ის კლასიკურ სახეს, რომელშიც მთელი ძალაუფლება საზოგადოების ხელშია.

«ფონდს მოხალისეების გადაწყვეტილებების სჯერა და მის საქმიანობაში არ ერევა. კანონპროექტი კი გვაიძულებს, საზოგადოებრივი მოდელი დავარღვიოთ და საქმეში ჩავერიოთ. ჩვენ ისეთი ამბების შესწორება მოგვიწევს, რომელიც დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობას არღვევს». — განაცხადა მაკინონიმ.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ Wikipedia-ს მომხარებელი, რომელიც საიტს ინგლისურ ენაზე იყენებს, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში არ ჰყავს. ეს ცვლილება გავლენას ყველა მკითხველზე მოახდენს, მათ შორის აშშ-ში.

«დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს არეგულირებს». — ამბობს მაკინონი.

მავნე განმარტებები

Wikipedia-ს აქვს სტატიები, რომლებიც ისეთ თემებს მოიცავს, როგორიცაა, მაგალითად, პორნოგრაფია, ნარკოტიკების მოხმარება ან თვითმკვლელობა, რაც შესაძლოა ბავშვებისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა საჭირო გახდეს მომხმარებლების ასაკის შემოწმება. ეს მკითხველების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების გზა აღმოჩნდება, Wikipedia-ს კი ამის თავიდან აცილება სურს.

«ეს რეალურად ზიანს ყველას მიაყენებს, მათ შორის ბავშვებსაც.» — ამბობს მაკინონი.

შესაძლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, კანონის დამრღვევს პატიმრობა ემუქრება, მხარი ბავშვთა დაცვის არაერთმა ცნობილმა ორგანიზაციამ დაუჭირა.

მაგრამ ინდუსტრიული ორგანიზაცია TechUK თვლის, რომ ცვლილება სარისკოა, რადგან შესაძლოა კომპანიებმა დიდ ბრიტანეთში ინვესტიციები აღარ განახორციელონ.

ბრიტანეთში ინტერნეტით თვითდაზიანების წახალისება კრიმინალიზებული გახდება
ბრიტანეთში ინტერნეტით თვითდაზიანების წახალისება კრიმინალიზებული გახდება
თემის მიხედვით
ბრიტანეთში ინტერნეტით თვითდაზიანების წახალისება კრიმინალიზებული გახდება
ბრიტანეთში დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს სახიფათო კონტენტის წაშლას არ დაავალდებულებენ
ბრიტანეთში დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს სახიფათო კონტენტის წაშლას არ დაავალდებულებენ
თემის მიხედვით
ბრიტანეთში დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს სახიფათო კონტენტის წაშლას არ დაავალდებულებენ

ასევე წაიკითხეთ
$60 მლნ-ის სანაცვლოდ Google AI-ის გასაწვრთნელად Reddit-ის კონტენტს გამოიყენებს
$60 მლნ-ის სანაცვლოდ Google AI-ის გასაწვრთნელად Reddit-ის კონტენტს გამოიყენებს
$60 მლნ-ის სანაცვლოდ Google AI-ის გასაწვრთნელად Reddit-ის კონტენტს გამოიყენებს
ბრიტანელმა კაცმა ChatGPT-ის წყალობით McDonald's-ში 100 უფასო ვაუჩერი მოიპოვა
ბრიტანელმა კაცმა ChatGPT-ის წყალობით McDonald's-ში 100 უფასო ვაუჩერი მოიპოვა
ბრიტანელმა კაცმა ChatGPT-ის წყალობით McDonald's-ში 100 უფასო ვაუჩერი მოიპოვა
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დომენი Sussex.com იყიდეს და საიტი გაუშვეს
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დომენი Sussex.com იყიდეს და საიტი გაუშვეს
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დომენი Sussex.com იყიდეს და საიტი გაუშვეს
Google დიდი ბრიტანეთში მონაცემთა ცენტრს ააშენებს, ინვესტიცია $1 მლრდ-ია
Google დიდი ბრიტანეთში მონაცემთა ცენტრს ააშენებს, ინვესტიცია $1 მლრდ-ია
Google დიდი ბრიტანეთში მონაცემთა ცენტრს ააშენებს, ინვესტიცია $1 მლრდ-ია
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.