ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

WhatsApp-ს არხების Instagram-ის მსგავსი ფუნქცია ექნება

WhatsApp Channels-ის გლობალური გავრცელება — სოციალური მედიის მსგავსად განახლებული არხი ყველა მომხმარებელს არ ახარებს.

კომენტარის დატოვება
WhatsApp-ს არხების Instagram-ის მსგავსი ფუნქცია ექნება

WhatsApp Channels-ის გლობალური გავრცელება — სოციალური მედიის მსგავსად განახლებული არხი ყველა მომხმარებელს არ ახარებს.

Meta-მ დღეს WhatsApp-ის არხები 150-ზე მეტ ქვეყანაში გაუშვა.

არხები არის კერძო, ცალმხრივი სამაუწყებლო ჯგუფები ცნობილი ადამიანებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და სხვა საჯაროდ ხილული ფიგურებისთვის, რათა ფოლოვერებისთვის ინფორმაცია გაავრცელონ, ისევე როგორც ეს შეუძლიათ Telegram-სა და Instagram-ის არხებზე. Meta-მ არხების ფუნქცია მესენჯერზე თებერვალში და ფეისბუქზე გასულ წელს შემოიტანა. 

WhatsApp-ის მომხმარებლებს არხებთან შეერთება მოქმედი მოწვევის ბმულით შეეძლებათ. აპი მომხმარებლებს ტელეფონის ნომრებს და იდენტობას  არ გაუმჟღავნებს. არხებით გაგზავნილი შეტყობინებები ხელმისაწვდომი იქნება 30-დღიანი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ არ იქნება ბოლომდე დაშიფრული, როგორც კომუნიკაციის ყველა სხვა ფორმა WhatsApp-ზე.

არხები ძირითადად განკუთვნილია არხის მფლობელის განცხადებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არხის ფოლოვერებს შეუძლიათ პოსტებზე რეაგირება მოახდინონ და ხმა მისცენ გამოკითხვებში, ისინი არხებზე გამოქვეყნებას  ვერ შეძლებენ.

Meta ინდოეთის კრიკეტის ეროვნულ გუნდთან და ინდოელ ცნობილ სახეებთან  თანამშრომლობდა, მათ შორის: Diljit Dosanjh, Neha Kakkar და Katrina Kaif, რათა ფუნქცია ინდოეთში გაეშა და პოპულარული გაეხადა. სწორედ ინდოეთში ჰყავს WhatsApp-ს ყველაზე მეტი მომხმარებელი მსოფლიოში  — 487 მილიონი ადამიანი. აშშ-ში კომპანია თანამშრომლობდა მუსიკოსებთან, როგორიცაა ოლივია როდრიგო და დევიდ გეტა.

თუმცა, მომხმარებლები შეშფოთებულნი არიან რეკლამებისა და «რეკომენდებული» არხების პოტენციური გაზრდით.

Instagram მომხმარებელთა პრეტენზიებს დაფინანსებულ კონტენტთან და შემოთავაზებულ პოსტებთან დაკავშირებით აწყდება, Telegram-ის მომხმარებლები ასევე იმედგაცრუებულნი არიან პლატფორმაზე განთავსებული რეკლამებით. მომხმარებლები შეშფოთებულნი არიან, რომ WhatsApp-ის ახალმა ფუნქციამ შეიძლება სერვისის ფუნდამენტური ბუნება შეცვალოს, რომელიც ჯერ კიდევ სხვაგვარად არის ორიენტირებული შეტყობინებებზე.



ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.