ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

WhatsApp ჯგუფში, სადაც 100-ზე მეტი CEO ერთიანდება, სემ ალტმანის გათავისუფლებაზე “იჭორავეს”

აღმოჩნდა, რომ მილიარდერი ტექ მაგნატები ჩვეულებრივი ადამიანებისგან  არ განსხვავდებიან, როდესაც საქმე ინდუსტრიის ჭორებს ეხება. ნოემბერში სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მისი კოლეგები კი იმის შესახებ სპეკულირებით სპეკულირებით იყვნენ დაკავებულნი, თუ რატომ.

კომენტარის დატოვება

New York Times-ის მიხედვით, ისინი საკითხს საიდუმლო WhatsApp ჯგუფურ ჩატში განიხილავდნენ, რომელშიც სილიკონის ველის 100-ზე მეტი აღმასრულებელი დირექტორი იმყოფებოდა. 

The Times-ის მიხედვით, ერთ-ერთმა აღმსარულებელმა დირექტორმა 17 ნოემბერს WhatsApp-ის ჩატში დაწერა, რომ სემ ალტმანი OpenAI-დან გაათავისუფლეს («Sam is out»).

თუმცა ალტმანის გათავისუფლების რეალური მიზეზი არავინ იცოდა. The Times იტყობინება, რომ მესიჯს შეტყობინებების კასკადი მოჰყვა, მათ შორის სპეკულაციები იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა დაეშავებინა ალტმანს.

The Times წერს, რომ WhatsApp-ის საერთო ჩატში ისეთი ცნობილი CEO-ები არიან, როგორიცაა Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი და Dropbox-ის ხელმძღვანელი დრიუ ჰიუსტონი. 

ალტმანის მოულოდნელი გათავისუფლების შემდეგ OpenAI-ის ორი დროებითი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავდა. ამის შემდეგ კი სემი კომპანიაში CEO-ს თანამდებობას დაუბრუნდა.

რამ გამოიწვია სემ ალტმანის მოულოდნელი გათავისუფლება კვლავაც გაუგებარია.

OpenAI-ის საბჭომ იმ დროს განაცხადა, რომ ალტმანი  საბჭოსთან კომუნიკაციის დროს თანმიმდევრულად გულწრფელი არ იყო.

ცუკერბერგისა და ჰიუსტონის წარმომადგენლებმა Business Insider-ის თხოვნას კომენტარისთვის არ უპასუხეს.

სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება
სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება
თემის მიხედვით
სემ ალტმანი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდება
სემ ალტმანი Microsoft-ს შეუერთდა
სემ ალტმანი Microsoft-ს შეუერთდა
თემის მიხედვით
სემ ალტმანი Microsoft-ს შეუერთდა

ასევე წაიკითხეთ
სკარლეტ იოჰანსონის თქმით, სემ ალტმანმა GPT-4o-სთვის მისი ხმა უნებართვოდ გამოიყენა
სკარლეტ იოჰანსონის თქმით, სემ ალტმანმა GPT-4o-სთვის მისი ხმა უნებართვოდ გამოიყენა
სკარლეტ იოჰანსონის თქმით, სემ ალტმანმა GPT-4o-სთვის მისი ხმა უნებართვოდ გამოიყენა
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.