ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Web Summit-ის CEO ისრაელ-ჰამასის ომზე კომენტარების გამო თანამდებობიდან გადადგა

Web Summit-ის აღმასრულებელი დირექტორი, პედი კოსგრეივი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დიდი კომპანია ყოველწლიურ ტექნოლოგიურ კონფერენციას გამოეთიშა. მიზეზი ისრაელ-ჰამასის ომთან დაკავშირებით კოსგრეივის გაკეთებული კომენტარებია.

კომენტარის დატოვება

«სამწუხაროდ, ჩემი პირადი კომენტარები ღონისძიების, ჩვენი გუნდის, სპონსორების, სტარტაპებისა და დამსწრე საზოგადოების ზიანის მომტანი აღმოჩნდა». — თქვა კოსგრეივმა. — «კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიშს ვიხდი ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც ამან გამოიწვია».

Web Summit-ის აღმასრულებელი დირექტორმა თანამდებობა X-ზე გამოქვეყნებული კომენტარებიდან 10 დღის შემდეგ დატოვა. ის ღაზაში ისრაელის ომს გმობს. 13 ოქტომბერს მან დაწერა: «ომის დანაშაული ომის დანაშაულია მაშინაც კი, როდესაც მოკავშირეების მიერ არის ჩადენილი და შესაბამისად უნდა დაისაჯოს».

კოსგრეივმა ასევე 7 ოქტომბერს ჰამასის მებრძოლების თავდასხმებიც დაგმო, რომლებმაც ისრაელში, ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით 1400 ადამიანი იმსხვერპლა.

თავდასხმებიდან ორი კვირის შემდეგ ისრაელის ჯარებმა ღაზას სექტორი დაბომბეს — დაიღუპა მინიმუმ 4,385 ადამიანი. 

კოსგრეივის კომენტარებამდე ერთი დღით ადრე, უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა განაცხადა, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის «კოლექტიური დასჯა» ომის დანაშაულად ითვლება.

კოსგრეივმა Web Summit-ის ბლოგზე თითქმის 600-სიტყვიანი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ბოდიშს იხდიდა და თავისი პოზიციის განმარტვას ცდილობდა.

«მე ჰამასის 7 ოქტომბრის ბოროტ, ამაზრზენ თავდასხმას უპირობოდ ვგმობ. ასევე მათ ყველა მძევლის გათავისუფლებისკენ მოვუწოდენ». — წერს ის. -"ისრაელის უფლებას არსებობდეს და დაიცვას საკუთარი თავი ცალსახად მხარს ვუჭერ. ასევე მჯერა, რომ თავის დაცვისას ისრაელმა საერთაშორისო სამართალი და ჟენევის კონვენციები უნდა გაითვალისწინოს, ანუ არ ჩაიდინოს ომის დანაშაულები».

აღმასრულებელი დირექტორის თავდაპირველ კომენტარებს ტექნოლოგიური გიგანტების მხრიდან სწრაფი რეაქცია მოჰყვა, მათ შორის Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ისგან, Meta-სგან, Siemens-სა და Amazon-სგან, რომლებმაც კონფერენცია დატოვეს. წლევანდელი კონფერენცია 13-16 ნოემბერს ლისაბონშია დაგეგმილი.

Web Summit-ის სპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ კომპანია ახალ აღმასრულებელ დირექტორს რაც შეიძლება მალე დანიშნავს.

«2023 წლის Web Summit ლისაბონში ჩატარდება ისე, როგორც დაგეგმილია». — დასძინა სპიკერმა.

41 წლის კოსგრეივმა Web Summit 2009 წელს დევიდ კელსთან და დაირი ჰიკისთან ერთად დააფუძნა.

პალესტინის მზარდი ტექნოლოგიური ინდუსტრია ისრაელსა და ჰამასს შორის ომმა გაანადგურა
პალესტინის მზარდი ტექნოლოგიური ინდუსტრია ისრაელსა და ჰამასს შორის ომმა გაანადგურა
თემის მიხედვით
პალესტინის მზარდი ტექნოლოგიური ინდუსტრია ისრაელსა და ჰამასს შორის ომმა გაანადგურა
X-მა ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასთან დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა 
X-მა ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასთან დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა 
თემის მიხედვით
X-მა ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასთან დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა 
ისრაელის ხელისუფლებამ ჰამასთან დაკავშირებული კრიპტო ანგარიშები გაყინა
ისრაელის ხელისუფლებამ ჰამასთან დაკავშირებული კრიპტო ანგარიშები გაყინა
თემის მიხედვით
ისრაელის ხელისუფლებამ ჰამასთან დაკავშირებული კრიპტო ანგარიშები გაყინა
Theneo მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენცია Web Summit-ზე
Theneo მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენცია Web Summit-ზე
თემის მიხედვით
Theneo მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენცია Web Summit-ზე

ასევე წაიკითხეთ
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.