ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
13 ივნისი 2023, 19:00
2023-06-13
VOX: შეიძლება ახლა კრიპტოვალუტაზე უარის თქმისთვის იდეალური დრო იყოს
ავტორი: ვიჟი კიმ
დიდი ხნის განმავლობაში კრიპტო ინდუსტრია ველური დასავლეთი იყო, რომელსაც რეგულაციები და კანონები მართავდა — ეს არის ფაქტი, რომელსაც ბევრი კრიპტო ენთუზიასტი თვისებად მიიჩენვს და არა შეცდომად.
რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებისგან განსხვავებით, კრიპტოვალუტებს და კრიპტო ბირჟებს კლიენტებისთვის ბევრი ინფორმაციის გამჟღავნება არ უწევდათ, შესაბამისად, ტყუილებისა და თაღლითობების რიცხვი, რომელიც ინდუსტრიაზე უარყოფითად აისახება, ყოველთვიურად გროვდება.
ამ კვირაში აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC), რომელიც ფასიან ქაღალდებს არეგულირებს და ინვესტორებს იცავს, მსოფლიოს ორი უდიდესი კრიპტო ბირჟის, Binance-ისა და Coinbase-ის წინააღმდეგ, სარჩელი შეიტანა.
SEC-ის მთავარი ბრალდება Coinbase-ის წინააღმდეგ არის ის, რომ Coinbase არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ბირჟას აწარმოებს — როგორც Nasdaq, რომელიც დამოუკიდებლად, ყოველგვარი მარეგულირებელი ზედამხედველობის გარეშე მუშაობდა.
Binance-ის იგივე ბრალდება ემუქრება. დამატებით, SEC-ის მტკიცებით, კრიპტო ბირჟამ მისი აღმასრულებელი დირექტორის სავაჭრო კომპანიისთვის კლიენტების სახსრებიდან მილიარდობით დოლარი მიითვისა, მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა, მარეგულირებლები მოატყუა და სხვა.
CoinMarketCap-ის მიხედვით, Binance-ს დაახლოებით 90 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო Coinbase-ის ცნობით, მას 2022 წლისთვის 110 მილიონი დადასტურებული მომხმარებელი ჰყავდა.
SEC ამ ნაბიჯებით — (საქმე აღძრა ისეთი ფიგურების წინააღმდეგ, როგორიცაა სემ ბენკმენ-ფრიდი, ასევე ცნობილი კრიპტო მომხმარებლები, როგორებიც არიან კიმ კარდაშიანი ლინდსი ლოჰანი და ჯეიკ პოლი) მკაფიო მესიჯს აგზავნის. ცალკეულ ადამიანებს აღარ დასდევს — იძახის, რომ მარეგულირებლის კონტროლის ქვეშ მთლიანი ინდუსტრია უნდა მოექცეს.
SEC-ის სარჩელები ამ ორი კომპანიის წინააღმდეგ გამაფრთხილებელი ნიშანია. თითქოს, ერთხელ და სამუდაოდ უნდა გადაწყდეს, რა არის კრიპტოვალუტა და კრიპტო ბირჟები. ასე რომ, საინტერესოა უნდა ინერვიულოთ თუ არა იმ აქტივებზე, რომლებიც კონკრეტულ კრიპტო ბირჟაზე გაქვთ.
«ეს ნებისმიერი მომხმარებლისთვის საშინელი სიტუაციაა». — ამბობს SEC-ის ყოფილი აღმასრულებელი იურისტი, ჯონ რიდ სტარკი. — «ვფიქრობ, ვისაც აქვს კრიპტო ნებისმიერ ბირჟაზე, დაუყოვნებლივ უნდა ამოიღოს. ისტორიის დასასრული».
ვრცელ განცხადებაში, Binance-მა SEC-ის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი «ამერიკის როლს, როგორც ფინანსური ინოვაციებისა და ლიდერობის გლობალური ცენტრის როლს, ძირს უთხრის». Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა ასევე დატვიტა, რომ აღსრულების გზით კრიპტოვალუტის რეგულირების მიდგომა «ამერიკას ზიანს აყენებს».
Vox-ის ჟურნალისტის, სარა მორისონისთვის მიწოდებულ განცხადებაში, Coinbase-ის მთავარი იურიდიული ოფიცერი და გენერალური მრჩეველი, პოლ გრევალი იმ მიდგომაზე წუხდა, რომელიც SEC-ს ამა თუ იმ კრიპტო ბირჟის წინააღმდეგ აქვს.
სტარკის აზრით, დიდი შანსია, რომ SEC-მა გაიმარჯვოს. «SEC-მა კრიპტოვალუტის სფეროში 150-მდე საქმე მოიგო». — ამბობს სტარკი. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეებიდან ბევრი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განხილული, SEC-ის გამოცდილება მაინც უდიდესია. თუ უახლესი საჩივრები სასამართლოს დღის წესრიგში დადგება, ბირჟები SEC-ის მარეგულირებელ წესებს აუცილებლად უნდა დაემორჩილონ — და თუ არა, ისინი შეიძლება აშშ-ში დაიუროს. შესაძლებელია, რომ Binance-მა და Coinbase-მა (და სხვა ბირჟებმა) ოპერაციები შეწყვიტონ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კლიენტები ფულის გამოტანას ვერ შეძლებენ.
რა აწუხებს SEC-ს?
ცალკეული კრიპტო-ინვესტორების შეშფოთების მკაფიო მიზეზები არსებობს: SEC-მა Binance US-ის აქტივების გაყინვის შესახებ სასამართლოსგან გადაუდებელი ბრძანება მოითხოვა. სტარკის თქმით, ეს ნაბიჯი იმაზე მიანიშნებს, რომ SEC-ს ძლიერი მტკიცებულებები აქვს და თვლის, რომ საქმეს აუცილებლად მოიგებს.
ინვესტორების სახსრები რისკის ქვეშაა: როგორც გახსოვთ, კლიენტებისთვის ფულის დაბრუნება, სხვა კრიპტო ბირჟას, FTX-ს გაუჭირდა, რადგან კომპანიის ფინანსური ჩანაწერები ისეთი არეულია, რომ ძნელია იმის გარკვევა, თუ რა არის დაკარგული და რა მოპარული.
საჩივარი აშშ-ში დაფუძნებული Coinbase-ის წინააღმდეგ ამტკიცებს, რომ ეს არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაა, რომელიც კლიენტებს რისკის ქვეშ აყენებს. Binance-ის წინააღმდეგ საქმე, რომელიც საერთაშორისო დონეზე მოქმედებს უფრო ღრმავდება და სავარაუდო თაღლითობებს ასახავს. ბირჟისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ჩანპენგ ჟაოს წინააღმდეგ წარდგენილი 13 ბრალდება, FTX-ისა და მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, სემ ბანკმენ-ფრიდის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს ძალიან გავს.
სააგენტო ასევე ჟაოს საკუთრებაში არსებულ ცალკეულ სავაჭრო კომპანიას Binance US-ზე კრიპტოვალუტის მოცულობის ხელოვნურად გაბერვასა და ბაზრის უკანონო მანიპულაციის ტაქტიკაში ადანაშაულებს. SEC-ის თავმჯდომარემ, გარი გენსლერმა პრესრელიზში თქვა, რომ ჟაო და მისი კომპანია «ჩართული იყვნენ მოტყუების ფართო ქსელში, ინტერესთა კონფლიქტში, გამჟღავნების ნაკლებობასა და კანონისგან თავის არიდებაში».
რატომ ახლა?
კრიპტობირჟები უკვე დიდიხანია არსებობს, მაშინ რატომ ახლა და არა მანამდე? კრიპტო ჰაიპის დიდი ნაწილი მოკვდა, განსაკუთრებით გასულ შემოდგომაზე FTX-ის ჩამოშლის შემდეგ, რამაც საზოგადოების სიფრთხილეს შეუწყო ხელი. SEC-მა ასევე ცოტა ხნის წინ ბაიდენის ადმინისტრაციისგან მტკიცე მხარდაჭერა მიიღო — მთავრობა აპირებს, სააგენტოებთან კრიპტოვალუტის რეგულირებაზე იმუშაოს.
«ვფიქრობ, რომ SEC ეტაპზეა, სადაც მათ ნამდვილად სჭირდებათ მნიშვნელოვანი ზომების მიღება, რაც ხელს შეუწყობს იმას, რასაც ისინი უფრო ფართოდ ამბობდნენ კრიპტო ინდუსტრიის შესახებ». აღნიშნა უაითმა.
გახმაურებული საჩივრების გარდა, SEC კრიპტო აღსრულების განყოფილებას და ბიუჯეტს აძლიერებს; 2021 ფისკალურ წელს სააგენტომ კონგრესისგან 1,9 მილიარდი აშშ დოლარის ბიუჯეტი მოითხოვა, ხოლო 2024 ფისკალური წლისთვის ის 2,4 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს.
რას ნიშნავს ეს მათთვის, ვისაც ფული აქვს ამ ბირჟებზე? როგორც Bloomberg-ის მიმომხილველი, მეტ ლევინი ხუმრობით ამბობს: «თუ თქვენ კრიპტოვალუტით ვაჭრობთ, უბრალოდ ვერ იქნებით ზედმეტად გულგრილი აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კანონის მკაცრი დაცვის მიმართ».
რა მოუვა ახლა კრიპტოვალუტას?
კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნეს პროფესორის, ციამაკ მოალლემის თქმით, SEC-ის საჩივრების შედეგს სასამართლოში შეიძლება წლები დასჭირდეს. მაგალითად, SEC-მა საჩივარი ციფრული გადახდის ქსელის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში შეიტანა. ეს საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
«ვვარაუდობთ, რომ ეს საჩივრები სასამართლოში დიდხანს იქნება, არ მგონია, რომ არსებობდეს სცენარი, რომელშიც Coinbase ან Binance — განსაკუთრებით Binance თავსებადია». — ამბობს უაითი. «ზოგადად კრიპტოვალუტის ბიზნეს მოდელი მოქმედი რეგულაციების შეუსრულებლობას ეყრდნობა». მათი ბიზნეს მოდელი არის «მარეგულირებელი არბიტრაჟი»:
გამოსავალი კრიპტომეგობრული ქვეყნებისკენ გეზის აღებაა. მაგალითად, FTX-ის სათაო ოფისი ბაჰამის კუნძულებზე იყო. აქ ერთ-ერთი შესაძლო სცენარი არის ის, რომ სასამართლო პროცესები შეიძლება დასრულდეს იმით, რომ Binance ოპერაციებს შეერთებულ შტატებში შეწყვეტს, ხოლო Coinbase მთლიანად დაიხურება.
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები”
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა.