ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან

ბოლო წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტამ ფულის აღქმისა და გამოყენების რევოულიცია მოახდინა. დეცენტრალიზირებული ბუნებით, უსაფრთხო ტრანზაქციებითა და ანაზღაურების პოტენციალით, კრიპტომ ინვესტორების, ტექნოლოგიების ენთუზიასტებისა და ბიზნესის ყურადღება მთელ მსოფლიოში მიიპყრო. 

1 კომენტარი
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან

ბოლო წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტამ ფულის აღქმისა და გამოყენების რევოულიცია მოახდინა. დეცენტრალიზირებული ბუნებით, უსაფრთხო ტრანზაქციებითა და ანაზღაურების პოტენციალით, კრიპტომ ინვესტორების, ტექნოლოგიების ენთუზიასტებისა და ბიზნესის ყურადღება მთელ მსოფლიოში მიიპყრო. 

გამონაკლისი არც საქართველოა — ქვეყანა ცდილობს, თანამედროვე ტენდენციებს ფეხი აუწყოს. კრიპტოვალუტის წარსულ, ამჟამინდელ და მომავალ მდგომარეობაზე, კრიპტო ბაზარი-Crypto bazar-ის დამფუძნებელი, ავთანდილ კუჭავა გვესაუბრა, რომელიც საქართველოში კრიპტოინდუსტრიის განვითარებაზე უკვე დიდი ხანია ზრუნავს.

კრიპტო ბაზარი ნებისმირ დამწყებს საშუალებას აძლევს, საგანმანათლებლო ვიდეობითა და დისკუსიებით საკმარისი ცოდნა დააგროვოს, ხოლო უკვე გათვითცნობიერებული ადამიანს უფრო მეტი გამოცდილებისა და აზარტის დაგროვებაში ეხმარება.

საინტერესოა, რა არის კრიპტო, რისთვის ვიყენებთ, როგორია ამ კუთხით ვითარება საქართველოში? ამ კითხვებზე გასაგები და კომპეტენტური პასუხები ავთანდილ კუჭავამ გაგვცა, რომლებსაც სტატიაში გთავაზობთ.

— რა არის და რაში გამოიყენება კრიპტო?

— ყოველთვის ვცდილობ, კრიპტოს მნიშვნელობა და დანიშნულება მარტივად ავხსნა — ეს ვალუტის დეცენტრალიზებული ფორმაა, რომელიც blockchain ტექნოლოგიაზე მუშაობს. ნებისმიერი განხორციელებული ტრანზაქცია კომპიუტერების ქსელში აღირიცხება. კრიპტო მხოლოდ ციფრულია და ანალოგი არ აქვს. ტრადიციული ცენტრალიზებული საბანკო სისტემებისგან განსხვავებით, კრიპტოვალუტა დეცენტრალიზებულ რეჟიმში ფუნქციონირებს. მას არც ერთი სუბიექტი არ აკონტროლებს, როგორიცაა მთავრობა ან ცენტრალური ბანკი. ასევე, გამოიყენება კრიპტოგრაფიული ტექნიკა, რომელიც ტრანზაქციების გაყალბებას ძალიან ართულებს. კრიპტოვალუტის მთავარი გამოყენება ინვესტიცია და ვაჭრობაა. ადამიანები ყიდულობენ და ფლობენ კრიპტოვალუტებს იმ მოლოდინით, რომ დროთა განმავლობაში მათი ღირებულება გაიზრდება.

— რა უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლებმა იმისთვის, რომ კრიპტოვალუტით მომგებიანად ივაჭრონ?

— უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიმახსოვრონ, რომ უფასო ფული არ არსებობს. ამის შემდეგ მთავარია გაიზრონ, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობა რისკებს შეიცავს და მოგების 100%-იანი გარანტია არ არსებობს. მნიშვნელოვანია კრიპტოვალუტის ბაზრის საფუძვლიანი გამოკვლევა და შესწავლა, რაშიც ჩვენი პლატფორმა დაეხმარებათ. აუცილებელია, შეიმუშავოთ კარგად განსაზღვრული სავაჭრო გეგმა, რომელიც თქვენს საინვესტიციო მიზნებსა და რისკებისადმი ტოლერანტობას მოიცავს. ამასთან ერთად, ემოციებს შეუძლიათ სავაჭრო გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინონ და იმპულსური ქმედებები გამოიწვიონ. ამიტომ, ვაჭრობისას ემოციების კონტროლი უნდა ვისწავლოთ.

— რა გავლენა მოახდინა კრიპტო ზამთარმა, როგორც კრიპტო ბაზარზე, ისე კრიპტოს რეპუტაციაზე?

— კრიპტო ინდუსტრიაში მყოფ ნებისმიერ კომპეტენტურ ადამიანს ამ თემაზე ერთადერთდი და სწორი მოსაზრება გააჩნია. ისტორიული ზრდის შემდეგ მოულოდნელი დაღმასვლა დაიწყო. კრიპტო ზამთრის პერიოდში კრიპტოვალუტების ფასები მნიშვნელოვნად დაეცა. ამან თავდაპირველად, მრავალი ინვესტორისთვის ღირებულების დაკარგვა და მთელი კრიპტო ბაზრის საბაზრო კაპიტალიზაციის შემცირება გამოიწვია. თუმცა, ყველა მალევე მიხვდა, რომ პრობლემა არა კრიპტოში, არამედ მთლიანად ეკონომიკურ კრიზისში იყო. აშშ-ში 3 ტრადიციული ბანკი გაკოტრდა, რომელთაგან მხოლოდ სახელებიღა არის დარჩენილი. ხანგრძლივმა ვარდნამ მრავალი სუსტი პროექტის და თაღლითობის ჩავარდნა გამოიწვია — ეს პროექტები ადრე თუ გვიან მაინც კრახით დასრულდებოდა. გახანგრძლივებულმა კრიპტო ზამთარმა, ცხადია, კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მიმართ ნდობა დაარღვია, თუმცა, ვფიქრობ, ინდუსტრიამ ნდობის დაბრუნება მაინც მოახერხა. პროექტებმა, რომლებსაც ძლიერი ტექნოლოგიური საფუძველი და რეალურ სამყაროში გამოყენების შემთხვევები ჰქონდათ, ყურადღება და აღიარება დაიმსახურეს. ამ პერიოდში გაკოტრებული კრიპტო ბირჟები ჩვეულებრივად საბანკო სისტემებით მუშაობდნენ და კრიპტოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ. 

— ეროვნული ბანკი კრიპტოკომპანიების ლიცენზირებას გეგმავს — რას შეცვლის ეს ბაზარზე და როგორ აისახება ეს ეკოსოსტემაზე? 

— უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ ეროვნულ ბანკთან ქართული ბაზრის არცერთ მთავარ მოთამაშეს არ უთანამშრომლია. არაერთხელ მოვითხოვეთ მათთან შეხვედრა და რეგულაციების ერთად გავლა, თუმცა, უშედეგოდ. ცხადია, ეს სიახლე არ არის — ევროპის და სხვა კონტინენტის ქვეყნებიც მსგავს რეგულაციებს იღებენ. თუმცა, ჩვენთან რის შემოტანასაც ცდილობენ, არა კონკურენციის, არამედ მონოპოლიის გაზრდას ემსახურება. ამ სიახლეს არც ბაზარზე და არც ეკოსისტემაზე პოზიტიური გავლენა არ ექნება. მკაცრი შეზღუდვები ყველაფერს შეანელებს, კომპანიები ჩვენი ქვეყნით აღარ დაინტერესდებიან და რეგიონში მყოფი სხვა ქვეყნები მალევე გადაგვასწრებენ. ეროვნულ ბანკს კითხვაზე, როგორ გავუწიოთ აზიურ და სხვა წამყვან ბაზრებს კონკურენცია, პასუხი არ აქვს.

— არის თუ არა მნიშვნელოვანი კრიპტო კომპანიები საქართველოში?

— მაშინ, როცა ჩვენს საქმიანობას ვიწყებდით, მნიშვნელოვანი კრიპტო კომპანიები, ფაქტობრივად, არ არსებობდნენ. ამჟამად საქართველოში 100-ზე მეტი კომპანია არსებობს, რომლებიც ქვეყანაში კრიპტო ინდუსტრიის განვითარებაზე ზრუნავენ. რაც ყველაზე მთავარი და დამაიმედებელია, მცდელობები არის. თუ ისეთი იურიდიული და ფინანსური სივრცე გვექნება, რომელიც ამ კომპანიებს გაცილებით დიდ კომფორტს შეუქმნის, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

— რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება კრიპტოსთან დაკავშირებით?

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმასთან შედარებით, როცა ჩვენს პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, ყველა, განსაკუთრებით ჩვენი მაყურებლები, ამ სფეროში 10-ჯერ და 100-ჯერ არინ გაზრდილნი. კითხვების შინაარსსაც რომ გადავხედოთ, თუნდაც გადაცემის კომენტარებში დასმულს — სად და როგორ ვიყიდო, როგორ მივაბა საფულე და სხვა — შეიცვალა უფრო პროფესიონალური და კომპეტენტური კითხვებით — ფედერალური რეზერვები რა ეკონომიკურ მაჩვენებლებს დებენ, CPI და PPI რა არის. მოკლედ, დღეს უკვე სხვა დისკუსიები გვაქვს. ამას გარდა, საკუთარი event გვაქვს — წინა წელს 200 ადამიანი გვყავდა, წელს კი 600-მდე ადამიანს ველოდებით. ცოდნისა და დაინტერესების დონე წარმატებით იზრდება. რაც მთავარია უკვე ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს, რომლებიც მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობენ.

— როგორი ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით?

იქამდე, სანამ რეგულაციები გამოჩნდებოდა, ყველაფერი სტაბილურად მიდიოდა. კერძო პირებმა, მოთამაშეებმა ამ პროცესს ძალიან დიდი ბიძგი მივეცით. ეს რეგულაციები კონკრეტულ ბარიერებს გააჩენს — მიმზიდველები აღარ ვიქნებით. რაც შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას, მაგალითად, თურქეთში უკვე ვხვდებით მსგავს მკაცრ მიდგომას, რაც ქვეყანაზე ცუდად აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე გაცილებით დიდი ბაზარია, ბევრი კომპანია იქ ინვესტირებას ერიდება, რადგან ხარჯი ძალიან მაღალი იქნება. ამიტომ, ძირითადად, აზიის ბაზარს ამჯობინებენ. ჩვენ მხოლოდ ჩვენს რეგიონში მყოფ ქვეყნებს არ ვეჯიბრებით. გვიწევს, კონკურენცია აზიურ ქვეყნებს გავუწიოთ, სადაც გადასახადი ნულოვანი და ყველაფერი გაცილებით მარტივია. წელს დაამატეს დღგ 5%, რაც, ფაქტობრივად, არაფერია. თუ ამ სფეროში წარმატება გვსურს, აუცილებელია, კომპანიებს კომფორტი შევუქმნათ, რამე საინტერესო უნდა მოვიფიქროთ. თუ ამას ვერ შევძლებთ, არასდროს არავისთვის მიმზიდველნი არ ვიქნებით.

— როგორია კრიპტოვალუტების სამომავლო პერსპექტივა საქართველოში?

ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა ივნისში იქნება შესაძლებელი. ახალი პროექტი გვაქვს დაწყებული და ქართული ბაზრიდან გასვლას ვაპირებთ იმის გამო, რომ ჩვენთვისაც კი ეს ბაზარი მიმზიდველი აღარ არის. არ ვიცი, როგორია კრიპტოვალუტის სამომავლო პერსპექტივა საქართველოში — ფაქტია, რომ რამდენიმე მოთამაშე ბაზრის დატოვებას ვგეგმავთ. მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში დავიბადეთ და გავიზარდეთ, შეიძლება გადაცემის მცირე ნაწილი დავტოვოთ. ძირითადი მიმართულება აზია და აშშ იქნება.

როგორ ვიყიდოთ გავყიდოთ და გავაქეშოთ კრიპტოვალუტა საქართველოში
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და «გავაქეშოთ» კრიპტოვალუტა საქართველოში
თემის მიხედვით
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და «გავაქეშოთ» კრიპტოვალუტა საქართველოში


ასევე წაიკითხეთ
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა. 
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
განხილვა
0

გამარჯობატ მაქვს sensecap-ის მაინერი და რატომღაც შემიცვალა კტიპტო ვალიუტა იყო HNTდა გახდა IOT როგორ გავანაგდო წინასწარ გიხდით მადლობას.