ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

კრიპტოსამყაროს ერთ-ერთი “ბოსი”, დო კვონი მონტენეგროში დააკავეს

სამხრეთ კორეის პოლიციის ცნობით, კრიპტოსამყაროს ერთ-ერთი «ბოსი», დო კვონი. რომელიც 40 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების terraUSD-ისა და Luna-ს ტოკენების ჩამოშლისა და განულების უკან დგას, მონტენეგროში დააკავეს. 

კომენტარის დატოვება

2023 წლის დასაწყისში, აშშ-ს მარეგულირებლებმა კვონი და მისი კომპანია, Terraform Labs მრავალი მილიარდი აშშ დოლარის თაღლითობით მითვისებაში დაადანაშაულეს, რაც ძირითადად ფასიან ქაღალდებსა და კრიპტო აქტივებს ეხება.

გასული წლის სექტემბერში, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ კვონზე დაპატიმრების ორდერი გასცა, რადგან თვლიდნენ, რომ Terraform Labs-მა კაპიტალის ბაზრის წესები დაარღვია.

კვონმა ადრე უარყო, რომ იმალებოდა. თუმცა, თავისი ზუსტი ადგილმდებარეობა არასდროს გაუმხელია. სამხრეთ კორეის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ კვონი სერბეთში იყო. ამ ორ ქვეყანას  ექსტრადაციის ხელშეკრულება არ აქვს დადებული, ამიტომ მოლაპარაკებებისთვის ბელგრადში ოფიციალური პირები გაგზავნეს. 

კვონის დაკავების შესახებ ინფორმაცია პირველად მონტენეგროს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფილიპ აჯიჩმა გაავრცელა. მან დატვიტა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ძებნილი დედაქალაქში, პოდგორიცას აეროპორტში დააკავეს.

აჯიჩმა დასძინა, რომ ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ყალბი დოკუმენტებითა და სახელით მოგზაურობდა. მისი თქმით, ინფორმაციის გავრცელებამდე, ხელისუფლება კაცის ვინაობის ოფიციალურ დადასტურებას ელოდებოდა.

სამხრეთ კორეის პოლიციამ თითის ანაბეჭდის საშუალებით დაადასტურა, რომ მონტენეგროში დაკავებული ეჭვმიტანილი კვონი იყო. 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რომელიც მანჰეტენის აშშ-ის რაიონულ სასამართლოში გამოქვეყნდა, კვონს ბრალი ფასიანი ქაღალდების თაღლითობაში, საქონლის თაღლითობასა და შეთქმულებაში ედება.

თებერვალში, აშშ-ს ფინანსურმა მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ კვონმა და სინგაპურში დაფუძნებულმა Terraform Labs-მა მომხმარებლებს სწორი და საჭირო ინფორმაცია არ მიაწოდეს, რამაც ინვესტორები შეცდომაში შეიყვანა და საბოლოოდ ორი ტოკენის ჩამოშლა გამოიწვია.

ამან მსხვილი კრიპტოვალუტების მასობრივი გაყიდვა გამოიწვია როგორიცაა Bitcoin, Ethereum და Tether. შედეგად, ტერმინი cryptocrash ონლაინ ტრენდი გახდა.

«ვდარდობ იმ ტკივილის გამო, რაც ჩემმა გამოგონებამ ყველას მოგაყენათ». — განაცახდა კვონმა TerraUSD-სა და Luna-ს ჩამოშლის შემდეგ.

ახალი ვაკანსიები საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
ახალი ვაკანსიები საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
თემის მიხედვით
ახალი ვაკანსიები საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
ამერიკული კრიპტო ბანკი Silvergate ჩამოიშალა
ამერიკული კრიპტო ბანკი Silvergate ჩამოიშალა
თემის მიხედვით
ამერიკული კრიპტო ბანკი Silvergate ჩამოიშალა
FTX-ის ყოფილ CEO-ს სემ ბანკმენ-ფრიდს ოთხი ახალი ბრალდება წარუდგინეს
FTX-ის ყოფილ CEO-ს, სემ ბანკმენ-ფრიდს ოთხი ახალი ბრალდება წარუდგინეს
თემის მიხედვით
FTX-ის ყოფილ CEO-ს, სემ ბანკმენ-ფრიდს ოთხი ახალი ბრალდება წარუდგინეს

ასევე წაიკითხეთ
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
კრიპტო ბაზარი საქართველოში — ინტერვიუ ავთანდილ კუჭავასთან
ბოლო წლების განმავლობაში, კრიპტოვალუტამ ფულის აღქმისა და გამოყენების რევოულიცია მოახდინა. დეცენტრალიზირებული ბუნებით, უსაფრთხო ტრანზაქციებითა და ანაზღაურების პოტენციალით, კრიპტომ ინვესტორების, ტექნოლოგიების ენთუზიასტებისა და ბიზნესის ყურადღება მთელ მსოფლიოში მიიპყრო. 
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
კრიპტო ვალუტა, ბიტკოინი, ბლოკჩეინი, კრიპტო ბირჟა, კრიპტო საფულე — ტერმინები, რომლებიც დღევანდელ ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებს აერთიანებს თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან ტენდენციას წარმოადგენს. ბევრისთვის ეს თაღლითობაა, ბევრისთვის — გამდიდრების გზა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ფაქტია, ციფრული ვალუტა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გიხსნით, რა არის კრიპტოვალუტა, როგორ მუშაობს და როგორაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. 
ქართული CityPay.io და Binance პარტნიორები გახდნენ
ქართული CityPay.io და Binance პარტნიორები გახდნენ
ქართული CityPay.io და Binance პარტნიორები გახდნენ
FTX-ის ყოფილ CEO-ს, სემ ბანკმენ-ფრიდს ოთხი ახალი ბრალდება წარუდგინეს
FTX-ის ყოფილ CEO-ს, სემ ბანკმენ-ფრიდს ოთხი ახალი ბრალდება წარუდგინეს
FTX-ის ყოფილ CEO-ს, სემ ბანკმენ-ფრიდს ოთხი ახალი ბრალდება წარუდგინეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.