ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

VOX: არ დანიშნოთ საქმიანი შეხვედრები შუადღის 4 საათის შემდეგ

ჰიბრიდული სამუშაო ახალი გამოცდილებაა და მას ყველაფრის განადგურებაში ადანაშაულებენ.

კომენტარის დატოვება
VOX: არ დანიშნოთ საქმიანი შეხვედრები შუადღის 4 საათის შემდეგ

ჰიბრიდული სამუშაო ახალი გამოცდილებაა და მას ყველაფრის განადგურებაში ადანაშაულებენ.

Wall Street Journal-ის ცნობით, ბოლო დროს, ჰიბრიდული სამუშაო  4-დან 6 საათამდე შეხვედრების დაგეგმვას აშკარად ართულებს, რადგან დასაქმებულები სამსახურს სკოლიდან ბავშვების გამოსაყვანად ან სავარჯიშოდ ცოტა ადრე ტოვებენ. ზოგიერთი თანამშრომელი გაცდენილ საათებს საღამოს ხელახლა შესვლით ანაზღაურებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები ცდილობენ, სამუშაოსა და დანარჩენ ცხოვრებას შორის კომპრომისი იპოვონ.

ზოგიერთი მენეჯერი წუხს, რომ ეს მათი გუნდის ნაყოფიერებას ართულებს, რადგან სამსახურში საქმის დასრულება, როგორც ჩანს, ყველას ერთდროულად ყოფნასა და ძალისხმევას მოითხოვს. საღამოს 4-დან 6 საათამდე — ხანგრძლივი სამუშაო დღის ბოლო საათები, როდესაც ბევრი საუკეთესოდ ვეღარ აზროვნებს — შეხვედრის დაგეგმვა კარგი იდეა არ არის.

«ადამიანები დღის ამ მონაკვეთში არ არიან ისეთი პროდუქტიულები, როგორი, მაგალითად, დილას». — თქვა Gartner-ის HR პრაქტიკის დირექტორმა, კეიტლინ დაფიმ. გარდა ამისა, პროდუქტიულობის წახალისების უკეთესი გზები არსებობს, როგორიცაა შეხვედრების დაგეგმვა, როდესაც ხალხი ფხიზელი და ხელმისაწვდომია.

«მიუხედავად იმისა, რომ არსებობს აზრი, რომ თქვენ ვერ შეძლებთ წინასწარ განსაზღვროთ, როდის იქნება ხალხი ხელმისაწვდომი ან შეიძლება ყველა ერთდროულად ხელმისაწვდომი არ იყოს, არ ნიშნავს იმას, რომ საქმის შესრულება უფრო რთულია». — თქვა დაფიმ. — «ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენ თქვენი გუნდისთვის ჰიბრიდული სამუშაოს ოპტიმიზაციას არ აკეთებთ».

დაფი გვირჩევს, რომ გუნდები მათი ხელმისაწვდომობის შესახებ გულწრფელები იყვნენ, რათა მენეჯერებმა ეს ინფორმაცია ნორმების დასადგენად გამოიყენონ — როდესაც მოსალოდნელია, რომ ხალხი შეხვედრებისთვისა და სხვა ერთობლივი აქტივობებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

«ვიმედოვნებ, რომ პროდუქტიულობას იმ შეხვედრების რაოდენობით არ განვსაზღვრავთ, რომელშიც ვიმყოფებით». — განუცხადა Vox-ს Slack-ის კვლევისა და ანალიტიკის SVP-მა, კრისტინა იანცერმა. 

მისმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები ძალიან ბევრ შეხვედრას ესწრებიან. თუმცა 40%-ზე მეტი უბრალოდ ამოსაშლელია — ბევრი შეხვედრა შეიძლება იყოს უბრალოდ ელექტრონული.წერილი ან Slack საუბარი.

«შეხვედრებზე ნაკლები დროის დახარჯვა პროდუქტიულობას არ აზარალებს». — თქვა იანცერმა.

ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ დისკუსიაში უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ პროდუქტიულობის მაჩვენებელი თეთრსაყელოიანი სამუშაოების სამყაროში წარმოუდგენლად რთული გასაზომია. ბევრი მენეჯერი პროდუქტიულობის შეფასებისთვის ახალი გზების პოვნას ცდილობდა, რადგან პანდემიის დროს დისტანციურ სამუშაოზე გადასვლა ნიშნავდა იმას, რომ მათ თანამშრომლების კონტროლი ნაკლებად შეეძლოთ. 

Microsoft-ის სამუშაო ტენდენციის ინდექსის მიხედვით, დასაქმებულთა დაახლოებით ნახევარი — მაჩვენებელი უფრო მაღალია ქალებისა და მშობლების შემთხვევაში — ამბობს, რომ ისინი ოჯახს, პირად ცხოვრებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას სამსახურზე წინ აყენებენ — უფრო მეტად, ვიდრე პანდემიამდე. და ეს, შესაძლოა, კარგია, როგორც ინდივიდებისთვის, ასევე მათი საქმისთვის.

მშობლები ყოველთვის ფიქრობდნენ, რა უნდა მოეხერხებინათ შვილებისთვის სკოლის შემდეგ, რომელიც, როგორც წესი, სამუშაო დღეზე ადრე მთავრდება. ეს შეუსაბამობა მათთვის სტრესის უზარმაზარი წყარო იყო, რომლის შემსუბუქებაშიც დისტანციური და ჰიბრიდული მუშაობა დაეხმარათ. სამუშაოს მიღმა მათი მოთხოვნები უფრო მარტივად მართვადი გახდა — დისტანციური და მოქნილი სამუშაო, ფაქტობრივად, ყველა თანამშრომლისთვის სიკეთე იყო.

გვიან შეხვედრებზე თანამშრომლების დატოვებით, დიდია შანსი, რომ პროდუქტიულობის მაჩვენებელმა კი არ მოიმატოს, არამედ დაიკლოს. ასეთი კომპანიები შეიძლება არამიმზიდველ სამუშაო ადგილებად იქცეს. ჰიბრიდული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის, Scoop Technologies-ის მონაცემებმა ცოტა ხნის წინ აჩვენა, რომ კომპანიები, რომლებიც დისტანციურ ან ჰიბრიდულ მუშაობას გვთავაზობენ,  თანამშრომლების რაოდენობას ბევრად უფრო სწრაფად ზრდიან, ვიდრე მკაცრი მოთხოვნების მქონე კომპანიები.

დისტანციური ან ჰიბრიდული სამუშაოს ყველასთვის ფუნქციონირება გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ძველ სტილზე დაბრუნებას ცალსახად სჯობს. ეს ნიშნავს, რომ მენეჯერებმა თავიანთი თანამშრომლებისგან ინფორმაცია უნდა მიიღონ, ერთობლივი ან ორიენტირებული სამუშაოსთვის იდეალური დრო შეარჩიონ. შემდეგ კი დააწესონ ნორმები, რომლებსაც ყველა დაიცავს.

«დილა მშობლისა და შვილის ურთიერთობაში ჯადოსნური დროა, ამიტომ შუადღე შეხვედრისთვის საუკეთესოა». — თქვა Boston Consulting Group-ის მმართველმა დირექტორმა და უფროსმა პარტნიორმა, დები ლოვიჩმა.

მუშაობა = ცხოვრებას: როგორ ეხმარება „ჩუმი გათავისუფლება“ პროდუქტიულობის გაზრდას
მუშაობა = ცხოვრებას: როგორ ეხმარება «ჩუმი გათავისუფლება» პროდუქტიულობის გაზრდას
თემის მიხედვით
მუშაობა = ცხოვრებას: როგორ ეხმარება «ჩუმი გათავისუფლება» პროდუქტიულობის გაზრდას


ასევე წაიკითხეთ
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის „ორი წუთის წესი“ გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის „ორი წუთის წესი“ გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
ჯეიმს ქლიერი: რატომ არის „ორი წუთის წესი“ გრძელვადიანი ჩვევების ჩამოყალიბების გასაღები
11 აპრილს, სან-ფრანცისკოში, BetterUp’s Uplift-ის სამიტზე ცნობილმა ავტორმა და სპიკერმა, ჯეიმს ქლიერმა, რომელიც ყველაზე ცნობილი New York Times-ის ბესტსელერი წიგნითაა («ატომური ჩვევები», «Atomic Habits»), ჩვევების ჩამოყალიბების გასაღების შესახებ ისაუბრა.
ციფრული მომთაბარეებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 24-ე ადგილზეა
ციფრული მომთაბარეებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 24-ე ადგილზეა
ციფრული მომთაბარეებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო 24-ე ადგილზეა
VisaGuide-მა შეადგინა საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი ციფრული მომთაბარეებისთვის 2024 წლისთვის. ლიდერი ესპანეთია. საქართველო კი რეიტინგში 24-ე ადგილს იკავებს. 
საუკეთესო კურსები პროდუქტიულობისთვის 2024 წელს
საუკეთესო კურსები პროდუქტიულობისთვის 2024 წელს
საუკეთესო კურსები პროდუქტიულობისთვის 2024 წელს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.