ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ვინ მიიღო GITA-ს 25000 ლარიანი გრანტები იმერეთში, გურიასა და აჭარაში 

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ იმერეთში, გურიასა და აჭარაში 25 ათასლარიანი საგრანტო პროგრამა გამოაცხადა და გამარჯვებულებიც გამოავლინა.

კომენტარის დატოვება

GITA-ს განცხადებით, საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი, ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

გამარჯვებულები არიან: 

იმერეთი: 

კარდიოსტიმი — პროექტის მიზანია ინოვაციური პეისმეიკერის (არითმიის მარეგულირებელი) პროტოტიპის შექმნა, რომელიც გაუმარტივებს ცხოვრებას ადამიანებს გულის პრობლემებით

იმერელო — პროექტი მიზნად ისახავს ფრინველთა კონტროლის უნივერსალური გადაწყვეტილების შექმნას AI პლატფორმის მეშვეობით, მცირე და საშუალო ზომის აგრო მეწარმეებისთვის. 

გურია: 

ჩემია — პროექტის მიზანია შეიქმნას აპლიკაცია — ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია, რომელშიც მომხმარებელს სამოსის ონლაინ მორგება შეეძლება. 

GELA — პროექტის მიზანია, შეიქმნას ონლაინ პლატფორმა, რომელიც დააკავშირებს ერთმანეთთან ფერმერებსა და მომხმარებლებს და მისცემს მათ შესაძლებლობას, შუამავლის გარეშე შეძლონ საკუთარი პროდუქტის გაყიდვა.

აჭარა: 

საბათქაშე ცემენტი — ინოვაციური საბათქაშე ცემენტისა და დანამატის შექმნა და მასშტაბური წარმოება

Upskill — სტარტაპის მიზანია თანამედროვე ორგანიზაციებს ჰქონდეთ ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც შეეძლებათ თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის განსაზღვრა, ამაღლება, კარიერული განვითარების დაგეგმვა და სწავლება სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად, თანამშრომლებისთვის დაბალი სტრესისა და მაქსიმალური თავისუფლების პირობებში.

BCA Health Club — ჯანსაღი ცხოვრების დანერგვა ორგანიზაციებსა და კომპანიებში.

Kartvelian Legends — მობილური თამაში ქართული მითოლოგიისა და ზღაპრების შესახებ მომხიბლავი და უნიკალური გამოცდილება იქნება მოთამაშეებისთვის. თამაში შთაგონებულია საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, ფოლკლორით, ლეგენდებითა და მითებით.

Kartvelian Legends — ქართულ მოტივებზე დაფუძნებული RPG მობილური თამაში
Kartvelian Legends — ქართულ მოტივებზე დაფუძნებული RPG მობილური თამაში
თემის მიხედვით
Kartvelian Legends — ქართულ მოტივებზე დაფუძნებული RPG მობილური თამაში

კომპანიონი — პროექტის მიზანია კომპანიებსა და კერძო პირებს შესთავაზოს ახალი, ინოვაციური ხელსაწყო, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია ონლაინ შეხვედრებისა და მათი თანმდევი პროცესების ოპტიმიზაციაზე.

MedTur GEORGIA — ონლაინ პორტალი, რომლის საშუალებითაც უცხოელი ტურისტები ეცნობიან, არჩევენ და ჯავშნიან საქართველოში სამედიცინო მომსახურებას. პროექტის მიზანია, ქართული სამედიცინო ტურიზმის ხელშეწყობა.

ქოსთი — პლატფორმის მიზანია არქიტექტურული, საინჟინრო და სამშენებლო სფეროში არსებული პროექტებისათვის კონტრაქტორების მოძიების, შეფასებისა და მომსახურების შესყიდვის დღეს არსებული დეცენტრალიზებული, მექანიკური და არაეფექტური პროცესების ცენტრალიზება და გაციფროვნება, რაც საშუალებას მისცემს სამშენებლო პროექტში ჩართულ მხარეებს ეფექტურად დაგეგმონ და განახორციელონ თავიანთი პროექტები.

საგრანტო პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში. პირველ ეტაპზე აპლიკაციების მიღება გამოცხადდა აჭარაში, იმერეთსა და გურიაში. დაინტერესებულ პირებს 20 თებერვლიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები.

შერჩეულმა სტარტაპებმა გაიარეს ტრენინგები, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და წარდგენას. ტრენინგების გავლის შემდეგ, სტარტაპებმა პროექტები წარუდგინეს კომისიას, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით.  

საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ფიზიკური პირი, გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე დაარეგისტრიროს მეწარმე სუბიექტი შესაბამის რეგიონში.

როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი
როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი
თემის მიხედვით
როგორ აკონტროლებს GITA გაცემულ გრანტებს? — ავთანდილ კასრაძის პასუხი

ასევე წაიკითხეთ
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150-ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტის მორიგი 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოავლინა. 
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან
მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები თბილისში არიან
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.