ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ვიქტორია კვარაცხელიას ახდენილი ოცნება Google-ში

30 წლის ვიქტორია კვარაცხელიას ისტორია დაგარწმუნებთ, რომ ოცნებები ხდება, ამისთვის კი მთავარი სწორი მიზნის დასახვა და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე თავდაუზოგავი მუშაობაა. 

კომენტარის დატოვება
ვიქტორია კვარაცხელიას ახდენილი ოცნება Google-ში

30 წლის ვიქტორია კვარაცხელიას ისტორია დაგარწმუნებთ, რომ ოცნებები ხდება, ამისთვის კი მთავარი სწორი მიზნის დასახვა და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე თავდაუზოგავი მუშაობაა. 

მისი მშობლები აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან არიან. ვიქტორიას დედა ორსულად იყო, როდესაც ომის გამო იძულებულნი გახდნენ, მშობლიური სახლი დაეტოვებინათ და გაქცეულიყვნენ. მათი ახალი თავშესაფარი კი უკრაინა გახდა — აქ დაიბადა ვიქტორიაც. 

ვიქტორია კვარაცხელია
«საკუთარი თავის რწმენა და ოჯახის მუდმივი მხარდაჭერა ყოველთვის მაძლევდა ძალას, მებრძოლა ჩემი ოცნებისთვის, რაც Google-ში მუშაობა იყო. როცა 14 წლის ვიყავი, საქართველოში დავბრუნდით. რამდენიმე წელი მიჭირდა ენის შესწავლაც და ახალ გარემოებასთან შეგუებაც»

სანამ ვიქტორიას მთავარი ოცნება ასრულდებოდა, მანამდე საჭირო იყო დიდი გამოცდილების და ცოდნის დაგროვება. ამ გზის დასაწყისი კი პოლონეთი, ოპოლეს უნივერსიტეტი და ფილოლოგიის ფაკულტეტი გახდა. 

ვიქტორია კვარაცხელია
«ბაკალავრის შემდეგ, მაგისტრატურაც იქ დავამთავრე, სოციალოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობა ძალიან განახვავდებოდა საქართველოს სტუდენტობისგან. აქ ყველა გაძლევს იმის შანსს, რომ ისწავლო და ყველა ლექტორი თანასწორად უყურებს ყველას. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, ინტერნშიპებიც ოპოლეში გავიარე»

სწავლის დასრულების შემდეგ, მალევე ვიქტორიამ მუშაობა ვროცლავში, Majorel-ის კომპანიაში დაიწყო. 

ვიქტორია კვარაცხელია
«Google Ads-ის სპეციალისტი ვიყავი და დიდ კომპანიებს ვეხმარებოდი სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაციაში. ძალიან რთული სამუშაო იყო, ასევე, ძალიან სტრესული, თუმცა, გუგლის სარეკლამო პროდუქტები აქ შევისწავლე, კლიენტებთან მუშაობაც ამ პოზოციამ მასწავლა»

Majorel-ის შემდეგ, სანამ გუგლის გუნდს შეუერთდებოდა, რამდენიმე თვე შვედურ სტარტაპ Centra-ში იმუშავა. როგორც თავად ამბობს, სწორედ ეს რამდენიმე თვე დაეხმარა იმაში, რომ უფრო გლობალური ხედვა ჩამოეყალიბებინა და უკეთ გაეცნო ის ბაზარი, რომელზე მუშაობაც მისი მთავარი ოცნება იყო.

ვიქტორია კვარაცხელია
«გუგლში მუშაობა ყოველთვის მინდოდა. მახსოვს, როცა პირველად ჩამოვედი აქ, რვა წლის წინ, მე და ჩემმა მეგობარმა გუგლის ოფისთან გავიარეთ და ლოგო რომ დავინახე, ვიფიქრე, ნეტავ რა უნდა შევისწავლო და ვინ უნდა გავხდე, რომ აქ ვიმუშაო-მეთქი. მაგ დროს ჯერ კიდევ ვერ ვიფიქრებდი, რომ მართლა არსებობდა მაგის შანსი»

როგორც ვიქტორია გვიყვება, პანდემიის დროს შემთხვევით ნანახი ვიდეო გახდა ის, რის გამოც მისი ოცნება უკვე მიზნად იქცა და ამ მიზნის მიღწევისთვის რეალური ბრძოლა დაიწყო. 

ვიქტორია კვარაცხელია
«შემთხვევით ერთ ვიდეოს ვუყურე გუგლის თანამშრობლებზე სილიკონის ველის კამპუსზე. ჰყვებოდნენ, როგორ მოხვდნენ იქ და რას აკეთებენ, რა მოსწონთ და რატომ აირჩიეს ეს კომპანია. ამის შემდეგ, ბევრი ვიდეო ვნახე კომპანიის კულტურაზე, როგორ აფასებენ თავიანთ თანამშრომლებს. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება — ზუსტად მაშინ გავიფიქრე, რომ როდესმე მეც გავივლი კალიფორნიის ოფისში, როგორც ერთ-ერთი გუგლერი და ასეც მოხდა»

თუმცა, სანამ ოფისში შევიდოდა, იქამდე, რათქმა უნდა, შესაბამისი ვაკანსია და ამ ვაკანსიაზე მისი კვალიფიციურობის დასტური იყო საჭირო. 

ვიქტორია კვარაცხელია
«ვაკანსიები შევამოწმე და ჩემი CV გავაგზავნე ერთ პოზიციაზე, რომელშიც გამოცდილება მქონდა. არ ვიყავი დარწმუნებული, დამირეკავდნენ თუ არა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვემზადებოდი. ბევრ ვიდეოს ვუყურე YouTube-ზე, რა შეიძლებოდა, რომ ეკითხათ. სხვა გუგლერების ვიდეობსაც ვუყურებდი, მინდოდა, უფრო მეტი შემესწავლა კომპანიასა და მათ ეთიკაზე»

საბოლოოდ, ვიქტორისთის 2021 წლის მარტში დადგა ის დღე, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა — გუგლიდან პირველად დაურეკეს და გასაუბრება დაუნიშნეს. 

ვიქტორია კვარაცხელია
«ოთხი ინტერვიუ მქონდა — სატელეფონო საუბარი რეკრუტერთან, Googliness and Leadership, Role related და General Cognitive Ability. ეს იყო ძალიან რთული და გრძელი პროცესი. სამწუხაროდ, ამ პოზიციაზე არ ამიყვანეს, მაგრამ უკუკავშირი მომცეს და იმის მიხედვით უფრო კარგად ვემზადებოდი»

მიუხედავად იმისა, რომ პირველი მცდელობა უარყოფითი პასუხით დასრულდა, ვიქტორია ამბობს, რომ ამან კიდევ უფრო გააძლიერა და კიდევ უფრო მეტად დაიწყო მომზადება. სჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან გუგლის კარი მისთვის გაიღებოდა. 

ვიქტორია კვარაცხელია
«მეორედ როცა გავაგზავნე CV, ვერ ვიჯერებდი, მაგრამ მეორე დღესვე დამირეკა რეკრუტერმა და ისევ ოთხი ინტერვიუ დამინიშნა. ძალიან გამიხარდა, მაგრამ არავისთვის მითქვამს, სანამ ყველაფერს არ გავივლიდი. კითხვები ძნელი იყო, მაგრამ, მთავარია, კრეატიულად მოუდგე პასუხებს, რომ უფრო სასიამოვნო იყოს შენთვის და იმათთვის, ვინც გიტარებს ინტერვიუს. ერთ კვირაში ყველა ინტერვიუ ჩამიტარეს და მეორე კვირას დამირეკა რეკრუტერმა და მითხრა, რომ ძალიან მოვეწონე, იმდენად, რომ შენ გარდა არ უნდათ, სხვა აიყვანონო. მაკანკალებდა და სიხარულისგან ვიტირე. რეკრუტერსაც ძალიან გაუხარდა და ყველანაირად მხარი დამიჭირა. ვერ ვიჯერებდი, რომ ბოლოს და ბოლოს, ჩემი ოცნება ასრულდა»

ვიქტორია ახლა გუგლში, ვროცლავის ოფისში მუშაობს. მისი სამუშაო დღე დილის 09:00 საათზე იწყება და თანამშრომლებთან ერთად დღის განრიგს მიჰყვება. 

ვიქტორია კვარაცხელია
«ჩემი გუნდი გლობალურია და 80-90 თანამშრომლამდე ვართ, მაგრამ ვროცლავის ოფისში მხოლოდ ოთხნი ვართ გუნდში. დილით, როცა ოფისში მოვდივარ, რამე სასწრაფო შეხვედრა თუ არ მაქვს, ვსაუზმობ თანამშრობლებთან ერთად. ერთხელ მზარეულებთან ვსაუბრობდი და შევეკითხე, როდის გააკეთებენ ქართულ კერძებს ლანჩისთვის და მითხრეს, რომ დიდი ხანია, უნდოდათ ქართული კერძების მომზადება. 8 დეკემბერს, როცა დაბადების დღე მქონდა, მოამზადეს ქართული კერძები: მეგრული ხაჭაპური და ღომიც იყო. შოკში ვიყავი»

როგორც ვიქტორია ამბობს, Google არის კომპანია, სადაც ყველანაირად ცდილობენ, განვითარდე, ბევრი ისწავლო და შეცდომები გამოასწორო.

ვიქტორია კვარაცხელია

«ისეთ შესაძლებლობებს, რასაც გუგლი გაძლევს, არც ერთი კომპანია არ გაძლევს». 

გაიცანით  თამთა ასათიანი — თამაშების 21 წლის დეველოპერი
გაიცანით თამთა ასათიანი — თამაშების 21 წლის დეველოპერი
თემის მიხედვით
გაიცანით თამთა ასათიანი — თამაშების 21 წლის დეველოპერი
ნანა ჯანაშია —  IT სპეციალისტი მილიონ-ევროიანი YouTube არხით
ნანა ჯანაშია — IT სპეციალისტი მილიონ-ევროიანი YouTube არხით
თემის მიხედვით
ნანა ჯანაშია — IT სპეციალისტი მილიონ-ევროიანი YouTube არხით


ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.