Viber: როგორ მოვიზიდოთ მომხმარებლები და გავზარდოთ გაყიდვები საკომუნიკაციო აპლიკაციებით
მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინებები ყოველდღიურ ასოცირდება შემთხვევით საუბრებთან, ის გახდა შესანიშნავი არხი მარკეტინგისა და კომერციისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინებები ყოველდღიურ ასოცირდება შემთხვევით საუბრებთან, ის გახდა შესანიშნავი არხი მარკეტინგისა და კომერციისთვის.
— ავტორი ბერინა ტანოვიჩი, Rakuten Viber-ის გაყიდვების დირექტორი
მოდით, ერთად გადავხედოთ მონაცემებს. 2020-იან წლებში ონლაინ შოპინგის სამყარომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რაც უპირველეს ყოვლისა, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ და მათ მიერ მობილური მოწყობილობების გამოყენების კომფორტმა განაპირობა. Datareportal-ის თანახმად, ეს ტენდენციები ჯერჯერობით უცვლელი რჩება.
მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის მომხმარებელთა 92,3%-ს აქვს ინტერნეტთან წვდომა მობილური ტელეფონების საშუალებით, რაც მობილური ტელეფონებით განხორციელებული გაყიდვების ზრდას განაპირობებს.
პარალელურად, 2023 წელს ინტერნეტის ზრდასრული მომხმარებლების 94,8%-ს აქვს ყოველთვიური წვდომა შეტყობინებების აპლიკაციებთან და ჩატებთან.
იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონული კომერციის მრავალი ბრენდი დატვირთული გაყიდვების სეზონისთვის ემზადება, ახლა შესანიშნავი დრო არის გადავხედოთ საკომუნიკაციო აპლიკაციებს. აი, როგორ შეუძლიათ სამესიჯო აპლიკაციებს მომხმარებლების მოზიდვაში, გაყიდვების გაზრდასა თუ განმეორებითი შესყიდვების მიღებაში დაეხმარონ ბრენდებს.
პროდუქტის გაყიდვის პირველი ნაბიჯი ელექტრონული კომერციის ბრენდისთვის არის სათანადო აუდიტორიის მოძიება და მათთვის საკუთარი ბრენდის წარდგენა. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები ხშირად ქუჩაში აწყდებიან მაღაზიების მრავალფეროვან არჩევანს, ელექტრო-კომერციის ბიზნესები განსაკუთრებით პროაქტიულები უნდა იყვნენ თავიანთი მომხმარებლების ძიებისას.
საბედნიეროდ, დღეს ბრენდებს თავიანთი აუდიტორიის მოძიება პირდაპირ მობილური ტელეფონების საშუალებით შეუძლიათ. მაგალითად, Rakuten Viber-ზე ბრენდები მომხმარებელთა სეგმენტს ასაკის, სქესის, მდებარეობისა და ინტერესების მიხედვით ეძებენ.
ამასთან, ისინი იყენებენ სხვადასხვა ტიპის რეკლამას, რომელიც შეიძლება განთავსდეს ჩატებზე, ზარის ეკრანებსა თუ სხვა ხშირად მონახულებულ სივრცეებზე.
მომხმარებლის პირველი შთაბეჭდილება ბრენდზე გადამწყვეტია. ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს მყიდველის აღქმაზე, ხოლო მოგვიანებით მომხმარებლის აზრის შეცვლა შეიძლება გართულდეს.
ახალი აუდიტორიის მოზიდვისას ბრენდებს შეუძლიათ კრეატიულობა გამოიჩინონ, რათა მათზე პოზიტიური შთაბეჭდილება მოახდინონ. ღირს, AR ტექნოლოგიებს გადახედოთ და სახალისო ბრენდირებული ლინზა შექმნათ, რომელსაც ხალხი მეგობრებსა და ოჯახის წევრებს გაუგზავნის;
ან, შექმენით გამორჩეული სტიკერების პაკეტი, რომელიც თქვენი ბრენდის შეტყობინებებს ინტერაქციული გზით გადმოსცემს — განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორიისთვის. ბრენდები Rakuten Viber-ზე ჩამოთვლილ პროდუქტებს საკუთარ ჩატბოტს უკავშირებენ, რასაც მომხმარებელი შესყიდვის შემდეგ ეტაპზე გადაჰყავს.
ბრენდებს შეუძლიათ, გამოიყენონ საკომუნიკაციო აპლიკაციები კითხვებზე პასუხის გასაცემად თუ პერსონალიზებული რეკომენდაციების შეთავაზებისთვის: დაეხმარონ მომხმარებლებს შეარჩიონ სწორი ზომის ტანსაცმელი, აუხსნან დეტალები ზომებთან დაკავშირებით, გასცენ რეკომენდაციები მათ მიერ გამოგზავნილი სურათების მიხედვით და იქონიონ გავლენა მათ გადაწყვეტილებებზე.
დღეს ონლაინ ბაზარზე პროდუქტის არჩევა უფრო ადვილია, ვიდრე საცალო სავაჭრო მაღაზიებში, რადგან ონლაინ სივრცე განსაკუთრებულად ფართო არჩევანს გვთავაზობს. ბრენდებმა უნდა გამოიყენონ ეს ტენდენცია, რადგან მისი ზრდა გარდაუვალია.
ამ ეტაპზე, მომხმარებლებთან ონლაინ კომუნიკაცია, სპეციალური შეთავაზებების გაგზავნა, პროდუქტების ხილვადობა და მომხმარებლების კითხვების მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა.
ინტერნეტ-კომერციის ბრენდებისთვის ასევე სასარგებლოა ჩატბოტები, რომლებიც განუწყვეტლივ უზრუნველყოფენ მომხმარებლების მხარდაჭერას. არანაკლებ მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო აპლიკაციაში ბრენდის იდენტობის შექმნა ოფიციალური გვერდის მეშვეობით, რომელსაც მომხმარებლები ადვილად იპოვიან.
პროდუქტის არჩევის შემდეგ შეუფერხებელი შეკვეთის განთავსებისა და მიწოდების პროცესი აუცილებელია. ამის მიღწევა შესაძლებელია, რეალურ დროში შეკვეთის თვალყურის დევნების, მიწოდების სტატუსის მყისიერი განახლებებისა და მომხმარებელთა მხარდაჭერაზე მარტივი წვდომის უზრუნველყოფით.
ელექტრონული კომერციის ბრენდებს შეუძლიათ მომხმარებლებს შეტყობინება გაუგზავნონ შეკვეთის სტატუსის შესახებ, გაუზიარონ გარანტია, მისცენ მათ შეკვეთების მართვის შესაძლებლობა და სხვა. მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ჩატბოტები, რათა მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია შეკვეთის შესახებ დღის ნებისმიერ დროს.
ამ ეტაპზე საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელზეც თქვენი ბრენდია წარმოდგენილი, უკეთესია, ვიდრე გამყიდველი მაღაზიაში, რადგან ის ყოველთვის თქვენი კლიენტების ხელთაა. მომავალში, სავარაუდოა, რომ ადამიანები უფრო და უფრო მეტად გამოიყენებენ ასეთ პერსონალურ ასისტენტებს ნივთების ყიდვისას.
მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფი, როგორც წესი, ჩართულია გაყიდვების შემდგომ პროცესებში. მათ შეუძლიათ გამოიყენონ საქმიანი შეტყობინებები რთული ან უნიკალური პრობლემების გადასაჭრელად და ჩატბოტებს მისცენ უფრო გავრცელებული და განმეორებადი მოთხოვნების დამუშავების საშუალება.
ბრენდებს ასევე შეუძლიათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, «ჯვარედინად» გაყიდონ მსგავსი პროდუქტები, რომლითაც შეიძლება მათი მომხმარებლები დაინტერესდნენ, მომხმარებლებისგან უკუკავშირი მიიღონ, უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ მომხმარებლებთან და ისინი ბრენდის ერთგულები გახადონ.
მობილური კომერციის მზარდი ტენდენციები და საკომუნიკაციო აპლიკაციების პოპულარობა დიდ გავლენას ახდენს ონლაინ შოპინგზე. მომხმარებლები ახლა უპრობლემო, პერსონალიზებულ და მოსახერხებელ გამოცდილებებს ელიან — და საკომუნიკაციო აპლიკაციებს შეუძლიათ, დააკმაყოფილონ და გადააჭარბონ ამ მოლოდინს.
ველით, რომ სასაუბრო ხელოვნური ინტელექტი და აუგმენტური რეალობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება საკომუნიკაციო აპლიკაციებში, ისინი მოიცავენ ფართო აუდიტორიას და მალევე დაიმკვიდრებენ მნიშვნელოვან ადგილს კომერციაში. ამ პოპულარულ აპლიკაციებში იდენტობის დამკვიდრებით, ბრენდებს შეუძლიათ დიდ და გაფართოებულ დემოგრაფიულ ჯგუფებს მისწვდნენ. უამრავმა კომპანიამ უკვე გააკეთა ეს და შესანიშნავი შედეგებიც მიიღეს.