სიახლეების განყოფილებაახალი ამბები
18 დეკემბერი 2023, 15:45
2023-12-18
Viber: ხერხები, როგორ უნდა გაერთოთ შვილთან ერთად საახალწლო მომზადებაში
ყველას ახსოვს ის ჯადოსნური დღეები ბავშვობიდან, როცა ოთახში ჭერამდე ფუმფულა ნაძვის ხე იდგა, მთელ ბინას ტკბილი მანდარინის სუნი ასდიოდა და ჩვენ ასე მოუთმენლად ველოდით ჯადოსნურ ოჯახურ დღესასწაულს — ახალ წელს. ახლა ჩვენ გავიზარდეთ და შეგვიძლია, რომ ეს დაუვიწყარი ატმოსფერო გადავცეთ ჩვენს შვილებს. წლის მთავარ დღესასწაულამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, ამიტომ გაგიზიარებთ საახალწლო განწყობის საიდუმლოებებს, რაც მშობლებს დაეხმარება შვილებში მსგავსი სასწაულის განცდა შეუქმნან, მიუხედავად ყველა საზრუნავისა.
რომელ ბავშვს არ უყვარს განსხვავებული გმირების კოსტუმების ჩაცმა? მოაწყეთ საახალწლო «მასკარადი», მოიწვიეთ თქვენი შვილის მეგობრები ან ახლობლები, იმავე ასაკის ბავშვები. ღონისძიება კიდევ უფრო საინტერესო რომ გახადოთ, შეგიძლიათ დააწესოთ წესი — მობრძანდით მხოლოდ თემატური კოსტიუმებით და რომ არცერთი კოსტიუმი არ იყოს მსგავსი, ან რომ ყველა კოსტიუმი ხელნაკეთი იყოს.
მეგობრების არაჩვეულებრივი და მხიარული ონლაინ მილოცვისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ AR ნიღბები და ფილტრები, მაგალითად, Viber მესენჯერში, რომელიც ისედაც ხშირად გამოიყენება მშობლებისა და სკოლის ჩატებში.
ჩაატარეთ თემატური საღამოები
ყველას აქვს საახალწლო ფილმების ჩამონათვალი ან, სულ მცირე, ერთი საყვარელი ფილმი მაინც საახალწლო განწყობისთვის. ახლა მათი დროა! გაატარეთ საღამოები კარგი ოჯახური ფილმების ყურებაში, კაკაოს ან ჯანჯაფილის ჩაის მიყოლებით. დეკემბრის საღამოს, დღესასწაულის მოლოდინში, შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად მოამზადოთ ზამთრის დესერტი ცხელი სასმელით: გამოაცხვეთ ჯანჯაფილის ნამცხვრები ან გააკეთეთ სახლი მათგან (საჭირო ნაკრები და დეკორაციები იყიდება სუპერმარკეტებში), მოამზადეთ დარიჩინის ფუნთუშა ან მანდარინის პანაკოტა.
შექმენით თქვენი შვილისთვის საახალწლო კალენდარი
«ადვენთ კალენდარი» ბავშვებისთვის სახალისო იქნება ახალი წლის ან შობის მოლოდინების გასანათებლად. კალენდრის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის დღეებს ითვლის დღესასწაულამდე: მზადდება დეკემბრამდე, რათა საახალწლო განწყობა შეუქმნან ადამიანს, ვისაც საჩუქარს გადასცემენ. საახალწლო კალენდარი შეიძლება დამზადდეს ყუთების, კონვერტების სახით, სადაც ყოველდღე დღესასწაულამდე შეგიძლიათ გახსნათ ერთი უჯრედი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს პატარა საჩუქარს (სათამაშო, შოუს ბილეთი, სტიკერები, თავსატეხები). ტკბილეული ან სახალისო დავალება, მაგალითად: დახატეთ ნაძვის ხის სათამაშო და ჩამოკიდეთ ხეზე, ისწავლეთ საახალწლო ლექსი. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი იდეა კალენდრებისთვის ონლაინ ან შეიძინოთ ისინი.
გააკეთეთ საახალწლო ბარათები
ოჯახისა და მეგობრებისთვის საჩუქრების მომზადება საახალწლო განწყობით განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა. მით უმეტეს, თუ შემოქმედებითად მიუდგებით საქმეს. ამიტომ, კარგი იქნება ბავშვობის გახსენება და შვილთან ერთად, ხელნაკეთი ბარათების გაკეთება საყვარელი ადამიანებისთვის. ჯადოსნური ატმოსფეროს გარდა, ავტორის ნახატებიდან და სურვილებიდან მიმღებთა ღიმილი გარანტირებულია! თქვენ ასევე შეგიძლიათ გაახაროთ თქვენი საყვარელი ადამიანები დღესასწაულისთვის ერთ-ერთ მესენჯერში ოჯახის ფოტოებით სტიკერების ნაკრების შექმნით.
მაგალითად, Rakuten Viber-ში ეს შეიძლება გაკეთდეს სულ რამდენიმე წუთში. აირჩიეთ თქვენი ოჯახის საყვარელი ფოტოები, დაამატეთ მათ მხიარული წარწერები — თქვენი სტიკერების ნაკრები მზად არის! გააზიარეთ სტიკერები ოჯახურ ჩატებში და აჩუქეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს მხიარული ემოციები.
მოაწყეთ სპონტანური ფოტოსესია
ბავშვებს, როგორც წესი, არ მოსწონთ ყველაფერი ოფიციალური და დაგეგმილი. ამიტომ, სტუდიური ფოტოსესიის კარგი ალტერნატივა იქნება სპონტანური და საშინაო. ამავდროულად, სულაც არ არის საჭირო ჩაცმა და პოზირება. თუ ნაძვის ხეს საღამურებში მორთავთ, იმხიარულებთ და გადაიღებთ ამ პროცესს, ეს ბევრად უფრო სახალისო იქნება, მოგონებები კი უფრო თბილი და ნათელი!
გააფორმეთ სახლი
აუცილებლად ჩართეთ თქვენი შვილი სახლის საახალწლოდ მორთვაში. გამოჭერით ფიფქები, დაკიდეთ ფანჯრებზე გირლანდები, დაადეთ და დაამშვენეთ ნაძვის ხე. ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს მხიარული საახალწლო მუსიკის ან თქვენი საყვარელი ფილმის თანხლებით.
თუმცა ბავშვთა ფსიქოლოგები გვირჩევენ ნაძვის ხის მორთვას ახალ წლამდე 2-3 დღით ადრე. რადგან გარემო ნაცნობი გახდება და საახალწლო დღესასწაულებზე იმდენ ემოციას არ მოგვიტანს.
ჩაატარეთ მინი სპექტაკლი
ვისაც უთამაშია სასკოლო თეატრში, იცის, რა კარგია რეპეტიციები განწყობის ასამაღლებლად! მერწმუნეთ, სახლის კინოთეატრი არ არის უარესი, პირიქით! აირჩიეთ საბავშვო ზღაპარი, შეკრიბეთ პატარა დასი, დაავალეთ და ისწავლეთ როლები, მოაწყვეთ პრემიერა! მაყურებლად მოიწვიეთ ახალგაზრდა მსახიობთა მშობლები.