ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სკოლა დაიწყო: Viber შეგახსენებთ ფუნქციებს, რომლებიც სწავლის პროცესში დაგეხმარებათ

★ ფასიანი თანამშრომლობა

ახალი სასწავლო სეზონის დაწყებამდე, Rakuten Viber შეგახსენებთ მესენჯერის სასარგებლო ფუნქციებს. Viber-ის ეს ფუნქციები დაგეხმარებათ სასწავლო პროცესის ორგანიზებაში და სასარგებლო იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

Viber საქართველო არხზე ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 1300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ აუდიტორიის 68%, ამა თუ იმ გზით იყენებს მესენჯერებს განათლებაში: ისინი იყენებენ ჯგუფურ ჩატებს ან აპლიკაციის სხვა სასარგებლო ფუნქციებს სწავლისთვის. ამავდროულად, მონაწილეთა 51%-ს მიაჩნია, რომ მყისიერი მესენჯერები მშობლებს შვილების სასწავლო პროცესში ჩართვაში ეხმარება, კიდევ 10%-ს მიაჩნია, რომ საკომუნიკაციო აპლიკაციები ამარტივებს და სწავლის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. 

კომენტარის დატოვება

ჯგუფური ჩატები და მათი შესაძლებლობები

ჯგუფურ ჩატებში ხელმისაწვდომია მესენჯერის ყველა ფუნქცია მოსახერხებელი და კონფიდენციალური კომუნიკაციისთვის. Viber-ში შეგიძლიათ შექმნათ ასეთი ჩატები 250-მდე ადამიანთან ერთად, რაც საშუალებას გაძლევთ გააერთიანოთ თუნდაც ყველაზე დიდი კლასი ან მასწავლებლების ჯგუფი მესენჯერში. Viber-ის ყველა ძირითადი ფუნქცია ხელმისაწვდომია ჯგუფურ ჩატში. თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ მნიშვნელოვანი შეტყობინებები ყველა მონაწილეს ერთდროულად, ამით დაზოგავთ ყველას დროს. ჯგუფურ აუდიო და ვიდეო ზარებში მონაწილეობის მიღება შეუძლია 60-მდე ადამიანს დროის ლიმიტის გარეშე.

მესენჯერის დამატებითი ფუნქციები დაგეხმარებათ მარტივად და ეფექტურად მოაწყოთ კომუნიკაცია ჯგუფური ჩატის ფარგლებში.

  • გამოკითხვები: ფუნქცია დაგეხმარებათ გაიგოთ უმრავლესობის აზრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ძალიან მარტივია გამოკითხვის შექმნა ჩატის ეკრანის ბოლოში შესაბამის ხატულაზე დაწკაპუნებით, შემდეგ კი საინტერესო კითხვისა და პასუხის ვარიანტების დამატებით. გამოკითხვა ხელმისაწვდომი იქნება შეუზღუდავი დროით და ჯგუფური ჩატის ყველა მონაწილე შეძლებს ხმის მიცემას მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით.
  • ჩამაგრებული შეტყობინებები: მნიშვნელოვანი შეტყობინება (დავალებები, ინსტრუქციები, შეხვედრის დრო და ა.შ.) შეიძლება ჩამაგრდეს ჯგუფური ჩატის ეკრანის ზედა ნაწილში. შეტყობინება ყოველთვის ხილული იქნება და თითოეულ მონაწილეს ექნება მასზე წვდომა. შეტყობინებაზე დაწკაპუნებით მომხმარებელი შეძლებს მასში დაბრუნებას და ყველა დეტალის ნახვას.
  • თანამოსაუბრის მონიშვნა: ჯგუფური ჩატის შიგნით შეგიძლიათ აირჩიოთ მონაწილე, რომელსაც მიმართავთ შეტყობინებით და მონიშნოთ იგი «@» სიმბოლოს გამოყენებით. ამრიგად, მონაწილე მიიღებს შეტყობინებას, რომ ის მონიშნულია ჯგუფურ ჩატში და ელოდება მის პასუხს.
  • ჩატში ძიება: თუ გჭირდებათ ინფორმაციის პოვნა ჯგუფურ ჩატში, გამოიყენეთ ძიების ფუნქცია. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ეს ფუნქცია თქვენს მობილურ ტელეფონში ჩატის გახსნით, შემდეგ დააწკაპუნეთ მის სახელზე ზედა და აირჩიეთ «Search in chat». საკვანძო სიტყვების შეყვანით, შეგიძლიათ იპოვოთ ყველა ჩატის შეტყობინება, სადაც ისინი ნახსენებია.
  • მედია ფაილების გაგზავნა: Viber მესენჯერში შეგიძლიათ გააზიაროთ ფოტოები, ვიდეო და სხვა მედია ფაილები 200 მბ-მდე ზომის. სრული ზომის მედია ფაილის დასამაგრებლად, რომელიც თქვენს სმარტფონშია, დააჭირეთ ხატულას სამი წერტილით და აირჩიეთ «Send original size media».
  • შეტყობინებების გამორთვა: სასკოლო ჩატის მიზანია გაგაცნოთ ყველაფერზე, რაც ხდება თქვენი შვილის სკოლაში. მაგრამ ყოველთვის არ არის მოსახერხებელი დიდი რაოდენობის შეტყობინებების მიღება, შეგიძლიათ გამორთოთ ისინი და ასევე აირჩიოთ «ჩუმი» რეჟიმი.

My Notes

ჩემი შენიშვნები Viber-ში არის სწრაფი და მარტივი გზა თქვენთვის მნიშვნელოვანი შეტყობინებების გადასაცემად, სამუშაოების სიების შესაქმნელად და დასრულებული შეტყობინებების შესამოწმებლად. ეს არის მომხმარებლის პირადი ჩატი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შეტყობინების მონახაზი, შენიშვნები და შეხსენებების შექმნის საშუალება — ისინი ყოველთვის იქნება ხელთ და ხელმისაწვდომი მხოლოდ მომხმარებლისთვის. ჩემს შენიშვნებში შეგიძლიათ შექმნათ დავალებების სიები და შეხსენებები მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის. იმისათვის, რომ გამოიყენოთ ინსტრუმენტი, უნდა დააჭიროთ «My Notes”-ში ნებისმიერ შეტყობინებას და აირჩიოთ «შეხსენების შექმნა». ამის შემდეგ მომხმარებელმა უნდა განსაზღვროს მესენჯერიდან შეხსენების დრო და თარიღი, ასევე მისი განმეორების აქტუალობა.

დამატებით, Viber ბევრ სიახლეებს გთავაზობთ ახალი სასწავლო წლისთვის: თემატური სკოლის AR ნიღბები და ფილტრები უკვე გამოჩნდა მესენჯერში, ასევე დაემატა სახალისო და მხიარული სტიკერების ნაკრებიც!

უსაფრთხოება მესენჯერებში: Viber-ის ფუნქციები მომხმარებლის დამატებითი დაცვისთვის
უსაფრთხოება მესენჯერებში: Viber-ის ფუნქციები მომხმარებლის დამატებითი დაცვისთვის
თემის მიხედვით
უსაფრთხოება მესენჯერებში: Viber-ის ფუნქციები მომხმარებლის დამატებითი დაცვისთვის
ნომრის ამომცნობი — Viber-ის ახალი უფასო ფუნქცია
ნომრის ამომცნობი — Viber-ის ახალი, უფასო ფუნქცია
თემის მიხედვით
ნომრის ამომცნობი — Viber-ის ახალი, უფასო ფუნქცია
Viber-ის ახალი ფუნქციები დისტანციური განათლებისთვის
Viber-ის ახალი ფუნქციები დისტანციური განათლებისთვის
თემის მიხედვით
Viber-ის ახალი ფუნქციები დისტანციური განათლებისთვის

ასევე წაიკითხეთ
Viber-ის AI-ით გაძლიერებული ფუნქცია ჯგუფური ჩატების მოკლე შინაარს მყისიერად შეაჯამებს
Viber-ის AI-ით გაძლიერებული ფუნქცია ჯგუფური ჩატების მოკლე შინაარს მყისიერად შეაჯამებს
Viber-ის AI-ით გაძლიერებული ფუნქცია ჯგუფური ჩატების მოკლე შინაარს მყისიერად შეაჯამებს
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
IT-ში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი პროფესია UX-დიზაინერია. მოგიყვებით კურსზე, სადაც Google-ის სპეციალისტები თქვენგან (თითქმის) პროფესიონალებს შექმნიან.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.