ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Viber-ის ახალი ფუნქციები დისტანციური განათლებისთვის

★ პარტნიორის კონტენტი 

ზოგიერთი ჩვენგანისთვის ზაფხული დასვენების, რელაქსაციისა და სიმშვიდის პერიოდია, ზოგი კი ახლის შემეცნების სურვილით, საკუთარი განვითარებისთვის კომბინირებულ მეთოდს ამჯობინებს და დასვენების პერიოდს საკუთარი შესაძლებლობების გამოსაცდელად და თანამედროვე პროფესიების, ენების შესასწავლად იყენებს, ესწრება სხვადასხვა კურსს და ახალ უნარებს ივითარებს. საზაფხულო დასვენების დროს, დისტანციური სწავლებისას, მესენჯერი განსაკუთრებით სასარგებლოა. 

კომენტარის დატოვება

მესენჯერი მომხმარებელზე მორგებული და ეფექტური თანამშრომლობის, მასალებზე წვდომისა და დავალების წარდგენის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ის სტუდენტებს მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან შეუფერხებელ კომუნიკაციაში ეხმარება, რაც ზაფხულის არდადეგებზეც კი ხელსაყრელ გარემოს ქმნის უწყვეტი განვითარებისთვის.

განვიხილოთ მათი შესაძლებლობები Viber მესენჯერის, გლობალური საკომუნიკაციო პლატფორმის მაგალითზე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში.

სტუდენტებისთვის ონლაინ სწავლის მეტი პროდუქტიულობისათვის Viber მესენჯერი, მომხმარებლებს სხვადასხვა ფუნქციას სთავაზობს, მათ შორისაა: 

  • შეუზღუდავი ვიდეო და აუდიო ზარები
  • ჯგუფური მიმოწერები
  • Viber Out ფუნქცია
  • ჩაშენებული თარგმანის შესაძლებლობა 
  • My Notes
  • საერთაშორისო ბოტები

Viber-ის საშუალებით,თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, მასწავლებელს ვიდეო ან აუდიო ზარით დაუკავშირდეთ, სადაც ჯგუფის სხვა წევრებსაც შეუძლიათ ჩართვა და აქტიურობა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ Viber-ში ჯგუფური აუდიო და ვიდეო ზარებს დროითი შეზღუდვა არ გააჩნია.

მიმოწერაში Viber სტუდენტებს მასწავლებელთან მარტივად დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს, რათა დაუსვან კითხვები, მოიძიონ განმარტებები ან განიხილონ საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია დავალებების, პროექტებისთვისა თუ კურსის მასალებისთვის. შეტყობინებები საკვანძო ინფორმაციასთან ერთად, როგორიცაა გაკვეთილების განრიგი, საშინაო დავალება, შეიძლება მიმოწერის ზედა ნაწილში დამაგრდეს, რათა მიმოწერაში, ნებისმიერ დროს, ყველამ შეძლოს მისი მარტივად მოძიება.

Viber-ში ჯგუფური მიმოწერების საშუალებით შეგიძლიათ სხვა კურსის სტუდენტებსა და მასწავლებელს ერთდროულად დაუკავშირდეთ, გაიგოთ სიახლეები და დავალებები ლექტორისგან. Viber-ში ჯგუფური მიმოწერებით ან ვიდეო ზარებით სტუდენტებს შეუძლიათ აქტიურად ჩაერთონ ამ დისკუსიებში, გააზიარონ თავიანთი შეხედულებები და ისწავლონ თანატოლებისგან. 

ჯგუფური გამოკითხვის ფუნქცია Viber-ში- ამყარებს კომუნიკაციას, რაც საშუალებას გაძლევთ მიმოწერის წევრების მოსაზრებები გაიგოთ. დისტანციური სწავლებისას ეს ფუნქცია შემდეგი გაკვეთილის თემის ან საკითხავი წიგნის შერჩევაში დაგეხმარებათ. Viber-ში გამოკითხვის შესაქმნელად დააწკაპუნეთ სამ წერტილიან ნიშანს შეტყობინების შესვლის ფანჯრის გვერდით და აირჩიეთ «გამოკითხვის შექმნა».

Viber-ის კიდევ ერთი ფუნქცია ჯგუფურ მიმოწერებში არის ქვიზი, რომელიც ხმის მიცემის ინტერაქციულობას უწყობს ხელს და თქვენი ცოდნის შემოწმების საშუალებას გაძლევთ. მომხმარებლები პასუხობენ კითხვებს და მყისიერად ხედავენ უპასუხეს თუ არა სწორად და რატომ. ცოდნის შემოწმების ინტერაქციისთვის, მასწავლებელს სხვადასხვა თემაზე მოკლე სახალისო ქვიზების შექმნა შეუძლია. Viber-ზე ქვიზის შესაქმნელად, გამოკითხვის შექმნის ფანჯარაში აირჩიეთ «ქვიზის რეჟიმი».

Viber Out ფუნქცია კიდევ ერთი სასარგებლო შესაძლებლობაა, თუ სხვა ქვეყანაში ხართ და არ გაქვთ ამ ქვეყნის ტელეფონის ნომერი — Viber Out-ის საშუალებით, ჩვეულებრივ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სხვას ტელეფონის ნომერზე. მომსახურება ფასიანია.

Viber-ის ჩაშენებული თარგმანი- თუ უცხო ენების კურსებს ონლაინ გადიხართ, თარგმანის ფუნქცია ძალიან დაგეხმარებათ. ამ ფუნქციის მეშვეობით, სხვა დამატებით აპლიკაციებსა თუ საიტებზე გადასვლა არ დაგჭირდებათ — თარგმნეთ ნებისმიერი შეტყობინება მოხერხებულად, პირდაპირ მიმოწერაში. მიმოწერაში ნებისმიერი შეტყობინების თარგმნისთვის, თქვენ უბრალოდ უნდა დააჭიროთ შეტყობინებას და დაელოდოთ. ფანჯარაში, რომელიც გაიხსნება, აირჩიეთ «თარგმნა"და ტექსტი თქვენ მიერ არჩეულ ენაზე ორიგინალი შეტყობინების ქვეშ დაუყოვნებლივ გამოჩნდება. ენის შეცვლა შესაძლებელია პარამეტრებში.

My Notes ფუნქცია Viber-ში, ონლაინ სწავლის პროცესში, ასევე კარგი ინსტრუმენტია. გადაუგზავნეთ ნებისმიერი შეტყობინება საკუთარ თავს, რათა შეინახოთ მასალა, გააკეთოთ მონიშვნები, შეამოწმოთ გეგმა, როდესაც დაასრულებთ, დააყენეთ შეხსენებები ერთ ადგილას. «ჩემს შენიშვნებში» შეგიძლიათ: 

  • შენიშვნების რედაქტირება (თუნდაც ისინი სხვა მიმოწერიდან იყოს)
  • ფოტოების, GIF-ების, სტიკერების, ვიდეოებისა და ხმოვანი ჩანაწერების შენახვა
  • ფაილების ატვირთვა
  • შენიშვნების გადაგზავნა მიმოწერაში
  • მნიშვნელოვანი შეტყობინების ფანჯრის ზედა ნაწილში ჩამაგრება
  • გეგმების განსაზღვრა და დასრულებისას შესრულების მონიშვნა. 

Viber-ში ასევე არის ასობით თემატური საერთაშორისო ჩატბოტი, რომელიც სხვადასხვა ამოცანების გადაჭრაში დაგეხმარებათ, მაგალითად, უცხო ენების ონლაინ სწავლისთვის შეგიძლიათ საერთაშორისო ჩატბოტით Worddio: Vocabulary app ისარგებლოთ. 270 ათასზე მეტი სიტყვით, 30-ზე მეტ ენაზე, Worddio ჩატბოტი Viber-ზე ახალი სიტყვების ყოველდღიურ სწავლის პროცესს აადვილებს და სახალისოს ხდის. 

BBC Learning English— საერთაშორისო არხზე, Viber-ში, ასევე შეგიძლიათ მარტივად ივარჯიშოთ ინგლისურში. ის გთავაზობთ სასარგებლო რესურსებს და საინტერესო შესაძლებლობებს ენის ათვისებისთვის.

dev.ge Viber-ზეა —  შემოუერთდით ჩვენს არხს
dev.ge Viber-ზეა —  შემოუერთდით ჩვენს არხს
თემის მიხედვით
dev.ge Viber-ზეა —  შემოუერთდით ჩვენს არხს
Rakuten Viber — როგორ ურჩევნია საქართველოს მოსახლეობას ზაფხულის არდადეგების გატარება
Rakuten Viber — როგორ ურჩევნია საქართველოს მოსახლეობას ზაფხულის არდადეგების გატარება
თემის მიხედვით
Rakuten Viber — როგორ ურჩევნია საქართველოს მოსახლეობას ზაფხულის არდადეგების გატარება
Viber-ის აუდიტორია საქართველოში ყოველდღიურად იზრდება
Viber-ის აუდიტორია საქართველოში ყოველდღიურად იზრდება
თემის მიხედვით
Viber-ის აუდიტორია საქართველოში ყოველდღიურად იზრდება
Rakuten Viber: როგორ დავიცვათ ჩვენი მონაცემები
Rakuten Viber: როგორ დავიცვათ ჩვენი მონაცემები
თემის მიხედვით
Rakuten Viber: როგორ დავიცვათ ჩვენი მონაცემები

ასევე წაიკითხეთ
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
UK: Meta-ს დაშიფვრის გეგმა ბავშვებზე მოძალადეებს “სიბნელეში დამალვის” საშუალებას მისცემს
სკოლა დაიწყო: Viber შეგახსენებთ ფუნქციებს, რომლებიც სწავლის პროცესში დაგეხმარებათ
სკოლა დაიწყო: Viber შეგახსენებთ ფუნქციებს, რომლებიც სწავლის პროცესში დაგეხმარებათ
სკოლა დაიწყო: Viber შეგახსენებთ ფუნქციებს, რომლებიც სწავლის პროცესში დაგეხმარებათ
★ ფასიანი თანამშრომლობა ახალი სასწავლო სეზონის დაწყებამდე, Rakuten Viber შეგახსენებთ მესენჯერის სასარგებლო ფუნქციებს. Viber-ის ეს ფუნქციები დაგეხმარებათ სასწავლო პროცესის ორგანიზებაში და სასარგებლო იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. Viber საქართველო არხზე ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 1300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ აუდიტორიის 68%, ამა თუ იმ გზით იყენებს მესენჯერებს განათლებაში: ისინი იყენებენ ჯგუფურ ჩატებს ან აპლიკაციის სხვა სასარგებლო ფუნქციებს სწავლისთვის. ამავდროულად, მონაწილეთა 51%-ს მიაჩნია, რომ მყისიერი მესენჯერები მშობლებს შვილების სასწავლო პროცესში ჩართვაში ეხმარება, კიდევ 10%-ს მიაჩნია, რომ საკომუნიკაციო აპლიკაციები ამარტივებს და სწავლის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. 
$100-მდე ეკონომია — Coursera Plus-ის გამოწერის შემთხვევაში ფასდაკლებით ისარგებლებთ
$100-მდე ეკონომია — Coursera Plus-ის გამოწერის შემთხვევაში ფასდაკლებით ისარგებლებთ
$100-მდე ეკონომია — Coursera Plus-ის გამოწერის შემთხვევაში ფასდაკლებით ისარგებლებთ
თუ 7-დან 21 სექტემბრის ჩათვლით Coursera-ზე Coursera Plus-ს შეიძენთ, უდიდესი ფასდაკლებით და შესანიშნავი აქციით ისარგებლებთ. 
უსაფრთხოება მესენჯერებში: Viber-ის ფუნქციები მომხმარებლის დამატებითი დაცვისთვის
უსაფრთხოება მესენჯერებში: Viber-ის ფუნქციები მომხმარებლის დამატებითი დაცვისთვის
უსაფრთხოება მესენჯერებში: Viber-ის ფუნქციები მომხმარებლის დამატებითი დაცვისთვის
★ პარტნიორის კონტენტი  Rakuten Viber განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მონაცემთა კონფიდენციალურობის თემას და მომხმარებლების უსაფრთხო კომუნიკაციას, ძირითადი ფუნქციებისთვის ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრის (end-to-end encryption) შეთავაზებით (მიმოწერა პირად და ჯგუფურ ჩატებში) ნაგულისხმევად, ასევე უსაფრთხო კომუნიკაციის დამატებითი ინსტრუმენტებით. საქართველოს მომხმარებელთა 75%, ვინც მონაწილეობა მიიღო მესენჯერის ბოლო გამოკითხვაში, იზიარებს ციფრული უსაფრთხოების საკითხის მნიშვნელობას საკომუნიკაციო აპლიკაციებში.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.