ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Upway — ქართული პლატფორმა, რომელიც ქვეყანაში არსებულ კურსებს აერთიანებს

ტექნოლოგიების სფეროს თანამედროვე დამსაქმებლების ყურადღება პოტენციური თანამშრომლების უნარებზე, კრეატიულობაზე, გამოცდილებასა და პოტენციალზეა გადატანილი. და დღეს საჭირო უნარებისა და ცოდნის შეძენა იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე — მოკლევადიანი კურსები ამის ნათელი მაგალითია.

კომენტარის დატოვება
Upway — ქართული პლატფორმა, რომელიც ქვეყანაში არსებულ კურსებს აერთიანებს

ტექნოლოგიების სფეროს თანამედროვე დამსაქმებლების ყურადღება პოტენციური თანამშრომლების უნარებზე, კრეატიულობაზე, გამოცდილებასა და პოტენციალზეა გადატანილი. და დღეს საჭირო უნარებისა და ცოდნის შეძენა იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე — მოკლევადიანი კურსები ამის ნათელი მაგალითია.

პროდუქტები და სერვისები არსებული გარემოსა და საჭიროებების მიხედვით იქმნება — 2020 წელს მარიკა აბულაძემ, მარიამ ცანავამ და მარიშა გოგოლაურმა ინოვაციური ქართული პლატფორმის, Upway-ის დაფუძნება გადაწყვიტეს, რომელიც ქვეყანაში არსებულ კურსებს ერთ სივრცეში მოაქცევდა. 

«დაკვირვებამ, რომ ცხოვრების საოცრად სწრაფი ტემპის გამო, ადამიანებს ცხოვრების  ყველა ეტაპზე, საკუთარი თავისთვის თუ ოჯახის წევრებსთვის ახალი უნარებისა და გამოცდილებების შეძენა ესაჭიროებათ, გუნდი upway-ს დროულობაში დაარწმუნა». — ეუბნება მარიკა აბულაძე dev.ge-ს. 

უფრო კონკრეტულად, Upway კურსების სანდო და მრავალფეროვანი სივრცეა, რომელიც ქვეყანაში საუკეთესო ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში (პროფესიული განათლება, ენები, გამოყენებითი, განათლება, ჰობი, საბავშვო, ტექნოლოგიები) აერთიანებს. Upway განვითარების მაძიებლებსა და კურსების მწარმოებლებს ერთმანეთთან აკავშრებს და თანამედროვე ხელსაწყოებით პროცესებს ორივეს უმარტივებს.

«Upway ქართულ ბაზარზე ახალ გამოცდილებას ნერგავს და თვითგანვითარებას ამარტივებს — ამ გრძელ გზაზე ადამიანებს ნავიგაციაში ეხმარება». — ამბობს მარიკა.

იდეა თიბისის პროექტის, «სტრატაპ დეკრეტის» გამარჯვებული 2020 წლის ნოემბერში გახდა. ამის შემდეგ,  გუნდმა წამატებით გაიარა Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერეტორი და რჩეულთა შორის მოხვდა. Პროექტმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტი მოიგო, რომლის დახმარებითაც პლატფორმის mvp ვერსია შეიქმნა. 

«ამის შემდეგ ბევრი ქართული თუ საერთაშორისო პროექტი იყო, როგორიცაა მაგალითად SPARK: BIG IDEA CHALLENGE, რომელში გამარჯვებამაც ძალიან გაგვახარა. GITA-ს 150 000 ლარიანი გრანტის მოგებამ შესაძლებლობა მოგვცა პლატფორმა განვაახლოთ და ახალ აუდიტორიას მივწვდეთ, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ». — ამბობს მარიკა აბულაძე.

პლატფორმამ იქამდე, სანამ სრულყოფილ სახეს მიიღებდა, საინტერესო გზა გაიარა. დამფუძნებლებმა პოტენციური მომხმარებლების კვლევისას აღმოაჩინეს, რომ საქართველოში არ არსებობს ორგანიზებული მეთოდი, სადაც დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ერთ სივრცეში ნახოს, შეადაროს, გაფილტროს და იყიდოს კონკრეტული კურსი. 

«Upway ჯერ კიდევ სრულყოფილებისკენ მიიწევს და მუდმივად სიახლეების ძიებაშია, გვინდა რომ სწრაფად ცვალებად გარემოს ფეხი ავუწყოთ და სიახლეებს არ ჩამოვრჩეთ». — ამბობს მარიკა აბულაძე. «გზად ბევრი ისთი დაბრკოლება იყო, როგორებიცაა სამსახურის და სტარტაპის კეთების შეთავსება და საკუთარი თავის რწმენის მოპოვება. დაბრკოლებების მიუხედავად, გუნდის წევრებმა გადავწყვიტეთ რომ პროცესს ბოლომდე მივყოლოდით და თვითგანვითარება და სხვების თვითგანვითარებაზე ზრუნვა არ გადაგვედო».

მარიკა აბულაძის თქმით, პლატფორმაზე განთავსებული კურსები ნებისმიერი ასაკის და ინტერესის ადამიანისთვის საინტერესოა — მიზანიც შესაძლოა განსხვავებული იყოს — დროის საინტერესოდ გატარება, კვალიფიკაციის ასამაღლება, ახალი ჰობის შეძენა ან სულაც პროფესიის შეცვლა. Ამ მომენტში Upway რამდენიმე ასეულ მომხმარებელს ითვლის და მათი ასაკი ძირითადათ 18-25 წლამდე მერყეობს.

«Upway ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის შეიქმნა, ვისაც სჯერა რომ სწავლა და განვითარება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის გზა ხელახლა აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი, პროფესია თუ ახალი უნარები… Upway ასევე, საუკეთესო ადგილია მშობლებისთვის, რომლებსაც სურთ თავისი შვილებისთვის სხვადასხვა პოპულარული მიმართულებები შეარჩიონ და სფეროს ექსპერტებისგან რეკომენდაცია მიიღონ». — განაცხადა მარიკა აბულაძემ.

დამფუძნებელთა აზრით, Upway-ის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ცდილობენ, ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანს მოერგონ და თითოეული მომხმარებლისთვის საიტზე შესვლა საუკეთესო გამოცდილებად აქციონ. საიტის გამოყენება კომფორტულია — Ადამიანებს არ უწევთ სხვადასხვა სივრცეში შესვლა და სასურველი კურსის ძებნა.

«მუდმივად ვეძებთ ახალ სკოლებს და ვცდილობთ, რაც შეიძლება მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეს ჩვენ მომხმარებელს. ჩვენს საიტზე შემოსულ ადამიანებს სასურველი კურსის მოძიება მარტივი ფილტრაციის მეთოდებით შეეძლებათ. მათთვის, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა უნდა, Upway-ის გუნდი, ბრენდის მეგობარ მენტორებთან ერთად, საინტერესო ვერსიებს  შეარჩევინებს». — ამბობს მარიკა აბულაძე.

კომპანია გაჩერებას არ აპირებს და განვითარების ბევრი იდეა აქვს. Upway სხვადასხვა იმ აქსელერატორში მონაწილეობას კიდევ მიიღებს, რომლებიც ტექნოლოგიისა და ბიზნესმოდელის დახვეწაში დაეხმარებათ. როგორც გუნდში ამბობენ, დიდი სურვილი აქვთ, სერვისი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიტანონ. 

«როგორც, ყველას სტარტაპერს, ჩვენც დიდი სურვილი გვაქვს გავიდეთ ქვეყნის გარეთ და გვჯერა მალე ამის მზაობაც გვექნება».  — განაცხადა Upway-ის თანადამფუძნებელმა, მარიშა გოგოლაურმა.

მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება - რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
თემის მიხედვით
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის


ასევე წაიკითხეთ
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 ათასლარიანი გრანტი მიიღო 
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150-ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტის მორიგი 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოავლინა. 
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
50 სტარტაპი, რომელიც GITA-ს 150-ათასლარიანი საგრანტო კონკურსის II ეტაპზე გადავიდა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.