ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

საქართველოს უკუსვლა ყველა პუნქტში, გარდა ერთის — ციფრული ცხოვრების ხარისხი 2022 — კვლევა

გამოქვეყნდა კვლევა ციფრული კეთილდღეობის ხარისხის (DQL) შესახებ, რომელსაც კიბერუსაფრთხოების კომპანია Surfshark ატარებს. მასში 117 ქვეყანაა (გლობალური მოსახლეობის 92%) მიმოხილული. კვლევა თითოეულ მათგანს ხუთი საყრდენის მიხედვით აფასებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსახლეობის ციფრული ცხოვრების ხარისხზე. ესენია: ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ინტერნეტის ხარისხი, ელექტრონული ინფრასტრუქტურა, ელექტრონული უსაფრთხოება და ელექტრონული მთავრობა.

კომენტარის დატოვება
საქართველოს უკუსვლა ყველა პუნქტში, გარდა ერთის — ციფრული ცხოვრების ხარისხი 2022 — კვლევა

გამოქვეყნდა კვლევა ციფრული კეთილდღეობის ხარისხის (DQL) შესახებ, რომელსაც კიბერუსაფრთხოების კომპანია Surfshark ატარებს. მასში 117 ქვეყანაა (გლობალური მოსახლეობის 92%) მიმოხილული. კვლევა თითოეულ მათგანს ხუთი საყრდენის მიხედვით აფასებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსახლეობის ციფრული ცხოვრების ხარისხზე. ესენია: ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ინტერნეტის ხარისხი, ელექტრონული ინფრასტრუქტურა, ელექტრონული უსაფრთხოება და ელექტრონული მთავრობა.

ცხოვრების ციფრული ხარისხის (DQL) ინდექსი გვიჩვენებს, თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ქვეყნის ციფრულ კეთილდღეობაზე და რომელ სფეროებს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მომავალი გაუმჯობესებისთვის.

ცხოვრების ციფრული ხარისხის (DQL) წლიური ინდექსი პირველად 2019 წელს ჩატარდა. 2022 წლის გამოცემა კვლევების ოთხი წლის შეჯამებაა.

2022 წლის მონაცემებით ციფრული ცხოვრების ხარისხით ევროპა ლიდერობს. ყველაზე მაღალი DQL-ის მქონე 10 ქვეყნიდან 7 სწორედ ევროპის კონტინენტზეა, ტოპ 50 ქვეყნიდან კი მხოლოდ 18 მდებარეობს ევროპის გარეთ.

საქართველო და მსოფლიო DQL-ის კვლევაში

მთლიანობაში, 2022 წლის კვლევის თანახმად, საქართველო ციფრული ცხოვრების ხარისხის კუთხით, 117 ქვეყანას შორის 67-ე ადგილს იკავებს. 2021 წელთან შედარებით, ეს მდგომარეობის 4 პოზიციით გაუარესებაა — 2021-ში საქართველოს DQL ინდექსი 63 იყო.  

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა განსაზღვრავს იმას, თუ რამდენი ხანი უნდა იმუშაონ ადამიანებმა, რომ შეძლონ, ჰქონდეთ სტაბილური ინტერნეტ კავშირი. ინტერნეტის შეძენის საშუალება პირდაპირ გავლენას ახდენს მის ხელმისაწვდომობაზე.

ამის დასადგენად კვლევის ინდიკატორი არის სამუშაო დრო, რომელიც ადამიანს სჭირდება ყველაზე იაფი მობილური ინტერნეტის შეძენისთვის. მეორე ინდიკატორი კი არის სამუშაო დრო, რომელიც საჭიროა ყველაზე იაფი ფართოზოლოვანი ინტერნეტის შესაძენად.

კვლევით დადგინდა, რომ ყველაზე იაფი ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის შეძენისთვის თვეში 6,5 საათიანი მუშაობაა საჭირო. ყველაზე იაფი მობილური ინტერნეტის შეძენისთვის კი — თვეში დაახლოებით 13 წუთი.

ინტერნეტი ყველაზე ხელმისაწვდომია ისრაელში, ხოლო ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომია კოტ დიუვარზე.

საქართველო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით 117 ქვეყანას შორის 61-ე ადგილს იკავებს. 2021 წელს — მე-60 ადგილას იყო.

კვლევამ აჩვენა, რომ ზოგ ადამიანს ორი კვირა უწევს მუშაობა, რათა ინტერნეტის შეძენა შეძლოს. მსოფლიოს მასშტაბით კოტ-დ'ივუარს ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ინტერნეტი აქვს.

აქ მოქალაქეებმა 10-ჯერ მეტი (65სთ 33წთ) უნდა იმუშაონ ვიდრე გლობალური საშუალო მაჩვენებელია (6სთ 31წთ), რომ ინტერნეტის ყოველთვიური პაკეტი შეიძინონ. ბოტსვანაში, ქვეყანაში, სადაც ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომი მობილური ინტერნეტია, 1 გბ ინტერნეტის საყიდლად 12-ჯერ მეტი (2სთ 43 წთ) უნდა იმუშაონ, ვიდრე გლობალური საშუალო მაჩვენებელია (13წთ).

ინტერნეტის ხარისხი — სისწრაფე და სტაბილურობა

ინტერნეტის ხარისხი ზომავს, რამდენად სწრაფი და სტაბილურია ინტერნეტ კავშირი ქვეყანაში და რამდენად კარგად უმჯობესდება ის. ინტერნეტ კავშირის ხარისხი დამოკიდებულია მის სიჩქარესა და სტაბილურობაზე. ნელი და არასტაბილური კავშირები ხელს უშლის მის ყოველდღიურ გამოყენებას, ამცირებს მუშაობის ეფექტურობას. სწრაფი და სტაბილური კავშირები უკეთესი კომუნიკაციის საშუალებას იძლევა.

ამ შემთხვევაში კვლევის ინდიკატორები მობილურის და ფართოზოლოვანი სიჩქარეებია (მბიტი/წმ).

კველვამ აჩვენა, რომ 10 ქვეყნიდან 7 სარგებლობს სტაბილური ფიქსირებული ინტერნეტით. თუმცა, 10 ქვეყნიდან მხოლოდ 5-ს შეუძლია იგივე თქვას მობილური ინტერნეტის შესახებ.

თებერვლიდან მარტამდე უკრაინაში მობილური ინტერნეტის სიჩქარის 28%-იანი ვარდნა დაფიქსირდა, ხოლო ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის 19%-იანი ვარდნა რუსეთის შეჭრის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ შეძლო, ნაწილობრივ აღედგინა ინტერნეტის სიჩქარე (10%-ზე მეტით), ის მაინც უფრო ნელია (10-17%), ვიდრე ომამდე იყო.

უკვე მეორე წელია, სინგაპური და არაბეთის გაერთიანებული საემიროები ყველაზე სწრაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის ლიდერობენ.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს განსაკუთრებით სწრაფი მობილური ინტერნეტი აქვს, რომლის სიჩქარეც, გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა.

სინგაპურს ჯერ კიდევ ყველაზე სწრაფი ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტი და სტაბილური ზრდა აქვს, მაგრამ რამდენიმე თვეში შესაძლოა ჩილემ გადააჭარბოს და 300 Mbps-ს მიაღწიოს. 

საქართველოში ინტერნეტის ხარისხი წინა წელთან შედარებით 20 პუნქტით გაუარესდა და სიაში 75-ე ადგილიდან 95-ზე გადაინაცვლა.

ელექტრონული ინფრასტრუქტურა

ელექტრონული ინფრასტრუქტურა განსაზღვრავს რამდენად კარგად არის ის განვითარებული ქვეყანში. მაღალფუნქციონალური ელექტრონული ინფრასტრუქტურა ადამიანებს საშუალებას აძლევს, ყოველდღიურად გამოიყენონ ინტერნეტი მრავალი მიზნისთვის, მათ შორის: სწავლა, ელექტრონული კომერცია, გართობა, საბანკო საქმე და სხვა.

აქ ინდიკატორები არიან ადამიანები, რომლებიც იყენებენ ინტერნეტს, მეორე ინდიკატორია ქსელის მზადყოფნა.

ელექტრონული ინფრასტრუქტურის მიხედვით ლიდერობს დანია, ბოლო ადგილზე კი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.

საქართველოს მდგომარეობა, წინა წელთან შედარებით, ამ კუთხით გაუმჯობესდა და 61-ე ადგილიდან 58-ზე გადაინაცვლა.

ელექტრონული უსაფრთხოება

ელექტრონული უსაფრთხოება ზომავს, რამდენად დაცულად გრძნობს ხალხი თავს ქვეყანაში. ელექტრონული უსაფრთხოება აჩვენებს ქვეყნის მზადყოფნას დაუპირისპირდეს კიბერდანაშაულს და მის ვალდებულებას დაიცვას ონლაინ კონფიდენციალურობა.

ინდიკატორებია კიბერუსაფრთხოება და მონაცემთა დაცვის კანონები.

ელექტრონული უსაფრთხოების სიის ტოპ 10 ქვეყნიდან ათივე ევროკავშირიდანაა. მათი ელექტრონული უსაფრთხოების საშუალო მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს.

ბოლო ადგილას ელექტორნული უსაფრთხოების კუთხით კონგო იკავებს. 

ელექტრონული უსაფრთხოების კუთხით საქართველოს პოზიცია გაუარესდა — 2021 ჩვენი ქვეყანა წელს 42-ე ადგილზე იყო, ახლა კი 52-ზეა.

ელექტრონული მმართველობა

ელექტრონული მმართველობა განსაზღვრავს, რამდენად მოწინავე და გაციფრულებულია ქვეყნის სამთავრობო სერვისები. უკეთესი ელექტრონული მმართველობა ხელს უწყობს ბიუროკრატიის, კორუფციის მინიმუმამდე შემცირებას და გამჭვირვალობის გაზრდას საჯარო სექტორში. ის ასევე აუმჯობესებს საჯარო სერვისების ეფექტურობას და ეხმარება ადამიანებს, დაზოგონ დრო, რაც გავლენას ახდენს მათი ციფრული ცხოვრების ხარისხზე.

ინდიკატორებია ონლაინ სერვისის ინდექსი და ხელოვნური ინტელექტის მზადყოფნა.

ელექტორნული მმართველობის კუთხით ლიდერობენ აშშ, სინგაპური და დიდი ბრიტანეთი ხელოვნური ინტელექტის მზაობის განსაკუთრებით მაღალი დონის გამო.

ბოლო ადგილს კი აქაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იკავებს. 

2022 წელს საქართველოს პოზიცია ელექტრონული მმართველობის კუთხითაც გაურესდა და 79-ე ადგილიდან 81-ზე გადაინაცვლა.

კავკასიის რეგიონი

რაც შეეხება ჩვენს რეგიონს — ციფრული ცხოვრების ხარისხის ინდექსით პირველ ადგილზეა სომხეთი, მას მოსდევს თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი.

წინა წელთან შედარებით საერთო ინდექსი გაუმჯობესდა სომხეთსა და თურქეთში, გაუარესდა — საქართველოსა და აზერბაიჯანში.

მდგომარეობა ყველაზე მეტად გაუმჯობესდა სომხეთში, რომელმაც სიაში 34 ადგილით წინ გადაინაცვლა. საქართველომ და აზერბაიჯანმა ოთხი ადგილით უკან დაიხიეს.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით ტოპ ათ ქვეყანაში სომხეთი და რუსეთი შედიან. სომხეთს დიდი ზრდა ჰქონდა წინა წელთან შედარებით და 64-ე ადგილიდან 2-ე ადგილზე გადაინაცვლა. რუსეთი კი ამ სიაში 6-ე ადგილზეა.

საქართველოს ზრდა მხოლოდ ელექტრონული ინფრასტრუქტურის კუთხით ჰქონდა, სადაც წინ სამი ადგილით აიწია.

2022 წელს ინოვაციების გლობალურ ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა
2022 წელს ინოვაციების გლობალურ ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა
თემის მიხედვით
2022 წელს ინოვაციების გლობალურ ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა


ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
მასკის ეპოქის დაწყების შემდეგ X/Twitter-ის გამოყენება თითქმის მეოთხედით შემცირდა
მასკის ეპოქის დაწყების შემდეგ X/Twitter-ის გამოყენება თითქმის მეოთხედით შემცირდა
მასკის ეპოქის დაწყების შემდეგ X/Twitter-ის გამოყენება თითქმის მეოთხედით შემცირდა
კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გამოკითხული ბიზნესის 67% საუბრობს — BAG-ის კვლევა
კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გამოკითხული ბიზნესის 67% საუბრობს — BAG-ის კვლევა
კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გამოკითხული ბიზნესის 67% საუბრობს — BAG-ის კვლევა
BAG (Business Association of Georgia) ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება — გამოკითხული ბიზნესის 67% სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს.        
DataReportal: როგორი იყო ინტერნეტის გავრცელება და ხარისხი საქართველოში 2023 წელს
DataReportal: როგორი იყო ინტერნეტის გავრცელება და ხარისხი საქართველოში 2023 წელს
DataReportal: როგორი იყო ინტერნეტის გავრცელება და ხარისხი საქართველოში 2023 წელს
DataReportal-მა, რომელიც მომხმარებლებს გლობალური ციფრული ცხოვრების შესახებ სტატისტიკებსა და კონკრეტულ ციფრებს სთავაზობს, შეაჯამა, თუ როგორ იყენებენ ადამიანები საქართველოში ციფრულ მოწყობილობებსა და სერვისებს 2023 წელს. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.