უკრაინული მობილური ოპერატორი, Kyivstar მასშტაბური კიბერთავდასხმის ობიექტი გახდა
უკვე მესამე დღეა, მილიონობით უკრაინელი მობილური და ინტერნეტსერვისის გარეშეა დარჩენილი. მიზეზი ქვეყნის უდიდეს სატელეკომუნიკაციო ოპერატორზე მასშტაბური კიბერთავდასხმაა.
უკვე მესამე დღეა, მილიონობით უკრაინელი მობილური და ინტერნეტსერვისის გარეშეა დარჩენილი. მიზეზი ქვეყნის უდიდეს სატელეკომუნიკაციო ოპერატორზე მასშტაბური კიბერთავდასხმაა.
12 დეკემბრის დილას უკრაინის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა — 24.3 მილიონმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ყველანაირ მობილური სიგნალზე წვდომა შეზღუდული აქვს. ეს უდიდესი პრობლემაა ქვეყნისთვის, რომელიც ომის პირობებში მობილურ ტელეფონებზეა დამოკიდებული — სწორედ სმარტფონებით იღებენ ისინი სიგნალებს რუსული თავდასხმებისა და თავშესაფრების შესახებ.
ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაღაზიები ვერ ახერხებდნენ, მიეღოთ გადახდები საბანკო ბარათებით, არ მუშაობდა ბანკომატები და ლვივში ქუჩების ავტომატური განათებაც კი გაითიშა.
ძალიან მალე გაირკვა, რომ მიზეზი Kyivstar-ზე განხორციელებული კიბერთავდასხმაა, მიყენებული ზიანი კი — ძალიან სერიოზული და მასშტაბური.
Kyivstar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლექსანდრ კომაროვმა Kyiv Post-ს უთხრა:
რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად როგორ განხორციელდა კიბერთავდასხმა — კომაროვი ამბობს, რომ «ტექნიკოსებმა პერიმეტრულ დაუცველობას მიაგნეს, რომელიც ჰაკერებმა სათავისოდ გამოიყენეს».
ოლექსანდრ კომაროვმა Kyiv Post-თან თქვა, რომ «საუკეთესო შემთხვევაში, სერვისის მიწოდება ნაწილობრივ ოთხშაბათს, 13 დეკემბერს აღდგებოდა».
13 დეკემბრის დილას კომპანიამ განაცხადა, რომ მან ნაწილობრივ აღადგინა ფიქსირებული კომუნიკაციები.
ცხადია, მთავარი ეჭვმიტანილი რუსეთია. თავდასხმის მასშტაბი ცხადად მიუთითებს, რომ ეს სახელმწიფო აქტორებმა ჩაიდინეს.
კონფიდენციალურმა წყარომ უკრაინული უსაფრთხოების სამსახურიდან Reuters-ს განუცხადა, რომ შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ბოლო დღეებში «ამ ქსელებზე დიდი რუსული ტრაფიკი შეინიშნებოდა».
უკრაინა, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, რუსული კიბერთავდასხმებს წლების განმავლობაში წარმატებით უმკლავდებოდა.
2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიბერთავდასხმების სიხშირე გაიზარდა. თუმცა, მათ პირველ წარმატებას სწორედ Kyivstar-ის წინააღმდეგ მიაღწიეს.
მომხდარის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, კიბერთავდასხმის მიღმა რუსული სპეცსამსახურები დგანან.
ამასთან, 13 დეკემბრის დილას რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა, სახელად Solntsepek განაცხადა, რომ ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებს.
მათ ასევე განაცხადეს, რომ დააზიანეს დიდი რაოდენობით კომპიუტერები, თუმცა, Kyivstar-მა ეს ცნობა უარყო.
განახორციელა თუ არა თავდასხმა უშუალოდ Solntsepek-მა, უცნობია. ვინც არ უნდა ყოფილიყო, ეს ვერ მოხდებოდა რუსეთის ხელისუფლების უშუალო ბრძანებისა და ნებართვის გარეშე.
Kyivstar-ის სპიკერი, ვოლოდიმირ ფიტიო ირწმუნება, რომ არა — «უხერხულობა» მხოლოდ სამოქალაქო პირებს ექმნებათ.