ჰაკერული ფორუმი კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებისთვის ივენთს გამართავს
1 ივლისს, თბილისში ჰაკერული ფორუმი, რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს, კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებისთვის ივენთს გამართავს.
1 ივლისს, თბილისში ჰაკერული ფორუმი, რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს, კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებისთვის ივენთს გამართავს.
ივენთი, რომელიც ტექნოლოგიური ხასიათის იქნება, მიზნად ცნობიერების ამაღლებას, ცოდნის გაზიარებასა და კიბერუსაფრთხოების სფეროში უახლესი ტენდენციებისა და გამოწვევების განხილვას ისახავს.
«როგორი მონდომებულიც არ უნდა იყო, საქართველოში პირისპირ ვერ შეხვდები ადამიანებს, რომლებსაც ჰაკინგი აინტერესებთ. ჩვენი ივენთი ერთადერთი ღონისძიებაა, სადაც ამის შანსი მოგეცემა». — ამბობენ ორგანიზატორები.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია — ივენთზე 100 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. ლოკაცია — Riverside — ახალი სივრცე ძველ თბილისში, მტკვრის პირას.
დაინტერესებულ პირებს ივენთზე მუსიკა და სიმბოლური საჩუქრებიც დახვდებათ — იქ მყოფ საზოგადოებას Anonymous-ის ნიღბები დაურიგდება.
«აქციე შენი ერთი დღე დაუვიწყარ მოგონებად. შეხვდი ჰაკერებს, მოუსმინე შესანიშნავ ლაივ მუსიკას, მიიღე დასამახსოვრებელი საჩუქრები, ანონიმუსის ნიღბებში გამოწყობილი ასამდე ჰაკერი, გათამაშებები, სასმელი. ეს ყველაფერი გელოდება ივენთზე». — ვკითხულობთ ჰაკერული ფორუმის ვებ გვერდზე.
კიბერუსაფრთხოების ფორუმი არის ადგილი, სადაც პროფესიონალი და დამწყები ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებსაც ინფორმაციული ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, ჰაკინგი, ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტები, ქსელები, პროგრამირება, დეველოპმენტი და სხვა, აინტერესებთ.
ივენთის მხარდამჭერები არიან hackers.ge, Senapi, Georgian Hackers Community და GTI Riverside.
დაინტერესების შემთხვევაში ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ ლინკზე. ბილეთის ფასი ონლაინ 50, ხოლო კარზე 70 ლარია.