ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მაისისა და ივნისის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიებები საქართველოში

მაისსა და ივნისში საქართველოში ტექნოლოგიებთან და ციფრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. ონლაინ და ოფლაინ, ფასიანი და უფასო ივენთები თქვენი ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდას მოემსახურება.  

კომენტარის დატოვება
მაისისა და ივნისის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიებები საქართველოში

მაისსა და ივნისში საქართველოში ტექნოლოგიებთან და ციფრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. ონლაინ და ოფლაინ, ფასიანი და უფასო ივენთები თქვენი ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდას მოემსახურება.  

Georgian Startup Summit and SWC Competition

27-28 მაისს ბათუმი Startup Grind-ის ფარგლებში სტარტაპ სამიტს და მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან Startup Connect, Startuperi, GITA, UNDP და USAID. 

  • რეგისტრაცია 21 მაისს სრულდება.
  • ბილეთების შესაძენად გადადით ამ ლინკზე 👈
  • მეტი ინფორმაცია ნახეთ startupconnect.ge-ზე. 
  • გაიცემა სტიპენდიებიც. მის მოსათხოვად გადადით ამ ლინკზე 👈

თუ გინდათ სტარტაპერებთან ერთად მგზავრობა დანიშნულების ადგილამდე, შეუერთდით Startup Express-ს: 

  • თბილისი — ბათუმი, 26 მაისი, 17:05 — 22:17
    ბათუმი — თბილისი, 28 მაისი, 18:20 — 23:30

საქართველოს ეროვნული სტარტაპ ჩემპიონატი, რომელიც Startup Grind-ის ფარგლებში გაიმართება, ერთ გამარჯვებულს Silicon Valley-ზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნის, სადაც, საბოლოოდ, 10 ფინალისტთან ერთად საერთაშორისო ინვესტორების წინაშე წარდგება. 

Startup Grind აცხადებს, რომ ბათუმის კონკურში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაცია ყველა სტარტაპმა უნდა შეავსოს, მათ შორის, ახლებმაც — ისინი შეიძლება ფინალში ვერ მოხვდნენ, თუმცა, ბევრს ისწავლიან. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადადით ამ ლინკზე 👈

ბათუმის სამიტზე სპიკერები იქნებიან: 

  • რონ ვაისმანი — ანგელოზი ინვესტორების კაპიტალის ასოციაციის მომავალი პრეზიდენტი (ასოციაცია 250 ამერიკელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯგუფია); პრეზიდენტებისა და მთავრობების მრჩეველი ანგელოზის ეკოსისტემების განვითარებაში; მუშაობდა სტივ ჯობსთან 5 წლის განმავლობაში მარკეტინგისა და სტრატეგიის მიმართულებით. 
  • ბილ რაიხერტი — Pegasus Tech Ventures-ის უფროსი პარტნიორი; Garage Ventures-ის დიდი ხნის მმართველი პარტნიორი — ეს ვენჩერული კაპპიტალის უმაღლესი დონის ფონდია. ავტორი წიგნისა: Getting to Wow: Silicon Valley Pitch Secrets for Entrepreneurs. 
  • ზაკ კოელიუსი — მისი მეტსახელია unicorn whisperer. ზაკმა მოაწყო პირველი ანგელოზთა სინდიკატი მილიარდდოლარიანი exit-ით. 

ასევე: 

Global Startup Pitch in JAPAN Vol.6 Georgia

Noxtton-ისა და Arrival-ის ვირტუალური ღონისძიება Japanese Global Pitch 31 მაისს, თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება და 12:15–ზე დაიხურება. 

მასში მონაწილეობას ქართული სტარტაპები და იაპონელი ინვესტორები მიიღებენ. 

შესავალი სიტყვის შემდეგ აუდიტორიასთან ისაუბრებენ და ინვესტორების წინაშე წარდგებიან: 

  • Arrival (მეტავერსიული ​ღონისძიების დაგეგმვის სტარტაპი, რომელიც ქმნის იმერსიულ და მიმზიდველ ვირტუალურ ივენთებს ბიზნესისთვის და ინდივიდებისთვის).
  • Elven Technologies (პირადი დაცვის მაღალტექნოლოგიური ტანსაცმლის სტარტაპი)
  • Gamo (მოთამაშეებისთვის სრული ციფრული გამოცდილების შექმნა, რათა აღმოიფხვრას ბარიერები, მოიტანოს სოციალური კავშირები და გააუმჯობესოს გზა, რომლითაც სპორტული აქტივობებით სიამოვნებას ვიღებთ)
  • Voovoo (მანქანის გაზიარებისა და გაქირავების კომპანიებს შეუძლიათ, გაზარდონ ავტომობილის უსაფრთხოება სიჩქარის გადაჭარბების, აგრესიული მართვისა და ავტომობილის არაავტორიზებული გამოყენების პრევენციით). 

თუ ხართ ვენჩერული ინვესტორი ან ანგელოზის ინვესტორთა კლუბის წევრი, შეგიძლიათ, დარეგისტსრირდეთ ამ ბმულიდან 👈

Arrival — პირველი ქართული სააგენტო Metaverse-ში
Arrival — პირველი ქართული სააგენტო Metaverse-ში
თემის მიხედვით
Arrival — პირველი ქართული სააგენტო Metaverse-ში

ციფრული გამოფენის კვირეული

ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2023» 1-ლ ივნისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება. 

ორგანიზატორების განცხადებით, ინოვაციური პროექტის უმთავრესი მიზანია ხელოვან ქალთა ნამუშევრებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.

ვირტუალურ გამოფენაში მონაწილეობას იღებს 200 მეტი მოქმედი ქართველი და უცხოელი ხელოვანი ქალი. თქვენ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოთ მათ ნამუშევრებს ერთი კვირის განმავლობაში.

თუ დამთვალიერებელს სურვილი ექნება, შეიძინოს მხატვრის ნამუშევარი, გამოფენის საკოორდინაციო ჯგუფი მას პირდაპირ ავტორთან დააკავშირებს. 

გამოფენის პარალელურად გაიმართება online შეხვედრები პროფესიონალ ქალ არტისტებთან, სახელწოდებით — «მხატვრის სახელოსნო» (მასტერ კლასის ფორმატში) და ტრენინგი.

 ორ განსხვავებულ ვირტუალურ საგამოფენო სივრცეში 200-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ხელოვანი ქალი იქნება წარმოდგენილი, 

ონლაინ ფორმატის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერი მსურველი შეძლებს ერთი კვირის განმავლობაში იყოს გამოფენების ვირტუალური ვიზიტორი. მონაწილეობა უფასოა

Social Impact Award — სამუშაო შეხვედრები

Social Impact Award 2023-ის სამუშაო შეხვედრები იწყება!

თუ ხარ 18-დან 30 წლამდე, გსურს, გახდე მეწარმე და ამავდროულად, დადებითი ცვლილებები მოუტანო საზოგადოებას, მაშინ:

ჩაერთე პროგრამაში და გაიზიარე პროფესიონალების გამოცდილება;

გაიმარჯვე და განახორციელე შენი იდეა.

მიიღე ფინანსური მხარდაჭერა და დაესწარი ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების სამიტს ბელგრადში (სერბეთი).

სამუშაო შეხვედრები დაგეხმარებათ საკონკურსო განაცხადების უკეთ მომზადებში და პროგრამის შემდგომ ეტაპზე გადასვლაში.

სამუშაო შეხვედრები გაიმართება 15, 16, 17 მაისს, 17:00 საათზე, ფაბრიკაში.

პროგრამა ხორციელდება ტერაბანკისა და ევროპის ფონდის მხარდაჭერით.

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა Social Impact Award 19 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია ახალგაზრდების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში.

პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში ახალგზარდები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

Social Impact Award 2022 რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს სამდღიან ვორქშოფების სერიას. 

თემები:

  • სოციალური მეწარმეობა და იდეების გენერირება;
  • ბიზნესმოდელი;
  • ბიზნესგეგმა;

საკონკურსო ნაწილს — ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ჟიურის წინაშე წარსადგენად.

პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში, რომელიც წელს ბელგრადში (სერბეთი) გაიმართება.

იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეშვიდე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

აქსელერაციის პროგრამა ქალი მეწარმეებისთვის კასპში

კომლის თემი ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით და შალომ ქლაბ თბილისთან თანამშრომლობით იწყებს ინოვაციურ აქსელერაციის პროგრამას დამწყები ქალი მეწარმეებისთვის კასპიდან.

პროგრამის მიზანია კასპის მუნიციპალიტეტში ქალების და გოგოების ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია შეგიძლია 26 მაისამდე, ამისთვის საკმარისია უბრალოდ გქონდეთ იდეა.

ივნისის თვეში თქვენ გაივლით შესაბამის მენტორინგ და საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც კვალიფიციური ტრენერები და მენტორები დაგეხმარებიან იდეის განვითარებაში.

ივლისის თვეში კი ჩატარდება იდეათონი, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული იდეის ავტორს გადაეცემა ფულადი პრიზი 500 ევროს ოდენობით, პროტოტიპის შესაქმნელად.

Touch.Point — International MarTech Festival

Touch Platform, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ატარებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციას TOUCH SUMMIT, წელს პირველად ატარებს MarTech ფესტივალს Touch.Point.

Touch.Point 9 ივნისს ჩატარდება. 

ფესტივალის მთავარი მიზანია ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგული ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლება და არსებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პრაქტიკაში ეფექტური დანერგვის ხელშეწყობა.

Touch.Point განკუთვნილია მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის (როგორიცაა: მარკეტინგის განყოფილებების ხელმძღვანელი, მარკეტინგის მენეჯერები, პროდუქტის მენეჯერები, ბრენდის მენეჯერები სოციალური მედიის მენეჯერები, კრეატიული სააგენტოს ანგარიშების მენეჯერები, სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალისტები, სტრატეგები, პროდუქტის დიზაინერები, ტექნიკური მეწარმეები და სხვები).

პროგრამა დატვირთული იქნება ძალიან საინტერესო პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, კრეატონით, ქსელური და საღამოს წვეულებებით.

Touch.Point-ზე აუდიტორიის წინაშე 25 საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი წარსდგება. 

მათ შორის: 

  • აიეშა ხანი — კრეატიული ბრენდის არქიტექტორი — NIKE. 
  • ენდი ჩაილდსი — ბიზნეს სტრატეგი, ფუტურისტი — META**
  • ოქსანა ვალენტელისი — კრეატიული დირექტორი — TikTok. 
  • ერიკ შამლინი — EVP, გართობის გლობალური ხელმძღვანელი — Media.Monks. 
  • პავლო კუზნეცოვი — პროდუქტის უფროსი მენეჯერი — Smartly.io. 

ღონისძიებაზე შეიკრიბება 1000-ზე ემტი ადამიანი 10-ზე მეტი ქვეყნიდან. 
ფესტივალის ძირითადი თემებია:

  • მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი
  • მარკეტინგის ავტომატიზაციის ინსტრუმენტები
  • ბრენდი და კულტურა
  • Მომხმარებლის ქცევა
  • ციფრული კონტენტი და თხრობა
  • მარკეტინგი მეტავერსში

ყველა დამსწრეს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს AI Creathon-ში და  საკუთარი ძალები AI-ის გამოყენებით მარტივი ბრიფების ამოხსნაში გამოსცადონ. ყველაზე გამორჩეული ნამუშევრებისთვის ღონისძიების პარტნიორებისგან საინტერესო ჯილდოებს ელოდებით.

ბილეთების შესაძენად გადადით ამ ლინკზე 👈

კიბერ უსაფრთხოების ბანაკი «Ethical Hacker»!

რა არის კიბერ ბანაკი «ეთიკური ჰაკერი»: 

8 დღიანი ინტენსიური პრაქტიკული სასწავლო პროგრამა, მონაწილეები გადიან ინტენსიურ კურსს კიბერ უსაფრთხოებაში. სასწავლო მოდული მოიცავს კიბერ უსაფრთხოების ძირითად საგნებს და აგრეთვე დამატებით საგნებს.

სასწავლო მოდულის გარდა პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან სპორტულ და გასართობ აქტივობებს.

საბანაკე განრიგი ასევე ითვალისწინებს ექსკურსიებს და გასვლებს ბუნებაში.

რას მოიცავს პროგრამის პაკეტი:

  • ტრანსპორტირებას;
  • სასტუმროს და 3-ჯერად კვებას + სნეკი;
  • სასწავლო პროგრამას — ლექციებს;
  • ლოგიკურ თამაშებს;
  • ექსკურსიებს და ტურებს;
  • სპორტულ აქტივობებს.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ლოკაცია: სასტუმრო Loft / Eurika, ბაკურიანი, საქართველო
  • მონაწილეების ასაკი: 11 — 18
  • ნაკადი პირველი 27.06.2023
  • ნაკადი მეორე 20.08.2023
  • ხანგრძლივობა: 8 დღე

პირობები:

  • პირველი ნაკადი — 27.06.2023.
  • წინასწარი რეგისტრაცია: 800 ₾
  • გადახდა 09.06.2023 — მდე
  • სტანდარტული რეგისტრაცია: 840 ₾
  • გადახდა 24.06.2023 — მდე
  • გვიანი რეგისტრაცია: 890 ₾
  • გადახდა 26.06.2023 — მდე.
  • მეორე ნაკადი 20.08.2023.
  • წინასწარი რეგისტრაცია: 800 ₾;
  • გადახდა 01.08.2023 — მდე
  • სტანდარტული რეგისტრაცია: 840 ₾
  • გადახდა 17.08.2023 — მდე
  • გვიანი რეგისტრაცია: 890 ₾
  • გადახდა 19.08.2023 — მდე
ეთიკური ჰაკერობის 10 კურსი დამწყებთათვის და არა მხოლოდ
ეთიკური ჰაკერობის 10 კურსი დამწყებთათვის და არა მხოლოდ
თემის მიხედვით
ეთიკური ჰაკერობის 10 კურსი დამწყებთათვის და არა მხოლოდ

სასწავლო კურსი — ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების შემუშავება და მართვა

ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების შემუშავება და მართვა ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ბიზნესისთვის.

კომპანიაში, კიბერ უსაფრთხოების ტექნიკურად უზრუნველყოფის გარდა, აუცილებელია სწორი პოლიტიკების გაწერა, რისკების შეფასება და შემცირება, ბიზნესის მიზნებთან შესაბამისი პოლისების შემუშავება, მათი მართვა და საერთო ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კურსში მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია ორგანიზაციაში პერსონალის როლების იდენტიფიცირებას ინფორმაციული უსაფრთხოების ეფექტური მართვისთვის.

სტუდენტები ისწავლიან როგორ ხდება რისკების ანალიზი, შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევა, ტექნიკური კონტროლების იდენტიფიცირება და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების დოკუმენტირება.

კურსის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს კიბერუსაფრთხოების ტექნიკური ცოდნის გაძლიერება ტექნიკური კონტროლის იდენტიფიცირებითა და განხორციელებით;

რისკის შეფასების პროგრამის მართვის უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება და ინფორმაციისა და ICT სისტემების დასაცავად საჭირო ზომების იდენტიფიცირება;

შესაბამისი გაიდლაინებისა და ინსტრუქციების შემუშავება, საუკეთესო პრაქტიკის შერჩევა და კომპანიის შიდა პოლიტიკაზე მორგება.

აქტივების კლასიფიცირება, პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და განადგურების პოლიტიკების შემუშავება.

წარმატებული კურსდამთავრებულები შეძლებენ იმუშაონ უმცროსი ინფორმაციული უსაფრთხოების პოზიციაზე

  • კურსის ლექტორი: თამარ ბატიაშვილი — ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსი, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.
  • კურსის ხანგრძლივობა:
    შეხვედრების რაოდენობა: 10 (20 გაკვეთილი)
    შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
    მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

კურსი დაიწყება 2023 წლის 9 ივნისს.
მეცადინეობა ჩატარდება ყოველ სამშაბათს და პარასკევს, online, 19:00 — 21:00 საათამდე.

დაუკავშირდით: 
(+995) 595 511 355
(+995) 591 050 989
ელ-ფოსტა: [email protected]

კურსის საფასური:

  • წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 200 ლარი (გადახდა 02.06.2023-ის ჩათვლით)
  • წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი
  • სტანდარტული ფასი: 250 ლარი (გადახდა 02.06.2023-ის მერე)
  • სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი

რეგისტრაცია გაიარეთ აქ 👈

როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება - სრული გზამკვლევი ნინო გამისონიასგან
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება — სრული გზამკვლევი ნინო გამისონიასგან
თემის მიხედვით
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება — სრული გზამკვლევი ნინო გამისონიასგან


ასევე წაიკითხეთ
Amazon Games-მა ევროპაში პირველი სტუდია ბუქარესტში გახსნა
Amazon Games-მა ევროპაში პირველი სტუდია ბუქარესტში გახსნა
Amazon Games-მა ევროპაში პირველი სტუდია ბუქარესტში გახსნა
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
Anduril-ის დამფუძნებელი: პუტინს AI რომ ესმოდეს, უკრაინაში არ შეიჭრებოდა
თბილისში რუსული ფორუმი აღარ ჩატარდება
თბილისში რუსული ფორუმი აღარ ჩატარდება
თბილისში რუსული ფორუმი აღარ ჩატარდება
რუსული AI ფორუმი, სახელწოდებით opentalks.ai, რომელიც 6-7 მარტს თბილისში, Pullman Tbilisi Axis Towers-ში უნდა გამართულიყო, აღარ შედგება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ღონისძიების ორგანიზატორებმა გაავრცელეს. 
OpenAI Axel Springer-ს ახალი ამბების კონტენტის გამოსაყენებლად ათობით მილიონს გადაუხდის
OpenAI Axel Springer-ს ახალი ამბების კონტენტის გამოსაყენებლად ათობით მილიონს გადაუხდის
OpenAI Axel Springer-ს ახალი ამბების კონტენტის გამოსაყენებლად ათობით მილიონს გადაუხდის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.