ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივით სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე გაიმართა

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე გაიმართა, სადაც მონაწილე სტარტაპებმა 12 კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგები ინვესტორებისა და სტუმრების წინაშე წარადგინეს.

კომენტარის დატოვება

სტარტაპ პრე-აქსელერატორი, ერთი მხრივ, ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას ისახავს მიზნად, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზევე ინვესტიცია მათთვის სასურველ ინდუსტრიაში განახორციელონ.

პრე-აქსელერატორში მონაწილეობა 21-მა გუნდმა მიიღო, რომლებმაც 12 კვირის განმავლობაში თავიანთი სტარტაპის განვითარებაზე აქტიურად იმუშავეს. გუნდებმა ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო და ბაზარზე შესვლის სტრატეგიები, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება ჩამოაყალიბეს.

აქსელერაციის დასკვნით ეტაპზე 9 სტარტაპი შეირჩა, რომლებიც ტალინში გაემგზავრნენ, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის, Startup Wise Guys-ის ინტენსიური ტრენინგები გაიარეს. გუნდებმა საერთაშორისო გამოცდილება გაიზიარეს და ესტონეთის ძალიან წარმატებულ და ინოვაციურ სტარტაპ ეკოსისტემას გაეცნენ.

დემო დღეზე დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე 9 სტარტაპი წარსდგა.

დემო დღის მონაწილე სტარტაპები:

  • Helio.AI — რეკრუტინგის ჭკვიანი სისტემა, რომელიც კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში, გემიფიკაციით ეხმარება.
  • KidNest — საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.
  • Gakvetilo.ge — არაფორმალური განათლების პლატფორმა 11-17 წლის მოზარდებისთვის.
  • Bitpulse — კრიპტოვალუტების კურსის ცვლილებების წინასწარი იდენტიფიცირების პლატფორმა.
  • TourTour — სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.
  • Wenroll — მასტერკლასების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.
  • Connect. — მარკეტფლეისი, რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.
  • Wisp — წერა-კითხვისა და ჟესტური ენების შემსწავლელი აპლიკაცია ყრუ ადამიანებისთვის.
  • Roommate Georgia — ხელმისაწვდომი ბინები სტუდენტებისთვის, უზრუნველი გაქირავება ბინის მეპატრონეებისთვის.

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს.

ამ ხნის განმავლობაში, პროგრამაში ოთხი ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი ჩაერთო. მონაწილე გუნდებმა, მთლიანობაში 1.5 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს. პროგრამის პორტფოლიოშია ისეთი წარმატებული სტარტაპები როგორიცაა: Stori, Wempler, Lawformer, Upway, SOS Auto, Tasteit, Wowchy, Neuropilot.

«ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ პრე-აქსელერაციის პროგრამა სხვადასხვა შესაძლებლობით გავამდიდროთ, ამ მხრივ ეს წელი განსაკუთრებული იყო, რადგან დავიწყეთ თანამშრომლობა Startup Wise Guys-თან, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და წარმატებულ აქსელერატორთან. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია ორივე ორგანიზაციისთვის და ძალიან საინტერესო შესაძლებლობა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის. წლევანდელმა მონაწილე სტარტაპებმა ძალიან კარგად გამოიყენეს ტალინში მიღებული გამოცდილება და დემო დღეზე კიდევ უფრო მომზადებულები წასდგნენ სტურების წინაშე» — აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.

«თიბისის პროგრამა სტარტაპერი დაწყების დღიდანვე მხარს უჭერს სტარტაპ პრე-აქსელერატორს.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც ტექნოლოგიურ სტარტაპებს განვითარებისა და ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელი პრე-აქსელერატორი კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მონაწილეები იმყოფებოდნენ ესტონეთში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქსელერატორის ტრენინგები გაიარეს, რაც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გააძლიერებს მათ და გაზრდის ინვესტიციების მოზიდვის შანსებს», — განაცხადა თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის სერვის ექსპერტმა, ანკა თოთიბაძემ

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები EFSE Entreprenership Academy, სტარტაპერი და Startup Wise Guys არიან.

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
თემის მიხედვით
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

ასევე წაიკითხეთ
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება — რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.
ლილი ფულარიანი: რუსული კანონი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს
ლილი ფულარიანი: რუსული კანონი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს
ლილი ფულარიანი: რუსული კანონი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს
«ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების» დამფუძნებელი, ლილი ფულარიანი, რომელიც სოფლად მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს ინტერნეტთან მუშაობას ასწავლის და ციფრული უნარების გამომუშავებაში ეხმარება, რუსული კანონის მეორედ დაინიციირებაზე ამბობს, რომ წინა წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა და კანონს ახლაც უარყოფითად აფასებს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.