ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ტოპ ბიუჯეტური ნოუთბუქები junior პროგრამისტებისთვის

შევარჩიეთ საუკეთესო 12 ლეპტოპი, რომელიც გამოსადეგი იქნება პროგრამისტებისთვის როგორც ფასის, ისე ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით. 

კომენტარის დატოვება
ტოპ ბიუჯეტური ნოუთბუქები junior პროგრამისტებისთვის

შევარჩიეთ საუკეთესო 12 ლეპტოპი, რომელიც გამოსადეგი იქნება პროგრამისტებისთვის როგორც ფასის, ისე ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით. 

როგორ შევარჩიეთ ლეპტოპი

დამწყები პროგრამისტებისთვის ბიუჯეტური ნოუთბუქების სიაში მოხვდა კომპიუტერები, რომელთა ფასი $1000-ს არ აღემატება. ყველა მოდელის ოპერატიული მეხსიერება მინიმუმ 8GB-ია, პროცესორები —  სულ მცირე, Ryzen 5 და Intel Core i5, მყარი დისკი — SSD. 

ყველა კომპიუტერი ორ კატეგორიად დავყავით: კლასიკურები და ულტრაბუქები. თითოეულ კატეგორიაში მოდელები დალაგებულია ნოუთბუქში ჩაშენებული პროცესორის ადგილის მიხედვით Technical City-ის თემატურ რეიტინგში 2022 წელს.

კლასიკური ნოუთბუქები პროგრამირებისთვის

HP 14s-fq1002ur

ნოუთბუქი განკუთვნილია შედარებით მცირე ბიუჯეტის მქონე მყიდველებზე, ვინც კომპიუტერის ფასისა და ეფექტურობის იდეალურ თანაფარდობას აკვირდება — წერს საიტი notebookcheck HP 14s-ის განხილვისას. არსებობის კითხვები კორპუსისა და დისპლეისთან მიმართ. ალტერნატივა — Lenovo IdeaPad 5 14ALC05. 

  • პროცესორის მოდელი: AMD Ryzen 7 5700U, 1 800 MHz, 8 ბირთვი.
  • ვიდეობარათი: ჩაშენებული.
  • დიაგონალი: 14.
  • გაფართოება: 1920×1080.
  • ეკრანის ტიპი: IPS.
  • ოპერატიული მეხსიერება: 16GB.
  • მყარი დისკი: SSD, 512 GB.წონა: 1,46 kg.
  • გამოშვების წელი: 2021.
  • ფასი: $810-დან. 

Lenovo IdeaPad 5 Pro Gen 6

კომპიუტერი IdeaPad 5 Pro დიაგონალით 14 დუიმი — უფრო ახალი, ძვირიანი და უფრო მაღალი ეფექტურობისაა, ვიდრე IdeaPad 5 Pro — წერს notebookcheck. Tomsguide-ის ვერსიის თანახმად, Lenovo IdeaPad 5 Pro AMD პროცესორით კონკურენციას უწევს MacBook Pro-ს. ხმაურის იზოლაციის კუთხით კი, ამბობს Reddit-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, Mac-ს ჯობნის კიდეც. 

  • პროცესორის მოდელი: AMD Ryzen 5 5600U, 2300 MHz, 6 ბირთვი.
  • ვიდეობარათი: ჩაშენებული.
  • დიაგონალი: 14.
  • ეკრანის გაფართოება: 2240×1400.
  • ეკრანის ტიპი: IPS.
  • ოპერატიული მეხსიერება: 16 GB.
  • მყარი დისკი: SSD, 512 GB.
  • წონა: 1,38 kg.
  • მუშაობის დრო: დაახლოებით 10 საათი.
  • გამოშვების წელი: 2021.
  • ფასი: $791-დან.
  • HP ProBook 445 G8

HP Probook 445 G8

ნოუთბუქი სერიიდან ProBook 400, Probook 445 G7-ის მემკვიდრე. მოდელს შეიძლება ჰქონდეს როგორც Ryzen 5 5600U, ასევე Ryzen 7 5800u პროცესორები. ჩვენ მეორეზე შევჩერდით. 

  • პროცესორის მოდელი: AMD Ryzen 7 5800u, 1 900 MHz, 8 ბირთვი.
  • ეფექტურობის რეიტინგი: 290.
  • ვიდეობარათი: ჩაშენებული.
  • დიაგონალი: 14.
  • ეკრანის გაფართოება: 1920×1080.
  • ეკრანის ტიპი: IPS.
  • ოპერატიული მეხსიერება: 16 GB.
  • მყარი დისკი: SSD, 256 GB.
  • წონა: 1,37 kg.
  • გამოშვების წელი: 2021.
  • ფასი: $950-დან.

HP Pavilion 15-eh1017

«HP Pavilion 15 კარგად აწყობილია, ეფექტიანობის კარგი მაჩვენებლებითა და შესანიშნავი, კომფორტული კლავიატურით». — წერს Reviewed. მინუსებიდან: დისპლეი საშუალოზე დაბალია და ელემენტიც საშუალო დონისაა. 

  • პროცესორის მოდელი: AMD Ryzen 5 5500U, 2100 MHz, 6 ბირთვი.
  • ვიდეობარათი: ჩაშენებული.
  • დიაგონალი: 15.6.
  • ეკრანის გაფართოება: 1920×1080.
  • ეკრანის ტიპი: IPS.
  • ოპერატიული მეხსიერება: 16 GB.
  • მყარი დისკი: SSD, 512 GB.
  • წონა: 1,75 kg.
  • გამოშვების წელი: 2021.
  • ფასი: $640-დან.

Acer Nitro 5 AN515

«ეს ნოუთბუქი უნდა მოინიშნონ მომხმარებლებმა, რომლებისთვისაც ხარისხი და ფასი მნიშვნელოვანია». — წერს notebookcheck. Nitro 5 AN515 — უნივერსალური ბიუჯეტური კომპიუტერია ავტონომური მუშაობის ხანგრძლივი დროითა და შედარებით კომპაქტური კორპუსით. მინუსი — მკრთალი ეკრანი. 

  • პროცესორის მოდელი: Intel Core i5 10300H, 2 500 MHz, 4 ბირთვი.
  • ვიდეობარათი: დისკრეტული, NVIDIA GeForce GTX 1650 Ti, 4 GB.
  • ადგილი ვიდეობარათების რეიტინგში: 199.
  • დიაგონალი: 15.6.
  • ეკრანის გაფართოება 1920×1080.
  • ეკრანის ტიპი: IPS.
  • ოპერატიული მეხსიერება: 8 GB.
  • მყარი დისკი: SSD, 256 GB.
  • წონა: 2,3 kg.
  • გამოშვების წელი: 2020.
  • ფასი: $835-დან.

Dell Vostro 15 3515

Dell Vostro 15-ს აქვს საკმაოდ მოძველებული რკინა აქვს, მაგრამ ის მაინც იდეალურია ყოველდღიური ამოცანებისთვის.

  • პროცესორის მოდელი: AMD Ryzen 7 3700U, 2 300 MHz, 4 ბირთვი.
  • ვიდეობარათი: ჩაშენებული.
  • დიაგონალი: 15.6.
  • ეკრანის გაფართოება: 1920×1080.
  • ეკრანის ტექნოლოგია: IPS.
  • ოპერატიული მეხსიერება: 16 GB.
  • მყარი დისკი: SSD, 512 GB.
  • წონა: 1,7 kg.
  • გამოშვების წელი: 2021.
  • ფასი: $865-დან.

ულტრაბუქები პროგრამირებისთვის

ულტრაბუქებს აქვთ ნოუთბუქების მსგავსი მახასიათებლები, მაგრამ უფრო თხელი, მსუბუქი და პატარებია. ესაა ვარიანტი მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს, სამუშაო მივლინებებშია ან დისტანციურად მუშაობს — კაფეში, კოუვორქინგებში, სანაპიროებსა და პარკებში. 

ASUS VivoBook 15 M515

«ბიუჯეტური ნოუთბუქი პროგრამირებისთვის კლავიატურის კომფორტული განთავსებით, მაგრამ ცუდი ელემენტითა და სუსტი ეკრანით». — წერს tomsguide. მოდელი M515 გამორჩეულია კარგი პროცესორით. 

  • პროცესორის მოდელი: AMD Ryzen 7 5700U, 1 800 MHz, 8 ბირთვი.
  • ვიდეობარათი: ჩაშენებული.
  • დიაგონალი: 15.6.
  • ეკრანის გაფართოება: 1920×1080.
  • ეკრანის ტიპი: IPS.
  • ოპერატიული მეხსიერება: 8 GB.
  • მყარი დისკი: SSD, 512 GB.
  • წონა: 1,8 kg.
  • გამოშვების წელი: 2021.
  • ფასი: $630-დან.

HP Pavilion Aero 13

The Verge Aero 13-ს «გასაკვირად შესანიშნავ» ნოუთბუქს უწოდებს. 

«ეტიკეტი Pavilion შეცდომაში შემყვანია. ის ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე ტიპური ბიუჯეტური ნოუთბუქი. HP-მ პირველი პრემიუმ Pavilion გამოუშვა». — წერს გამოცემა. 

  • პროცესორის მოდელი: AMD Ryzen 5 5600U, 2 300 MHz, 6 ბირთვი.
  • ვიდეობარათი: ჩაშენებული:
  • დიაგონალი: 13.3.
  • ეკრანის გაფართოება: 1920×1200.
  • ეკრანის ტექნოლოგია: IPS.
  • ოპერატიული მეხსიერება: 8 GB.
  • მყარი დისკი: SSD, 512 GB.
  • წონა: 0,94 kg.
  • გამოშვების წელი: 2021.
  • ფასი: $830-დან.

Acer Swift 3 SF314

14-დუიმიანი ნოუთბუქი ელეგანტური თხელი მეტალის კორპუსით. Notebookcheck წერს, რომ მისი უპირატესობა ავტონომური მუშაობის დრო — 12 საათი. კიდევ რამდენიმე პლუსი: შესანიშნავი დისპლეი, პორტების დიდი რაოდენობა, ხმაურისა და სითბოს გამოყოფის დაბალი დონე. 

  • პროცესორის მოდელი: Intel Core i7-1165G7, 2 800 MHz, 4 ბირთვი.
  • ვიდეობარათი: ჩაშენებული.
  • დიაგონალი: 14.
  • ეკრანის გაფართოება: 1920×1080.
  • ეკრანის ტექნოლოგია: IPS.
  • ოპერატიული მეხსიერება: 8 GB.
  • მყარი დისკი: SSD, 512 GB.
  • წონა: 1,2 kg.
  • გამოშვების წელი: 2021.
  • ფასი: $710-დან.

ASUS VivoBook 15 K513

«ლეპტოპი დამწყები პროგრამისტისთვის კარგი მახასიათებლებით, თუმცა, მაინც ჩამოუვარდება Asus Zen ხაზს». —  წერს notebookcheck. Asus Vivobook 15 ხაზს აქვს მოდელები დისკრეტული ვიდეობარათებითაც. 

კონკურენტები: Lenovo IdeaPad 5 15, Dell Inspiron 15, HP Pavilion 15.

  • პროცესორის მოდელი: Intel Core i5 1135G7, 2 400 MHz, 4 ბირთვი.
  • ვიდეობარათი: ჩაშენებული.
  • დიაგონალი: 15.6.
  • ეკრანის გაფართოება: 1920×1080.
  • ეკრანის ტიპი: OLED.
  • ოპერატიული მეხსიერება: 16 GB.
  • მყარი დისკი: SSD, 512 GB.
  • წონა: 1, 75 kg.
  • გამოშვების წელი: 2021.
  • ფასი: $795-დან.

Huawei MateBook 13 AMD 2020

«Huawei MateBook 13-ის მყიდველები რეალურად კარგ ნოუთბუქს იღებენ». —  მიაჩნია notebookcheck-ს. მოდელი აღჭურვილია როგორც Intel-ის, ასევე Ryzen-ის პროცესორებით, თუმცა, გამოცემა წერს, რომ სასურველია მეორე ვარიანტი, თუ ისეთ პროგრამებში მუშაობთ, როგორიცაა Photoshop. ავტონომური მუშაობის მახასიათებლები უკეთესია Intel-ის პროცესორით აღჭურვილ ნოუთბუქში. 

  • პროცესორის მოდელი: AMD Ryzen 7 3700U, 2 300 MHz, 4 ბირთვი.
  • ვიდეობარათი: ჩაშენებული.
  • დიაგონალი: 13.
  • ეკრანის გაფართოება: 2160×1440.
  • ეკრანის ტიპი: IPS.
  • ოპერატიული მეხსიერება: 16 GB.
  • მყარი დისკი: SSD, 512 GB.
  • წონა: 1,3 kg.
  • გამოშვების წელი: 2020.
  • ფასი: $779-დან.

ASUS Chromebook Flip C436

The Verge აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი მინუსი ავტონომური მუშაობის დროა. წინა მოდელს — C434-ს, რომელიც C436-ზე იაფი ღირს, ეს მონაცემი უკეთესი აქვს, თუმცა პროცესორი უფრო სუსტია. 

  • პროცესორის მოდელი: Intel Core i5-10210U, 1 600 MHz, 4 ბირთვი.
  • ვიდეობარათი: ჩაშენებული.
  • დიაგონალი: 14.
  • ეკრანის გაფართოება: 1920×1080.
  • ეკრანის ტიპი: IPS.
  • ოპერატიული მეხსიერება: 16 GB.
  • მყარი დისკი: SSD, 512 GB.
  • წონა: 1,2 kg.
  • გამოშვების წელი: 2020.
  • ფასი: $989-დან.
14 ნივთი Amazon-დან რომლითაც სამუშაო სივრცე უფრო კომფორტული გახდება
14 ნივთი Amazon-დან, რომლითაც სამუშაო სივრცე უფრო კომფორტული გახდება
თემის მიხედვით
14 ნივთი Amazon-დან, რომლითაც სამუშაო სივრცე უფრო კომფორტული გახდება


ასევე წაიკითხეთ
10 ლეგენდარული
10 ლეგენდარული "სააღდგომო კვერცხი" ტექნოლოგიური სამყაროდან
10 ლეგენდარული "სააღდგომო კვერცხი" ტექნოლოგიური სამყაროდან
სააღდგომო კვერცხი ტექნოლოგიებში ნიშნავს შეტყობინებას, სურათს ან ფუნქციას, რომელიც დამალულია პროგრამულ უზრუნველყოფაში, ვიდეო თამაშში, ფილმში ან სხვა, ძირითადად, ელექტრონულ მედიუმში. დამალული სააღდგომო კვერცხების ძებნა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობილი სააღდგომო ტრადიციაა და ტექნოლოგიურ სამყაროშიც ტერმინი სწორედ აქედან გაჩნდა. რომელია საუკეთესო და ყველაზე კრეატიული სააღდგომო კვერცხი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში? გთავაზობთ Firebrand-ის შერჩეულ 10 ლეგენდარული შემთხვევის ჩამონათვალს.
ყველაფერი, რაც უნდა იცოდე თამაშების ინდუსტრიაში კარიერის დასაწყებად
ყველაფერი, რაც უნდა იცოდე თამაშების ინდუსტრიაში კარიერის დასაწყებად
ყველაფერი, რაც უნდა იცოდე თამაშების ინდუსტრიაში კარიერის დასაწყებად
ერთი შეხედვით, გეიმერობა ყოველი 80-იანი წლების ბავშვის მიუწვდენელი ოცნებაა. სინამდვილეში, გეიმინგ ინდუსტრია გვთავაზობს მრავალ კარიერულ შესაძლებლობას. თამაშების ინდუსტრია იზრდება და ძლიერდება, ამ ძალას კი მას მოთამაშეთა გლობალური ქსელი, კრეატიულობა, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და მრავალი სხვა უნარი აძლევს.
Tech Survey 2022: საქართველოში IT სფეროში მაქსიმალური მედიანური შემოსავალი 8500 ლარია
Tech Survey 2022: საქართველოში IT სფეროში მაქსიმალური მედიანური შემოსავალი 8500 ლარია
Tech Survey 2022: საქართველოში IT სფეროში მაქსიმალური მედიანური შემოსავალი 8500 ლარია
რა არის DevOps და რატომ არის კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი მისი დანერგვა
რა არის DevOps და რატომ არის კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი მისი დანერგვა
რა არის DevOps და რატომ არის კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი მისი დანერგვა
ტექნოლოგიური სამყარო ყოველდღიურად არსებული და ახალი პროდუქტების, ინფორმაციებისა თუ ინოვაციების შერწყმით ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და მარტივს ხდის. ამ მიზნის მისაღწევად კი სისწრაფე, ხარისხი და სრულყოფილება უმთავრესია. DevOps ამ სამ კომპონენტს წარმატებით აერთიანებს. DevOps შედარებით ახალი ტექნოლოგიური კონცეფციის კლასიკური მაგალითია, რომელიც კომპანიებისა თუ კონკრეტული პირების მიერ ხშირად არასწორად აღიქმება, ზოგჯერ კი მისი იდეა საერთოდ ბუნდოვანი და გაუგებარი რჩება. ამიტომ, ვეცდებით, სტატიაში DevOps-ზე შეგროვებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ამაში DevOps Georgia-ს თანადამფუძნებელი, ერეკლე მაღრაძე გვეხმარება.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.