Tinder: ახლა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს რეკომენდაციის გაწევა შეეძლებათ
ხშირად ამბობენ, რომ რომანტიკულ პარტნიორებს ჩვენი მეგობრებისა და ოჯახის თანხმობა სჭირდებათ.
ხშირად ამბობენ, რომ რომანტიკულ პარტნიორებს ჩვენი მეგობრებისა და ოჯახის თანხმობა სჭირდებათ.
სწორედ აამიტომ, გაცნობის აპი, Tinder მომხმარებლების მეგობრებსა და ოჯახის წევრებს საშუალებას აძლევს, პოტენციურ მეწყვილეებს რეკომენდაცია გაუწიონ.
Tinder Matchmaker-ის ფუნქციის მიხედვით, მომხმარებლებს შეეძლებათ, თავიანთ ანგარიშებზე სხვებს მისცენ წვდომა, მხოლოდ 24 საათით.
Tinder ამბობს, რომ ეს დეითებს «გუნდურ სპორტად» აქცევს, მაგრამ ზოგიერთ ექსპერტი ფიქრობს, რომ ამან შესაძლოა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პრობლემები შექმნას.
Tinder-ზე რეალურ ცხოვრებაში, მეგობრებთან ერთად პოტენციური მეწყვილის არჩევა ან თუნდაც მათთვის ამ საქმის მთლიანად გადაბარება ახალი არ არის.
Matchmaker ფუნქცია მომხმარებლის მიერ არჩეულ ადამიანთა ჯგუფს პროფილებს უგზავნის, რათა მათ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირონ.
ამ ჯგუფს პოტენციური მეწყვილის მოწონება ან უარყოფა არ შეუძლია — მათ მხოლოდ რეკომენდაციის გაწევა ევალებათ.
თავდაპირველად, ფუნქცია 15 ქვეყანაში გავრცელდება, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ავსტრალიაში. რამდენიმე თვეში კი გლობალური გახდება.
გაცნობის ექსპერტი, სარა ლუიზ რაიანი აზრით, ახალი ფუნქციის ნაკლი ის არის, რომ ერთი ადამიანის ციფრული პროფილის გაზიარება სხვა ადამიანებთან არის შესაძლებელი.
ფუნქცია თავისთავად გულისხმობს, რომ 15-მდე ადამიანს, Tinder-ში შესვლის გარეშე, სხვისი პროფილის ნახვა შეუძლია.
«ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩემი კლიენტები ჩემთან მოდიან, კონფიდენციალურობაა». — თქვა მან.
«ამიტომ იდეას, რომ 15-მდე ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ იცნობთ, თქვენი პროფილის ნახვა შეუძლიათ, არ ვიცი, როგორ დავეთანხმო».
თუმცა, რაიანმა დაამატა, რომ Tinder მონაცემთა კონფიდენციალურობით ერთ-ერთი გამორჩეული აპლიკაციაა.
«Matchmaker-ში თქვენი პროფილის ჩვენებაზე უარის თქმა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ასევე შესაძლებელია Matchmaker-ის ყველა აქტიური სესიის დასრულება». — განახცადა Tinder-მა.
2016 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას გადახედავს მას შემდეგ, რაც აშკარა თანხმობის გარეშე მომხმარებლების პირადი მონაცემების შეგროვებაში დაადანაშაულეს.
2023 წლის თებერვალში კომპანიამ «ინკოგნიტო რეჟიმი» გამოუშვა, რომელიც მხოლოდ იმ მომხმარებლების პროფილებს გაჩვენებთ, ვინც უკვე მოიწონეთ.
რაიანმა აღნიშნა, რომ მეგობრებისა და ოჯახის წევრების მაჭანკლობა ბევრ საზოგადოებაშია გავრცელებული.
გაცნობის აპმა, Hinge-მა მსგავსი ფუნქცია 2017 წელს გაუშვა, მაგრამ ახლა ის დაიხურა. Hinge-ს 2019 წლიდან სრულად ფლობს Tinder-ის მშობელი კომპანია, Match Group.
ამავდროულად, კონკურენტ გაცნობის აპს, Bumble-ს აქვს ფუნქცია, სადაც ინდივიდუალური პროფილების გაზიარება მეგობრებთან აპის გარეთ არის შესაძლებელი.